მოქალაქის ტრიბუნა
„ჩვენ მიერ იქნა აფეთქებული ტელეკომპანია „მაესტრო“ - რას ითხოვს ვასილ ჯავახიშვილი სახელმწიფოსგან და რაში ადანაშაულებს კოკა გუნცაძეს
„ჩვენ მიერ იქნა აფეთქებული ტელეკომპანია „მაესტრო“ - რას ითხოვს ვასილ ჯავახიშვილი სახელმწიფოსგან და რაში ადანაშაულებს კოკა გუნცაძეს
  • პორტალზე მასალის განთავსება შეუძლია საზოგადოების ნებისმიერ  წარმომადგენელს 

  • პუბლიკაციაში გამოხატულია ავტორის პირადი მოსაზრებები და სარედაქციო ჯგუფი პასუხისმგებელი არაა მის შინაარსზე


„არ შეიძლება ჯარში მსახური? ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, საქართველო ბოლოს და ბოლოს?! კი ბატონო, თქვენ იარეთ, თქვენ იომეთ, თქვენ დაიღუპეთ ჩემ მაგივრად, ჩემთან კი ანგარიში გავასწოროთ კაცურად“ - ვინ არის ვასილ ჯავახიშვილი, რას ითხოვს სახელმწიფოსგან და რაში და რატომ ადანაშაულებს კოკა გუნცაძეს?

განცხადება, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს,  პრემიერმინისტრს, იუსტიციის მინისტრს, პარლამენტის თავჯდომარეს, პრეზიდენტს და სახალხო დამცველს უკვე გაუგზავნა, ვასილ ჯავახიშვილმა sazogadoeba.ge-ს რედაქციასაც გამოუგზავნა. მისი თქმით, მიუხედავად ამდენი მცდელობისა, რეაგირება ხელისუფლებისა და სახალხო დამცველის მხრიდან „ეფემერულია“

განცხადება რუბრიკა „მოქალაქის ტრიბუნის“ ქვეშ იბეჭდება. შესაბამისად, ტექსტს უცვლელად, რედაქტირების გარეშე გთავაზობთ.

* * *

„ეს განცხადება მიღებული აქვს: პრემიერ მინისტრს; იუსტიციის მინისტრს; პარლამენტის თავმჯდიმარეს; პრეზიდენტს; სახალხო დამცველს. რეაგირება ეფემერული.

1983-86 წლებში, ვიყავი საქ. ნაკრების წევრი, ორჯერ 1984-85 წლებში საკავშირო ჩემპიონატის გამარჯვებული. 1987 წელს საკუთარი სურვილით მოვითხოვე ავღანეთის რესპუბლიკის სავალდებულო სამსახურის გავლა, სადაც მოვიხადე ჩემი სამხედრო ვალი.   1989 წელს დავბრუნდი სამშობლოში, გრუს. სპეცრაზმის უფროსი სერჟანტის წოდებით და ლიმიტით, რომლის საშუალებითაც ჩავაბარე 1989 წელს თსუ-ში. 1992 წელს საკუთარი სურვილით გავწევრიანდი შავნაბადის ბატალიონში და ვიყავი ყველა იმ საბრძოლო შეტაკებებში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იმ კომპანიის დროს. ვიყავი დაზვერვის ცალკეული ბატალიონის მეთაურის მოადგილე, წოდება კაპიტანი.

2003 წლის შემოდგომაზე, არჩევნების პერიოდში, როდესაც ვმსახურობდი გენერელური შტაბის დაზვერვის მთავარ სამმართველოში,  დამიკავშირდა კოკა გუნცაძე (ჩემი სკოლელი და უბნელი), რომელიც იყო დეპუტატობის კანდიდატი „ახალი მემარჯვენეებიდან“ და მთხოვა  დაცვის ორგანიზება, რასაც დავთანხმდი უშუალო ხელმძღვანელის  სიტყვიერი თანხმობით.  2006 წელს ვმსახურობდი თავდაცვის ეროვნული აკადემიის რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების უფროსად, იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დაითხოვა რა სამსახურიდან ჩემი უშუალო უფროსი, აკადემიის რექტორი გიორგი თავდგირიძე, ასევე შტაბის უფროსი გიორგი ბლიაძე და ასევე დაითხოვეს ჯარიდან ჩვენი თანამებრძოლი გიორგი მელითაური, ხოლო მე შემომთავაზეს იგივე პოზიციაზე სამსახურის გაგრძელება, მე უარი ვთქვი და მეგობრებთან ერთად შევხვდით კოკა გუნცაძეს, რომელიც იყო ახალ მემარჯვენეებში. იმ მომენტიდან პირადად ვიყავი გუნცაძის დაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზატორი. ჩემი ქვედანაყოფი, რომელიც პირადად მე შევქმენი (დაცვის ოცეული) შედგებოდა ძირითადად ყოფილი პოლიციელებისაგან. ყველა ოფიცერი იყო.

2006 წელს მოვიდა ჩემთან გიორგი მელითაური, რომელმაც გადმომცა გუნცაძის თხოვნა რომ დავით გამყრელიძეს ჭირდებოდა  რესპუბლიკური პარტიის ლიდერების და ასევე ზვიად ძიძიგურის (დეპუტატების) მობილური ტელეფონების დეტალური ამონაბეჭდი, რაც მე შევასრულე.

ჩვენთან 2007 წლის ზაფხულში მოვიდა ჩემი ინფორმაციით საკუთარი ინიციატივით იმედა სისაური (ნამდვილი გვარია ხინჩლაშვილი), რომელიც იყო ყოფილი სოდელი და იხდიდა პირობით მსჯავრს (გაუფორმდა უფასო საპროცესო, მას მერე რაც მან მეგობრები დაასმინა და ციხეში გაისტუმრა.) მას მარცხენა ხელი ქონდა გიფსში და მომახსენა, რომ „ოპოზიციური  აზროვნების“ გამო სცემეს, რაც იყო ტყუილი. ჩვენთან დაახლოების შემდეგ გაგზავნა სიგნალი სოდში, საიდანაც მიიღო იგნორი, რის შედეგადაც ჯერ გახდა ორმაგი აგენტი, შემდეგ კი რაც მე მისი მეჯვარე გავხდი ჩემი ერთგული თანაშემწე.

2009 წელს, როდესაც დაანონსდა 26 მაისის სტადიონის აქცია, რამოდენიმე პოლიტ. ჯგუფი გაემიჯნა ამ აქციას. ჩვენს მიერ იქნა აფეთქებული ტელეკომპანია „მაესტრო“. თუმცა ის რეკომენდაცია, რომ ეს უნდა მომხდარიყო მაშინ  როდესაც რესპოდენტი საკანში უნდა ყოფილიყო ირაკლი ალასანია, მე არ შევასრულე შეგნებულად, რადგან მას ყავდა შეიარაღებული დაცვა და იქნებოდა მსხვერპლი. რის  შედეგადაც „გაივსო“ სტადიონი. სტადიონიდან სამებისკენ მიმავალ გზაზე გუნცაძემ მითხრა, ვასო ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ.

2010 წლის სექტემბერში დაარსდა „ქართული პარტია“ სადაც კოკა გუნცაძემ მთხოვა დაცვის უზრუნველყოფა.  25 ოქტომბერს დააკავეს პარტიის მდივანის სოზარ სუბარის ძმა და იმ დღესვე მოხდა სოზარზე თავდასხმა დიღმის ტრასაზე. კოკას ბრძანებით სოზარი ავიყვანე პირადი დაცვის ქვეშ.  29 ოქტომბერს ღამის 12 სააათზე მივიყვანეთ რა სოზარ  სუბარი სახლში მე და იმედა სისაურმა. რა მოხდა და რას ვაკეთებდით გამთენიისას ჩვენ სანზონაში სინამდვილეში შეგნებულად დავმალე ეს ფაქტი ყველასგან! იმ მიზნით რომ ეს დააზარალებდა ყველას და ეთხელ და სამუდამოდ გაიხარებდა სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა. ეს ინფორმაცია დღესაც რადიოაქტიურია და რომ არა ჩემი მდგომარეობა არ ამოვიღებდი ხმას. მე და იმედა სისაური გზაში ვიყავით დაკავებულები. სისაური მომენტალურად იყო იზოლირებული და მასთან მოლაპარაკება არავის უწარმოებია, თითიც კი არ დაიკარებიათ.  მე ფიზიკური ცემის შემდეგ  (არსებობს ვიდეო მასალა ცემის ფაქტისა და სურათები) მიყვანილი ვიყავი ჩემთვის უცნობ ადგილას, სადაც დამხვდნენ ჩემთვის უცნობი შსს-ს მაღალჩინოსნები და  ეკა გაგუა (რუსთავი 2-ის ჟურნალისტი). მონიტორზე მაჩვენეს კოკა გუნცაძის მეგობარი გოგოს სურათი და შემომთავაზეს გარიგება, რაზედაც კატეგორიული უარი ვთქვი. აღმოვაჩინე რა რომ ჩემს შესახებ გამოძიებას  არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულება, არც სისაურის მხრიდან არ ვიყავი ჩაშვებული, დავთანხმდი ვერსიას და ვაღიარე რომ მე 6000 ლარის გამო, რომელიც მამაჩემმა 1999 წელს ასესხა ჩემთვის უცნობს ვინმე ჟორჟოლიანს, რომელიც ასევე ადასტურებს რომ არ მიცნობს მე  და, მე 40 წლის სამხედრო დაზვერვის ვიცეპოლკოვნიკმა, ავღანეთ-აფხაზეთ გამოვლილმა ყველაზე რადიკალური ოპოზიციური პარტიის დაცვის უფროსმა რამდენიმე ათასი ლარის გულისთვის დავიწყე ყუმბარების სროლა სანზონაში. (რატომ?) მათ აღმოაჩინეს, რომ იმედა სისაური იყო ორმაგი აგენტი, თუმცა ბოლომდე ვერ გაერკვნენ სიტუაციაში და გაგვასამართლეს,  მას მიუსაჯეს 3 წელი,  ხოლო მე მომისაჯეს 13 წელი.

იმედა სისაურმა არაერთხელ მატროსოვის ციხეზე შემომთავაზა მაესტროს ეპიზოდის გამოყენება ახალი საპროცესო შეთანხმებისათვის, რაზედაც ჩემგან მიიღო კატეგორიული უარი. რის შემდეგაც ის ხშირად უკავშირდებოდა კოკა გუნცაძეს ტელეფონით მობილურზეც და სახლის ნომერზეც, ასევე სისაურის ძმაც უკავშირდებოდა გუნცაძეს. კოკა გუნცაძე უსინდისოდ გაურიგდა სისაურს ჩემგან ფარულად, რადგანაც მისთვის ცნობილი იყო რომ მე არ დავთანხმდი საპროცესო გარიგებას გუნცაძის სექსუალური გარყვნილების აღიარების სანაცვლოდ, მას არ სჭირდებოდა მასზე უკეთესი გმირი. ჩემთან საუბარს აწარმოებდა ვინმე ჯაბა მაღლაფერიძე.

დაკავების ეპიცენტრიდან, სადაც მიმდინარეობდა ჩემი დაკავების ღონისძიება იმედა სისაური იმყოფებოდა დაახლოებით 100 მეტრში საიდანაც თავისუფლად შეეძლო წასვლა ისე რომ ვერავინ ვერ შეამჩნევდა, მაგრამ არ წავიდა იმ ადგილიდან და ჩაბარდა პოლიციას, რაც ახსნა იმით რომ მეგობარი არ მიატოვა. სინამდვილეში ის მოემზადა პოლიციელების მხარეს გადასასვლელად იმ იმედით რომ მეც იგივეს გავაკეთებდი. რაც ასე არ მოხდა, მე არ ვაღიარე სინამდვილეში რაც მქონდა ჩადენილი და  ვინც ვიყავი, პილიციამ სასბრალდებო დასკვნაში დააფიქსირა ტყუილი, თითქოსდა იმედა სისაური თავს დაესხა პოლიციელებს, დაახია ტანსაცმელი და მიაყენა შეურაცხყოფა, რაც აბსურდია. რადგანაც ასეთ შემთხვევაში მას არ აკმარებდნენ სამ წელს.

იმ  2  წლისა და 6 თვის მანძილზე, რომელიც მე ციხეში გავატარე, არც მე და არც ჩემ ოჯახს არ  მიგვიღია გუნცაძისაგან არანაირი თანაგრძნობა, მეტიც, ის ხელს უწყობდა ჭორების გავრცელებას, თითქოსდა მე ვიყავი კრიმინალი. მან არ იცოდა რომ კომპანია მალე დასრულდებოდა და სააკაშვილი დამარცხდებოდა, მას აგრეთვე არ ქონდა იმის იმედი, რომ მე მას ბოლომდე ვუერთგულებდი, მას უბრალოდ შეეშინდა და შემდეგ კი ამის აღიარების შერცხვა!! ეს არის მისი პრობლემის  მთავარი მიზეზი, რასაც ვეღარ უარყოფს. 

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მე დამხვდა ინფორმაცია ჩემი მეგობარი სამხედროებისგან, რომ გიორგი მელითაური ავრცელებდა ჭორს თითქოს და 2013 წლის გაზაფხულზე ის იყო დაბაარებული სუსში  სადაც ესაუბრნენ ჩემ შესახებ და აუხსნეს, რომ მე ვარ მიუღებელი და საშიში ადამიანი. სინამდვილეში ამას აკეთებდა კოკა გუნცაძის დავალებით. სანაცვლოდ, გუნცაძე დაპირდა ჯარში დაბრუნებას და გასამხედროებას, რაც შეასრულა, მიუხედავად მისი ინვალიდობისა. ამჟამად ის გვარდიის სარდლის თანაშემწეა.

გუნცაძე მამლულად გაურიგდა სისაურს და ის დაპირდა ჩემს დისკრიმინაციას, თუმცა მოხდა ისე რომ კანონის, ამინისტიისა და შეკრებითობის ცვლილების შემდეგ მე განვთავისუფლდი, როგორც  პირველად ნასამართლევი, ხოლო მისი აგენტი იმედა  სისაური დარჩა ციხეში  როგორც არაერთგზის ნასამართლევი.

ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ ციხიდან 2012 წლის  ნოემბერში მივწერე ეკა ბესელიას ჩემი დაკავების ისტორია დეტალების გარეშე, რის შედეგადაც მან მიუთითა კოკა გუნცაძეს, რაც გახდა მტრობის დასაწყისის მიზეზი ჩემსა და გუნცაძეს შორის.                       

2013 წლის 31 მაისს, ციხიდან  გამოსვლის შემდეგ მე პასუხი გუნცაძისთვის  არ მომითხოვია, რადგანაც ვთვლი, რომ საქმის  მხარეს ვიდექი და არა გუნცაძე - „გრეჩიხების“ აფერისტი და მოღალატის გვერდით.  მე რომ დავიწყე  სიმართლის დადგენა, სასწრაფო წესით  სოზარ სუბარის დახმარებით, როგორც თვითონ აღიარა, გაანთავისუფლა გუნცაძემ სისაური ციხიდან იმ იმედით,  რომ ის მე დამიპირისპირდებოდა, შედეგად მიიღო ის - რომ  სისაური ყველას დაემალა. სისაურის სიმართლე გუნცაძემ დაიჯერა და მიიღო მხოლოდ იმიტომ რომ სისაური რეალურად იყო ყოფილი სოდელი ხინჩლაშვილი + სამარცხვინო კრიმინალი და ამ პერსონას ფასი არ ქონდა, ხოლო მე, ბატონებო, ვარ ვეტერანი, ნაომარი, პლეხანოველი მართალი კაცი უბანში, გუნცაძესთან და მის ნარკომან მეგობრებთან ხშირად მომსვლია კონფლიქტი დაცვის ბიჭების ხელოვნური დისკრედიტაციის გამო, აქაოდა ისინი იყვნენე „ნაძაღლარები“, მიუხედავად მათი „ნაძაღლარობისა“ ისინი დღედა-ღამე მუშაობდნენ ნებისმიერ ამინდში ერთგულად, თბილისი-ბათუმი-ზუგდიდის მაშტაბით, საკუთარი რესურსით, პირადად მე აბაშაში და ზუგდიდიში შემაფურთხეს სახეში იმის გამო, რომ ჩემს უკან იდგა ხაინდრავა, რომელიც სააკაშვილის პერიოდში ჭავჭავაძეზე ერთ-ერთი ბარიდან ვიხსენი კუდის კლანჭებიდან. გუნცაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ არავის არსად არ ემუშავა, რომელ ჩეკისტს ბაძავს არ ვიცი.  ამჟამად სისაური ირიცხება რკინიგზის თანამშრომლად, სადაც საკმაოდ სოლიდური თანხები ერიცხება. აღმოჩნდა რა გუნცაძე ჩემს პირისპირ, იძულებული გახდა, ეკა ბესელიასთან დაედასტურებინა ჩემი ოპოზიციური წარსული, რაც ეკამ პირნათლად შეასრულა, სასამართლოს მიმართა რეკომენდაციით, მოეხსნათ ჩემთვის ნასამართლეობა, რაც ასეც მოხდა. დამიკავშირდნენ სასამართლოდან 2013 წლის 5 სექტემბერს და მომახსენეს, რომ მომეხსნა ნასამართლეობა (მაქვს სატელეფონო საუბარი). მაგრამ პარალელურად გუნცაძე მოქმედებდა ფარულად ჩემს წინააღმდეგ,  კერძოდ 2013 წლის აგვისტოში საპატიმროდან გამოსვლის 3 თვის შემდეგ, ვიყავი დაბარებული ჩუღურეთის რაიონის პოლიციის უფროსთან და არა როგორც ყველა სხვა პატიმარი განთავისუფლებიდან ერთ კვირაში უბნის ინსპექტორთან. პოლიციაში მისვლისას მოხდა საინტერესო ფაქტი, შენობაში შესვლისას იმყოფებოდა ათამდე პოლიციელი და მომახსენეს რომ ცოტახანში მიმიღებდა პოლიციის უფროსის მოადგილე. ნახევარი საათის განმავლობაში პოლიციის შენობიდან ეტაპობრივად გავიდა ყველა პოლიციელი მორიგეს გარდა და დამიძახეს პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში სადაც დამხვდა 30-35 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და ვისაუბრეთ დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში, საუბრის დაწყებიდან 10 წუთის თავზე ის გავიდა ოთახიდან და მაგიდაზე დატოვა გამოსაჩენ ადგილზე  უცხოური წარმოების პისტოლეტი, იგი შემოვიდა რამდენიმე წუთის შემდეგ და განვაგრძეთ საუბარი,  10 წუთის შემდეგ მან იგივე გაიმეორა, დამტოვა მარტო ოთახში თავის იარაღთან, შემდეგ შემოვიდა დამემშვიდობა და მე წამოვედი. როგორც ჩემთვის შემდგომში ცნობილი გახდა ჩემი მეგობრების მხრიდან, პოლიციამ ეს ღონისძიება-პროვოკაცია განახორციელა იმჟამინდელი პროკურორის ლაშა ნაცლიშვილის დავალებით, რომელიც, თავის მხრივ, მოქმედებდა კოკა გუნცაძის თხოვნით. ისინი ახლო მეგობრები არიან და სწორედ მისი მეშვეობით დამპირდა საბუთების მოწესრიგებას, რაც მორიგი ვერაგობა და ტყუილი აღმოჩნდა. 

როდესაც  გუნცაძესთვის ცნობილი გახდა ჩემი ნასამართლეობის მოხსნის შესახებ, იგი სასწრაფო წესით ჩაერა ამ საქმეში და დადებითი ვერდიქტი უარყოფითად შეაცვლევინა. შემდგომ ეკამ მიმართა ასევე რეკომენდაციით მარგველაშვილს და იქაც მისი წყალობით უშედეგოდ დასრულდა, თუმცა ჩემი განცხადების გარდა, ყველა განცხადება დააკმაყოფილეს. (შეწყალების კომისიის იმჟამინდელი თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის საჯარო განცხადების მიხედვით).  

2014 წლის მაისის თვეში  შევიკრიბეთ მთელი დაცვის სამსახური,  რომელებიც ვემსახურებოდით კოკა გუნცაძეს და  ვთხოვეთ შეხვედრა, რასაც თავი აარიდა.  ასევე დაუკავშირდით გუნცაძის მამას, რომელსაც ძალიან ახლოს ვიცნობ წლებია, დავთქვით შეხვედრა, მაგრამ  ისიც დაიმალა.

ამის შემდეგ გუნცაძემ დამაიგნორა და მე მას სახლში მივწერე დეტალური წერილი ჩვენი უახლოესი წარსულის შესახებ. რაც ურეაქციოდ დატოვა და მე იგივე ხასიათის წერილი, შემოკლებული და კორექტული მივწერე მის სამსახურს. რის შემდეგაც  დამიბარეს  პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც პროკურორმა ს. ა.-მ დამიდო კოკა გუნცაძის მიერ დაწერილი განცხადება მინისტრ ა. ჭიკაიძის სახელზე, სადაც ის აცხადებდა რომ მას აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ, თუმცა იქვე დასძინა პროკურორმა რომ ეს შანტაჟი არ იყო. შემდგომ მორიგი დაკითხვების დროს გამომძიებელმა ნ. ფ. სასხვათაშორისოდ მკითხა, ვიცოდი თუ არა ის ქუჩა, სადაც მდებარეობდა იმ დროისთსვის ტელეკომპანია „მაესტრო“ რაზეც ვუპასუხე მას, რომ ის ქუჩა ჩანდა მისი სამუშაო კაბინეტიდან და დავსძინე, რომ ფოთის ქუჩაზე ტელეკომპანია მაესტროში არაერთხელ ვარ ნამყოფი გუნცაძის თანხლებით. მაგ ქუჩაზევე არსებობდა სახელმწიფო დაწესებულება, რომლის ტერიტორიაზეც იყო ჩვენი სამალავი. ამის შემდეგ კვლავ ვიყავი დაბარებული გამომძიებელთან სადაც შევთანხმდით რომ მე აშკარად და პირდაპირ არ ვადანაშაულებდი კოკა გუნცაძეს მაესტროს ეპიზოდში. აფეთქებამდე ერთი საათით ადრე შევატყობინე ნანა ლეჟავას, რომ თითქოს და იგეგმებოდა უცნობის დატერორება, გაფრთხილების მთელი არსი მდგომარეოდა იმაში, რომ ბატონი უცნობი იმყოფებოდა გორის ტრასაზე, საიდანაც მოუძღვებოდა აქციას ფეხით ჩირაღდნებით თბილისისაკენ.

2007-2009 წლებში, როდესაც გუნცაძის მამა  რუსთაველის გამზირზე ლამპიონების შუქის ქვეშ ხალხს ითვლიდა გაღიმებული, მაგ დროს  მამაჩემი ჩემი დავალებით, ისევე როგორც სხვა ჩემი კურიერები, ორჯერ შეხვდნენ  ჟურნალისტებს: ნანა ლეჟავას და თამარ რუხაძეს აღმაშენებლის გამ. #80-ში GNS-ის ოფისში და გადასცა დისკები საიდუმლო ინფორმაციით. სადაც იყო ჩაწერილი არა მარტო სამხედრო მოსამსახურეთა მონაცემები, არამედ იმ პერიოდისთვის უახლესი ანალიტიკური და გეოსტრატეგიული მასალა ამერიკელების მიერ მომზადებული. (ჩემთან საიდუმლო მიმოწერაში ნანა ლეჟავამ აღნიშნა რომ, ერთ-ერთი  დისკი ვერ გახსნა). იმ დროითვის ნანა ლეჟავა აშუქებდა სამხედრო ბუნტის თემებს.

2016 წლის დეკემბერში ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობრის მეგობარი, მ. ტ. (სუსის თანამშრომელი) სანამ გუნცაძე  (იქ) არის შენ არაფერი გეღირსებაო და შემომთავაზა კოკა გუნცაძესთან შერიგების მცდელობა, რაზეც დავთანხმდი და გაუგზავნე მესიჯი (შერიგების)  ლეგენდით, რასაც არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია. ამჟამად ჩემი ოქროს მოწმე იმედა სისაური  პ/ნ 08001000807,  ნანა ლეჟავა, გიორგი მელითაური სინქრონულად დაწინაურდნენ რამდენიმე წლის წინ, რაც მე დავიწყე გასაჯაროება. პერიოდულად ხდება ჩემ საცხოვრებელ ადგილას აქტიური თვალთვალი სამოქალაქო ფორმიანი პირების მხრიდან, ასევე მომდის ინფორმაციები, რომ ჩემი ყველას ეშინია და ყველა დადის დაცვით, როგორც თვითონ ამბობენ პოლიციის თანამშრომელი, მას არ გააჩნია მართვის მოწმობა, მაგრამ ის უპრობლემოდ გადაადგილდება ყოველდღიურად და პატრულმა ის რამდენჯერმე გააჩერა და დაცვის თანამშრომლის ჩარევის შემდეგ  გაუშვა. მრავალჯერ ნასამართელვ იმედა სისაურს შეუძინეს ბინა, ორი ძვირადღირებული ავტომობილი; ხელფასის სახით ერიცხება 15 000 ლარი და გაფორმეულია რამდენიმე სახელმწიფო სამსახურში. სხვათაშორის კოკა გუნცაძემ იმაზე მეტი გადაუხადა იმედა სისაურს ვიდრე თავის დროზე 2012 წელს არჩევნების წინ კუდმა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილის მოღალატე პირად მცველს სურმავას.           

მესმის, რომ პოლიტპატიმრებმა თქვენი იმედები ვერ გაამართლეს, რადგანაც იქიდან ბევრი იყო რეალური კრიმინალი, მათ შორის ისეთები, რომლებიც მიტინგზეც კი არ იყვნენ ნამყოფები, მაგრამ მე ამდენს არ ვითხოვ.

ვთვლი, რომ ჩემი თავისთვის, ქვეყნისთვს და ხალხისთვის არ მიღალატია, არა ერთხელ გამირისკავს სიცოცხლე.        

ხუთი წელია, რაც დავტოვე საპატიმრო, არ მომითხოვია მილიონები არავის შანტაჟით, პირიქით! ვითხოვდი და ვითხოვ იმ პოზიციის აღდგენას რაც მქონდა გუნცაძესთან მისვლის დროს, 22 ლარი და ჩემი პისტოლეტის ტარების უფლება.  აკრძალული მაქვს დაცვის პოლიციაში მუშაობა და ვარ გამოუვალ მდგომარეობაში, გამიუქმდა იარაღის ტარების უფლება რადგან ვარ ნასამართლევი და ვარ პროფესიონალურ კოლაფსში. ვითხოვ სასწრაფოდ სრულ  რეაბილიტირებას.  მყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.

მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით ბევრჯერ შევიკავე თავი საჯაროობისაგან, რადგანაც არ დაზარალებულიყო ქართული ოცნება, რომლის ამომრჩევლადაც ვთვლიდი თავს, მაგრამ არჩევნებს ბოლო არ უჩანს, არც გუნცაძის შიზოფრენიას, მე კი ვარ გამოუვალ მდგომარეობაში. არ შეიძლება ჯარში მსახური? ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, საქართველო ბოლოს და ბოლოს?! კი ბატონო, თქვენ იარეთ, თქვენ იომეთ, თქვენ დაიღუპეთ ჩემს მაგივრად, ჩემთან კი ანგარიში გავასწოროთ კაცურად.

რატომ გწერთ თქვენ?

არ მოგაყენებთ შეურაცხყოფას და არ აგიხსნით, თავადვე განსაჯეთ.

ამას კიდევ იმიტომ არ გწერთ, რომ ვინმეს რამე გამოვტყუო. უბრალოდ ვასაჯაროებ თავის დასაცავად,  თორე „ლუბიმჩიკებზე“  გაწევა რით მთავრდება, კი ვიცი.

წარმატებებს გისურვებთ.

 

პატივისცემით:

ვასილ   ჯავახიშვილი“