სტატიები
ჯოზეფ პულიცერის ფიასკო საქართველოში
ჯოზეფ პულიცერის ფიასკო საქართველოში

საქართველოში პულიცერის გამოგონებამ ფეხი ღრმად მოიკიდა. რატომღაც მისი იდეა ყვითელი პრესისა და ჟურნალისტიკის შესახებ აიტაცეს. ამასაც არ დასჯერდნენ და თავისებურად გადააკეთეს კიდეც. არა, ვიტყუები, კი არ გადააკეთეს - დაამახინჯეს. დაამახინჯეს იმდენად, რომ უკვე ყვითელი კი არა, გახუნებული ყვითელი ფერიც არაა. მას უფრო "ავადმყოფისფერი" ადევს. “საწყალი” ჯოზეფი, ალბათ, საფლავში ბრუნავს.

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით უფასო სახელმძღვანელოები სოციალურ ინტერესებზეა ორიენტირებული
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით უფასო სახელმძღვანელოები სოციალურ ინტერესებზეა ორიენტირებული

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესის“ მიერ, მიმდინარე წლის 10 აპრილიდან 17 აპრილამდე საანალიზო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს ინიციატივა უფასო სახელმძღვანელოების შესახებ, მოსახლეობის სოციალურ ინტერესებზეა ორიენტირებული.

ანქვაბის მასტერ-კლასი
ანქვაბის მასტერ-კლასი

ამ დღეებში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა, ერთი თვის წინ აფხაზური ოპოზიციის მიერ აფხაზური ხელისუფლების მისამართით წაყენებული ულტიმატუმის ყველა პუნქტს, აფხაზური კანონმდებლობის სრული დაცვით, წერილობით გასცა პასუხი. ანქვაბის ასეთი ეპისტოლარული, დღემდე უცხო მეთოდი, აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ოპოზიციისთვის ჩატარებულ მასტერ-კლასად მონათლა. საქმე იმაში გახლავთ, რომ მიმდინარე წლის 11 მარტს ოპოზიციური ძალების მიერ სოხუმში ჩატარებულ მიტინგზე მიღებული რეზოლუცია თავისი შინაარსით უკვე ნიშნავდა ანქვაბის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას, რადგანაც მისი პუნქტების შესრულება არა თუ ერთი თვის ვადაში, როგორც ეს რეზოლუციაშია აღნიშნული, არამედ მოქმედი კანონმდებლობითაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ჩვენ მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს მტყუან-მართალის გარჩევა და მით უმეტეს იმ პოლემიკაში ჩართვა რომელიც უკვე დაწყებულია აფხაზეთში, მაგრამ მაინც მინდა გავამახვილო ყურადღება ოპოზიციის იმ ზოგიერთ მოთხოვნებზე, რომელთა შეუსრულებლობა თავშივე განწირული იყო. ხაჯიმბამ სხვაზე უკეთესად იცის, რომ პრობლემებს, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა და რომლებმაც აფხაზური ეთნოსი გადაგვარების ზღვრამდე მიიყვანა, როგორც არ უნდა ეცადოს ანქვაბი, ვერაფრით ვერ მოაგვარებს, რადგანაც ყველაფერი ეს სისტემურ ხასიათს ატარებს და მათი გადაჭრისთვის ვადების დადგენა ხაჯიმბას მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ , უზნეობაა. გულზე ხელი დაიდოს და ერთი თქვას, თვითონ რომელი მათგანი გადაწყვიტა ვლ. არძინბასთან ერთად ხელისუფლებაში ყოფნისას. იმ მოთხოვნების უმრავლესობა, რომელთა შეუსრულებლობა ანქვაბის ხელისუფლებას ბრალდება, სათავეებს ქართულ-აფხაზური ომის დამთევრებიდან იღებს და პირდაპირ კავშირშია ვლ. არძინბას კლანურ მმართველობასთან.

თეიმურაზ მურვანიძე: "ქართული დიასპორები საიმედო ხელშია"
თეიმურაზ მურვანიძე: "ქართული დიასპორები საიმედო ხელშია"

თეიმურაზ მურვანიძე: "ქართული დიასპორები საიმედო ხელშია"

„საქართველსო გზის“, თავმჯდომარემ, თეიმურაზ მურვანიძემ საქართველოს ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, პარტიას მუდმივი და მჭიდრო კავშირები აქვს ქართულ დიასპორებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში:

„დღეს შევხვდი საქართველოს სახელმწიფო მინისტრს დიასპორის საკითხებში, ბ–ნ კონსტანტინე სურგულაძეს და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ქართული დიასპორები საიმედო ხელშია. ჩვენ მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაციები და ვაპირებთ რომ მომავალშიც მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ქართული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებს  მიესალმებიან
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები ქართული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებს მიესალმებიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის თანამომხსენებლები საქართველოს საკითხებში: მიქაელ აასტრუპ იენსენი (დანია, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი) და ბორის ცილევიჩი (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი) მიესალმებიან მართლმსაჯულების სისტემის ახლახან მიღებულ რეფორმებს.

ქვეყანაში ოთხდღიანი ვიზიტის შემდეგ (2013 წლის 8-11 აპრილი) მათ განაცხადეს: „ეს რეფორმები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხს, რის თაობაზეც ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს მოწოდებები. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გატარება კვლავინდებურად წარმოადგენს უთანხმოების საგანს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ორივე მხარეს, მიაღწიონ კომპრომისსა და შეთანხმებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის გარდამავალ დებულებებთან დაკავშირებით, რითაც წარმოდგენა სასამართლო სისტემაზე, როგორც დამოუკიდებელ ორგანოზე, მხოლოდ გამყარდება“, - განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

რუშები
რუშები

ყოვლისშემძლე ვოლანები და რუშები ამშვენებს როგორც საზეიმო შიფონის კაბებს, ასევე საქმიან კოსტიუმებს და ზაფხულის პალტოებს.

აქტუალური ფერები
აქტუალური ფერები

2013 წლის მოდის ტრენდების ფერთა პალიტრა განსაზღვრულია. დიზაინერებმა უკვე მიგვითითეს, როგორი ტიპის სამოსი უნდა ვატაროთ. სხვათაშორის, ფერთა პალიტრა საკმარისად მრავალფეროვანია, რაც საშუალებას გვაძლევს, მუდმივად ვცვალოთ სამოსი და ამავდროულად, არ გადავუხვიოთ თანამედროვე მოდის მოთხოვნებს.

საიამ და ორგანიზაციამ „ციხის  საერთაშორისო რეფორმა“  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მოსაზრებები წარადგინეს
საიამ და ორგანიზაციამ „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მოსაზრებები წარადგინეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების ინიციატივებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ლიბერალიზაციის მიმართულებით. სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრება არის უმნიშვნელოვანესი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიულიპროცესები სათანადოდ წარიმართოს. მხარეთა თანასწორობის პრინციპის უზრუნველყოფა და საპროცესო კოდექსის სრულყოფა კი, ბუნებრივია, ხელს შეუწყობს არსებული ვითარების გაუმჯობესებას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კუთხით. ამავდროულად, მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში არის რიგი საკითხები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს და ასევე საკითხები, რომელთა დამატებაც მნიშვნელოვანად მიგვაჩნია წარმოდგენილი ინიციატივისათვის, რათა დასახული მიზნის მიღწევა რეალურად გახდეს შესაძლებელი.

კლასიკა - შავი და თეთრი
კლასიკა - შავი და თეთრი

მსოფლიო შავ-თეთრია - გადაწყვიტეს დიზაინერებმა და შესაბამისი "მრავალმნიშვნელოვანი" სამოსიც შესთავაზეს მოდის მოყვარულებს. კლასიკური კომბინაციები არც აქამდე ყოფილა მოდის მიღმა, მაგრამ წელს შავ-თეთრი გრაფიკის აქტუალურობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ჩვენი დაუდევრობის სახიფათო შედეგები
ჩვენი დაუდევრობის სახიფათო შედეგები

როგორ ვებრძოლოთ ვირუსს, რომელიც "ჩვენშია"

"ვირუსი [ლათ. virus შხამი] - ესაა ინფექციურ დაავადებათა გამომწვევი უწვრილესი მიკროორგანიზმი, რომელიც ძლივს ჩანს, ან სულ არ ჩანს მიკროსკოპში". ასეა ახსნილი ვირუსის რაობა უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში.

ლექცია გალიაში
ლექცია გალიაში

დავით ბარბაქაძემ გერმანულ რომანტიზმზე თბილისის ზოოპარკის ვოლიერში ისაუბრა

ვოლიერი, როგორც წესი, ცხოველებისთვისაა განკუთვნილი, 14 აპრილს კი თბილისის ზოოპარკის ერთ-ერთ გალიაში, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისა და მწერლის დავით ბარბაქაძის ხილვაც იყო შესაძლებელი. სწორედ ამ დღეს და სწორედ აქ ბატონმა დავითმა გერმანულ რომანტიზმზე ჩაატარა ლექცია. პერფომანსის ხილვა და მოსმენა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იყო შესაძლებელი. ბუნებრივია, არატრადიციული სტილი და არაორდინალურ გარემოში ჩატარებული ლექცია დამთვალიერებელთა ყურადღებასა და გაოცებას იწვევდა. ბევრი მათგანი გულიანად იცინოდა კიდეც გალიაში მსხდომი სტუდენტებისა და ლექტორისა დანახვაზე.

ქართული წიგნის კუთხეები საზღვარგარეთ და  ხიდი ევროპისკენ
ქართული წიგნის კუთხეები საზღვარგარეთ და ხიდი ევროპისკენ

შეძლებს თუ არა ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისული მკითხველი ორი კურდღლის ერთად დაჭერას?

გიორგი კეკელიძე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი წლის მანძილზე, რაც ეროვნულ ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს, უამრავი პროექტის განხორციელება მოასწრო (როგორიცაა, დიგიტალიზაცია, ტელე-გადაცემები, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა თემატური კუთხეების გახსნა, ელექტრონული განვითარების საბიბლიოთეკო სინდიკატი, რომელმაც გააერთიანა რეგიონული ბიბლიოთეკები და ა.შ. ), მაინც თვლის რომ განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს, საკუთარ საქმეს ასრულებს მხოლოდ. თავმდაბალი გენერალური დირექტორი ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქმიანობის საფუძველზე „თსუ“-ს ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებულად იქნა დასახელებული და „ცხელი შოკოლადის“ ინფორმაციით, 2012 წლის ადამიანიც გახდა.

საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II ქართული ენის შესახებ
საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II ქართული ენის შესახებ

დღეს მინდა ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ფასეულობებზე, რომელთაც სათუთად უნდა მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება, ეს არის ჩვენი ეროვნება,ეს არის ჩვენი ენა ქართული, ჩვენი კულტურა, ჩვენი ლიტერატურა – პროზა და პოეზია, ჩვენი არქიტექტურა, ქართული ხელოვნება და მრავალი სხვ.

ზვიად სიჭინავა: „ჩვენ კი მოგვაქვს პროექტები უეფადან, მაგრამ სახელმწიფო თუ არ დაგვიდგა გვერდში,  არაფერი გამოვა მაინც“
ზვიად სიჭინავა: „ჩვენ კი მოგვაქვს პროექტები უეფადან, მაგრამ სახელმწიფო თუ არ დაგვიდგა გვერდში, არაფერი გამოვა მაინც“

გახდება თუ არა საქართველო ევრო 2020-ის მასპინძელი ქვეყანა?

კვე ცნობილია, რომ 2015 წელს უეფას სუპერთასს თბილისი უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებულები მიიღებენ. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველების გამოსავლენად კი სხდომა 2014 წელს გაიმართება.

საგამომცემლო აჟიოტაჟი
საგამომცემლო აჟიოტაჟი

ნებისმიერი ხელისუფალი ხელისუფლებაში მოსვლამდე, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია ხელისუფლებაში მოსვლისთვის და ხალხი ნებისმიერი მსურველის ხელისუფლებაში მოსაყვანად სწორედ რომ სოციალურ პრობლემატიკაზე აკეთებს აქცენტს. პოლიტიკოსი ჰპირდება, ხალხი უსმენს... საუკეთესო, მაპატიეთ და, „მოლაყბეს“ კი ხმასაც აძლევს და დეპუტატის მანდატსაც ჩუქნის.

დასაქმების ფორუმი და იმედი, რომელიც ბოლოს კვდება
დასაქმების ფორუმი და იმედი, რომელიც ბოლოს კვდება

უმუშევრობა რომ ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, ამას ცოტა ხნის წინ საქართველოში დასაქმების სამინისტროს შექმნაც მოწმობს. მართალია, ამ უწყებამ სულ რამდენიმე თვე იარსება, მაგრამ თავად ეს იდეა სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის სიმწვავის აღიარება იყო. ასეც რომ არ იყოს, ამას საზოგადოება საკუთარი და გარშემომყოფთა მაგალითითაც კარგად აცნობიერებს. სწორედ ამიტომ, დასაქმების სააგენტო ეიჩარმა უკვე მეხუთე წელია დასაქმების ფორუმის გამართვა ყოველწლიურ ტრადიციად აქცია. წელს ეს აქცია თბილისსა და ბათუმში დაიგეგმა. თბილისში ფორუმი გუშინ, 12 აპრილს 12.00 საათზე სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა, ხოლო ბათუმში 19 აპრილს, 12.00 სასტუმრო „მეტეხშია“ დაგეგმილი. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მესამე და მეოთხე კურსის და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს, ასევე 2011–2012 წლის კურსდამთავრებულებს. ფორუმში ოფიციალურად 12 უნივერსიტეტი და 35 კომპანიაა ჩართული.

 როგორ განაწილდება 901 მილიონი ლარი
როგორ განაწილდება 901 მილიონი ლარი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2013 წელს, პროექტების განხორციელების მხრივ, 180 000 000 ლარით მეტს დახარჯავს, ვიდრე 2012 წელს დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არაერთხელ გამოსულან იმის ხაზგასმით, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ ვითარდება, ინვესტიციები შემცირდა და ინფრასტრუქტურული პროექტები შეჩერდა. ”საქართველოს ეკონომიკასთან” საუბრისას,დავით ნარმანიაამ მოსაზრებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ სამინისტროს ამ ეტაპზე მხოლოდ 3 პროექტზე აქვს უარი ნათქვამი, აქედან 2 დროებითაა შეჩერებული, სხვა ყველა პროექტი კი შეუფერხებლად, გეგმის მიხედვით ხორციელდება. 2013 წლის იანვარში, მხოლოდ ერთ თვეში, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების მიერ, 30-მდე ტენდერი გამოცხადდა, რომელთა საერთო ღირებულება 35 000 000 ლარია.

დიდგორის ველის რაინდები
დიდგორის ველის რაინდები

"ვემსახურებით უფალს - გულით, მეფეს - გონებით და მამულს - მარჯვენით"

2010 წელს საქართველოში მეფე დავით აღმაშენებლის პერიოდში არსებული ტაძრეული აღდგა. თანამედროვე ქართულ საძმოს ის იდეა აერთიანებს, რაც წინა საუკუნის ტაძრელებს აერთიანებდათ - ქვეყნისა და სამეფო ტახტის სამსახურში დგომა.

"არაპუნქტუალური" ტელევიზიები, "უხმოდ" წარმოთქმული სიტყვები და თურქეთის პრეზიდენტისთვის "გადაბრალებული" ტექნიკური ხარვეზი
"არაპუნქტუალური" ტელევიზიები, "უხმოდ" წარმოთქმული სიტყვები და თურქეთის პრეზიდენტისთვის "გადაბრალებული" ტექნიკური ხარვეზი

ვიცნობდეთ ხალხს, რომელსაც ქვეყნის ბედი ვანდეთ წარსულში და ვანდობთ აწმყოსა და მომავალშიც. "არაპუნქტუალური" ტელევიზიები, "უხმოდ" წარმოთქმული სიტყვები და თურქეთის პრეზიდენტისთვის "გადაბრალებული" ტექნიკური ხარვეზი.

"ჩემი სიზმრები საზვერეებს ჰგავს"...
"ჩემი სიზმრები საზვერეებს ჰგავს"...

უკანასკნელი საგაზეთო ინტერვიუ გოდერძი ჩოხელთან

როცა გოდერძი ჩოხელს ინტერვიუ ვთხოვე, ასე მიპასუხა: ძალიან ცუდად ვარ... დიდი ხანია ჟურნალისტებს აღარ ვხვდები... ან რაღად გინდათ ჩემთან ინტერვიუ?...