ეკონომიკა
“შემორჩენილია განცდა, რომ კონკრეტული რეგიონი მიბმული უნდა იყოს ერთ მონოკულტურაზე, მაგ. თხილზე მაშინ, როცა იდეალური მიწებია ფეიხოასთვის, კივისთვის და ლურჯი მოცვისთვის”- დავით ფარცვანია
“შემორჩენილია განცდა, რომ კონკრეტული რეგიონი მიბმული უნდა იყოს ერთ მონოკულტურაზე, მაგ.  თხილზე მაშინ, როცა იდეალური მიწებია ფეიხოასთვის, კივისთვის და ლურჯი მოცვისთვის”- დავით ფარცვანია

მიწათმოქმედდა უძველეს ქვეყანაში, რომლის ეკონომიკური სიძლიერის ფუნდამენტი აგრარული პროდუქციის წარმოება უნდა გამხდარიყო, ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მსჯელობენ. ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნების ძირითადი წყაროს, მნიშვნელოვანი სარესურსო პოტენციალისა და უვადო ეკონომიკურ აქტივის სრული მიზნობრივი გამოყენება სახელმწიფომ ვერც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შეძლო. მრავალი საბიუჯეტო თუ კერძო პროექტის, ბიზნესის ხელშემწყობი არაერთი პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, ძირითადი მიმართულება, რომელიც მიწათმოქმედ ადამიანებს უნდა დაეყრდნოს, უფრო საფუძვლიან შესწავლასა და მეტ ენთუზიაზმს მოითხოვს. კომპანია „გრინსოლუშენსის“ პროექტების დეპარტამენტის დირექტორის, დავით ფარცვანიას თქმით, შექმნილი პრობლემების მიზეზები მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტსა და თანამედროვე ტექნოლოგიების არასათანადოდ გამოყენებაში უნდა ვეძებოთ.

დავით ფარცვანია: სოფლის მეურნეობაში დღეს საკმაოდ ბევრი პრობლემაა და ერთი ინტერვიუს ფარგლებში მისი სრულად ამოწურვა შეუძლებელია. ამიტომაც, ყველაზე დიდ პრობლემად მაღალკვალიფიცური კადრების ნაკლებობა და თანამედროვე ტექნოლოგიების უარყოფა შეგვიძლია ჩავთვალოთ, იმ მოტივით, რომ ტრადიციულად ამას ყოველთვის ასე აკეთებდნენ, რაც თავის მხრივ,  ბარიერს უქმნის სოფლად მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად საქართველოს მთლიანი ტერიტორიის, დაახლოებით, 43 % ითვლება, რაც საძოვრებსა და მდელოებსაც მოიცავს. ქვეყანაში ეკოლოგიური და კლიმატური ზონების დიდი ნაირსახეობაა, რაც ზომიერი და სუბტროპიკული ზონებისთვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმეტესობის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა. მიუხედავად ამისა, დღემდე შემორჩენილია განცდა, რომ კონკრეტული რეგიონი მიბმული უნდა იყოს ერთ მონოკულტურაზე, მაგ. სამეგრელოში თხილი, როცა იდეალური მიწებია ფეიხოასთვის, კივისთვის და ლურჯი მოცვისთვის. ასევე, არ ხდება გათვალისწინება, თუ რა სჭირდება დღეს ბაზარს რეალურად. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ თუ ერთი გააშენებს კონკრეტულ კულტურას, შემდეგ ყველა ფერმერი მასიურად იმავეს აკეთებს.

- მსგავსი პრობლემების დასაძლევად, ხელისუფლება მრავალ პროექტს, მათ შორის საგრანტო პროგრამებსაც ახორციელებს. პერიოდულად მუშაობა მიმდინარეობს კონსულტაციებისა და ტრენინგების რეჟიმშიც. როგორ შეაფასებდით სახელმწიფოს მუშაობას ამ მიმართულებით?

- ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დარგის განვითარებითვის, თუმცა სახელმწიფოსთან ერთად საკმაოდ აქტიური მხარდაჭერა ხდება საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან სოფლის მეურნეობის სფეროში, რამაც  დიდი სტიმული მისცა ფერმერებს. ამასთან, იხვეწება კანონმდებლობაც, რადგან საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების მე-10 თავის - „სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება“ შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულებები დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროპულს. ეს კი დადებითად აისახება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.

სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „გრინსოლუშენსი“, რომლის წარმომადგენელიც გახლავართ, სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. ის სულ  რამდენიმე თვეა, შეიქმნა და ამ მცირე ხნის განმავლობაში, მაღალკვალიფიციური კადრების და მსოფლიოს ლიდერ კომპანიებთან პარტნიორობის შედეგად,  უკვე თამამად შეიძლება ჩავთვალოთ წარმატებულ კომპანიად.

ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობა გახდეს წარმატებული ბიზნესი, რისთვისაც ვეხმარებით ქართველ ფერმერებს გააუმჯობესონ მათი ყოველდღიური საქმიანობა და შექმნან უკეთესი მომავალი. გვაქვს ურთიერთობა ევროპის და მსოფლიოს ლიდერ კომპანიებთან სოფლის მეურნეობის სფეროში, მაგ. ჩვენი პარტნიორია კომპანია რივულისი, რომელიც ირიგაციის ბაზარზე მსოფლიოში მე-2 ადგილზეა და აქვს საკმაოდ მყარი ამბიცია, გახდეს მსოფლიო ბაზრის ლიდერი. ამასთან, მინდა გაცნობოთ, რომ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ აღნიშნული კომპანიის რეგიონალური ჰაბის შექმნას საქართველოში. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, ქართველ ფერმერებს მივაწოდოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურება და კონსულტაცია, გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია მათი ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.  ყოველი სახის მომსახურებას ფერმერებს გაუწევენ ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები, რომელთაც გავლილი აქვთ სწავლება ევროპის ქვეყნებში, სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედ მოწინავე საწარმოებში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ უკვე შევქმენით წარმატების არაერთი მაგალითი და საქართველოს მასშტაბით საკმაოდ დიდი პროექტები განხორციელეთ. ამიტომაც, ჩვენ მუდმივად მზად ვართ, კონკურენტუნარიან ფასებში გავუწიოთ კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურება სოფლის მეურნეობის სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს, კერძოდ: თანამედროვე ტიპის ბაღების, მათ შორის კენკროვანი და ვენახების გაშენებაში, მათ ტექნიკურ აღჭურვაში, ნერგების შეძენასა და მათ მოვლა-პატრონობაში, შემნახველი და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის, თანამედროვე ტიპის სასათბურე მეურნეობის შექმნაში, სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენაში და ა.შ.

- თქვენი მხრიდან თუ ხდება ფერმერებისთვის გარკვეული სახის მხარდაჭერა მაგ. გრანტის მოსაპოვებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადების კუთხით და ა.შ.?

დიახ, ჩვენ მზად ვართ, გარდა ჩვენი ძირითადი სერვისების მიწოდებისა, გავაცნოთ ფერმერებს სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული ყველა საგრანტო პროგრამა, დავეხმაროთ ყოველგვარი სასყიდლის გარეშე დოკუმენტაციის მოპოვებასა და მათ შემუშავებაში, ასევე გავუწიოთ სამართლებრივი და ორგანიზაციული მხარდაჭერა.