სხვადასხვა
მსოფლიოს 5 საოცარი ტბა
მსოფლიოს 5 საოცარი ტბა

კოლორადოს ლაგუნა. დროისა და ტემპერატურის ცვალებადობასთან ერთად, ტბა ფერს იცვლის. ის ხან მუქი წითელია, ხანაც- იასამნისფერი. ფერთა უჩვეულო გამას ფსკერზე მიკროსკოპული სიდიდის წყალმცენარეები ქმნის. კოლორადოს ლაგუნა მეჩხერი ტბაა. მისი საშუალო სიღრმე 35 სანტიმეტრია. ის ზღვის დონიდან 4 ათას მეტრში მდებარეობს, სადაც ღამ-ღამობით ტემპერატურა -20 გრადუსამდე ეცემა. კოლორადოს ლაგუნა უიშვიათესი ჯიშის ფლამინგოების საყვარელი ადგილია.

 photo image001_zps2cc608d4.jpg

კელიმუტუს კრატერული ტბა ინდონეზიაში, ფლორესის კუნძულზე მდებარეობს. ტბა ვულკანური წარმონაქმნებით სამ ნაწილად იყოფა და ისინი ერთმანეთისგან ფერით განსხვავდება.

 photo image002_zps719ecf78.jpg

მწვანე ტბა ახალ ზელანდიაში მდებარეობს. წყალში დიდია რკინის შემცველობა, რის გამოც მას ულამაზესი ღია მწვანე ფერი აქვს.

 photo image003_zpsd894c878.jpg

ხუთი ფერის ტბა ძიუჩჟაიგოუს ცენტრში მდებარეობს. ამინდის ცვალებადობასთან ერთად, ტბა ფერს იცვლის. წყალი ხან ყვითელი, ხანაც მუქი მწვანეა. უმეტესად კი ტბა შაბიამნისფერია. ხუთი ფერის ტბას კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებს. ზამთარში, როცა ირგვლივ ყველაფერი თოვლითა და ყინულით იფარება, მეჩხერი ტბა არ იყინება, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლები ხუთი ფერის ტბას მისტიკურ ადგილად აღიქვამენ და ყველაფერს, რაც მასთანაა დაკავშირებული, შიშითა და მოკრძალებით ეკიდებიან. ნამდვილი მიზეზი კი იმისა, რომ ტბა ზამთარში არ იყინება, მის ფსკერზე არსებული ცხელი წყაროების სიმრავლეა.

 photo image004_zps67c69be2.jpg

ჰილერის ტბა ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მას უნიკალური ვარდისფერი აქვს. პირველად ტბა 1802 წელს ბრიტანელმა მეზღვაურმა მეთიუ ფლინდერსმა აღმოაჩინა და ნანახით იმდენად გაოცებული დარჩა, რომ სიდნეიში გამგზავრება გადადო. მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს, თუ რატომ აქვს ტბას ასეთი ლამაზი და უცნაური ფერი.

 photo image005_zpsa35afb54.jpg