სტატიები
HTC One ის რელიზი შეიძლება გადაიდოს
HTC One ის რელიზი შეიძლება გადაიდოს

როგორც ინდუსტრიალური წყაროები გვატყობინებენ, HTC დადგა თავისი ახალი საფლაგმანო Android-სმარტფონ HTC One-ის საწარმოო პრობლემის წინაშე. სულ ახლახანს გაირკვა, რომ HTC-ს რეალურად შეუძლია აწარმოოს თავიდან შეთავაზებული ოდენობის მხოლოდ 20 პროცენტი.

Samsung-ის ხელმძღვანელობის განცხადებით Windows 8 არაფრით სჯობია Windows Vista-ს
Samsung-ის ხელმძღვანელობის განცხადებით Windows 8 არაფრით სჯობია Windows Vista-ს

Windows 8 - ის პოპულარულობა საკმარისად ურთიერთსაწინააღმდეგოა. სულ ახლახანს Samsung-ის მეხსიერების გაყიდვების მიმართულების მხრივ ვიცე - პრეზიდენტმა, დონგსუ ჟანმა (Dongsoo Jun) გადაწყვიტა ცეცხლზე ნავთის დასხმა და თავისი განცხადებით პროგრამული გიგანტის ახალი ოპერატიული სისტემის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამოცოცხლება.

IPHONE 5 – არშემდგარი ევოლუცია?!
IPHONE 5 – არშემდგარი ევოლუცია?!

აშშ-ს უმსხვილესი მობილური ოპერატორი AT-T Inc-იტყობინება, რომ ახლახან წარმოდგენილ iPhone 5-ზე კომპანიამ რეკორდული რაოდენობის, წინასწარი შეკვეთები მიიღო. ახალ სმარტფონზე აბონენტების შეკვეთებმა, დღემდე გამოშვებული iPhone-ის წინა მოდელებზე არსებულ მოთხოვნას გადააჭარბა.

"საოცნებო" კარიერა
"საოცნებო" კარიერა

"დასაქმება ქართულად"

მომბეზრდა უმუშევრობა! ვეძებ სამსახურს! ვეძებ ბიზნეს პარტნიორს! ამგვარ განცხადებებს სხვადასხვა სოციალურ გვერდზე ხშირად შეხვდებით. ამ წინადადებების ავტორები კონკრეტული უწყებების მისამართით უკმაყოფილებას ვერ მალავენ და სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. თუმცა... "არსაიდან ხმა არსით ძახილი"...

შრომის კოდექსი,  რომელმაც უნდა "იმუშაოს"
შრომის კოდექსი, რომელმაც უნდა "იმუშაოს"

უფლებათა გადანაწილების ერთგვარი მცდელობა

ნანა უბრალო გოგოა, რომელსაც უნდა მუშაობის დაწყება. ოპტიმალურ ვარიანტად ის შეარჩევს მოლარის პოზიციას რომელიღაც ჰიპერმარკეტში. მუშაობს დილის 9-დან საღამოს 9 საათამდე, შემდეგ საღამოს 9-დან დილის 9 საათამდე, მესამე დღეს კი ისვენებს. კვირაში ნანა მუშაობს 55 საათს და თვეში იღებს 225 ლარს.

პრემიერის  "ხარვეზის გამოსწორების" და კახა კუკავას "კოჰაბიტაციად" წოდებული ფარსის დასრულების მცდელობები
პრემიერის "ხარვეზის გამოსწორების" და კახა კუკავას "კოჰაბიტაციად" წოდებული ფარსის დასრულების მცდელობები

შუალედური არჩევნებით ლეიბორისტები "კოჰაბიტაციის ჩაშხამებას" გეგმავენ

როგორც ცნობილია, 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ნაძალადევის, ბაღდათისა და სამტრედიის ოლქებში ჩატარდება. პარლამენტში მანდატისათვის ნაძალადევის რაიონში - 11, ბაღდათის ოლქში - 8, ხოლო სამტრედიის ოლქში 5 კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის არიან როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ასევე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები. კანდიდატების უმრავლესობამ აქტიური საარჩევნო კამპანია და მოსახლეობისგან პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება უკვე დაიწყო.

საოკუპაციო რეჟიმის ყველაზე მძიმე დანაშაული
საოკუპაციო რეჟიმის ყველაზე მძიმე დანაშაული

"აფხაზებს აქვთ პრეტენზია, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრობენ მაშინ, როდესაც რუსი მათ ამ ქვეყანაში გადაადგილების საშუალებას არ აძლევს"

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ცუდ დღეშია. თუ ისინი ადრე აფხაზ ე.წ. მესაზღვრეებთან გარიგების გზით ენგურის ადმინისტრაციული საზღვრის გადმოლახვას, სამედიცინო მომსახურების მიღებას, ოჯახის წევრების მონახულებას და ვაჭრობას ახერხებდნენ, დღევანდელი მდგომარეობით მათ ეს შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდული აქვთ. რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა, რომელთაც ჩაანაცვლეს აფხაზი “მესაზღვრეები”, მკაცრი სანქციები და წესები შემოიღეს, რითაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისედაც სტრესულ პირობებში მცხოვრებ მოსახლეობას მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმეს.

საყოველთაო დაზღვევის დაუზღვეველი დეტალები
საყოველთაო დაზღვევის დაუზღვეველი დეტალები

ხარისხის კონტროლი არის ის პრობლემა, რომელზეც ჩვენ გამუდმებით ვსაუბრობთ

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა არასრულყოფილია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაზე ჩატარებული კვლევისას გამოვლინდა ხარვეზები, რომელზეც ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა საუბრობს.

არამომგებიანი სადაზღვევო პროგრამა
არამომგებიანი სადაზღვევო პროგრამა

რატომ არ ეამხანაგება სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიებს და რა რისკებს მოიცავს მიწის დაზღვევა

მიწის მოვლა დღითიდღე ძვირდება. მოსავალი ხშირად არც ამართლებს. დაზღვევით გლეხები ვერ სარგებლობენ. ინფორმაციას ვერ იღებენ და ნდობაც ნაკლები აქვთ.

ნარკოტიკი სახელად - "FB"
ნარკოტიკი სახელად - "FB"

2004 წლის 4 თებერვალი სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდებოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ დღეს ჰარვარდის უნივერსიტეტში მომხდარი მოვლენა არათუ დამაინტერესებდა, არამედ ასეთი მნიშვნელოვანი გახდებოდა ჩემთვის. მარკ ცუკერბერგმა ადამიანების ერთი ქსელის გარშემო გაერთიანება დაიწყო და ამ ქსელს დღეს უკვე ყველასათვის ცნობილი facebook.com უწოდა.

გიორგი რუხაძე: "ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლაა, სადაც იმარჯვებს ის, ვინც  უფრო ეფექტურად ახერხებს ინფორმაციის მიტანას ადრესატამდე"
გიორგი რუხაძე: "ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ბრძოლაა, სადაც იმარჯვებს ის, ვინც უფრო ეფექტურად ახერხებს ინფორმაციის მიტანას ადრესატამდე"

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არსებული რეალური ვითარების აღქმა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ რომ აბსოლუტურად განსხვავებულია, ეს საკამათო თემა ნამდვილად არ გახლავთ. ვერც იმაზე ვიდავებთ, რომ ქვეყნის განსხვავებული იმიჯის შემქმნელი ადრეც და ახლაც ნაციონალური მოძრაობაა. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გარე პიარს ნამდვილად ვერ დავუწუნებთ. საზოგადოება კოალიციას ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურებს თხოვს, თუმცა გარკვეული მცდელობის მიუხედავად, ეს ძველ ხელისუფალთ ჯერ-ჯერობით უკეთ გამოსდით.

სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განსხვავებულად აღიქვამენ. ზოგიერთი ამ ფაქტს ლობისტების გავლენად და შავ პიარად აღიქვამს, ზოგიერთს კი ჰგონია, რომ ეს, უბრალოდ, კომუნიკაციისა და ახლო დიპლომატიური ურთიერთობების უქონლობის შედეგია.

საქართველოს პრეზიდენტმა ოთხ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის განკარგულებებს მოაწერა ხელი
საქართველოს პრეზიდენტმა ოთხ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის განკარგულებებს მოაწერა ხელი

2014 წლის 7 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებებს სამ სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების დანიშვნის შესახებ.

"მხეცის ნიშანი"
"მხეცის ნიშანი"

ტოტალური კონტროლის იარაღი და ჩიპიანი პასპორტების თემა საქართველოში

ჩიპები, ელექტრონული ბარათები და სხეულში ჩასადგამი იმპლანტ "ვერიჩიპები" მთელ მსოფლიოში აქტუალური თემაა. არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, გარკვეული საფრთხეები, არაერთგვაროვანი აღქმადობა, ბევრს ამ "ჩიპების" შიში აქვს, ნაწილი კი მას საფრთხედ არ თვლის...

"ქართული კომპანიის შესვლა რუსულ ბაზარზე არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე"
"ქართული კომპანიის შესვლა რუსულ ბაზარზე არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე"

პირველი ნაბიჯი რუსეთის ბაზრისკენ

რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ახალი მთავრობის უპირობოდ გადასაჭრელ "იდეაფიქსად" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე იქცა, თუმცა პოლიტიკურ ოპონენტებში, რომლებმაც ახალი ხედვა დასავლური კურსიდან გადახვევის მცდელობად აღიქვეს, ამას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანის აუცილებლობის მეტ-ნაკლებად აღიარების მიუხედავად, ურთიერთობა ოკუპანტებთან მაინც დაუშვებლად მიიჩნია უმრავლესობამ. "გამკრიტიკებლეთა რაზმიდან" ახლა აღარავინ სვამს კითხვას, თუ როგორ აღმოჩნდა ახალი ხელისუფლების მმართველ ძალად გამოცხადებამდე საქართველოს თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთის მფლობელობაში, თუმცა... აღსანიშნავია, რომ მანამდე ამ საკითხის მრავალჯერადად გაჟღერების მიუხედავად, ღიად დატოვებული კითხვები პასუხების მოლოდინის რეჟიმშია ახლაც.

საქართველო მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაში
საქართველო მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაში

მსოფლიოს უდიდეს ნაწილში მოსახლეობის სწრაფი ზრდის პრობლემა დგას, საქართველო კი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა. უკანასკნელი საუკუნე-ნახევრის მანძილზე, პლანეტის მოსახლეობა უსწრაფესი ტემპით გაიზარდა. თუ 1850 წელს დედამიწაზე 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, 1930 წელს რაოდენობამ 2 მილიარდს მიაღწია. პლანეტის მოსახლეობის ზრდა შემდგომ ათწლეულებში კიდევ უფრო დაჩქარდა. 1930 წლიდან 1975 წლამდე დედამიწის მოსახლეობა კიდევ გაორმაგდა და 4 მილიარდს მიაღწია.

"ტყავის ბურთის  ჯადოქარი"
"ტყავის ბურთის ჯადოქარი"

რატომ ფიქრობდა თვითმკვლელობაზე მსოფლიოს სუკეთესო გარემარბი

ყველას კარგად მოგვეხსენება ერთ დროს საამაყო ქართული ფეხბურთის ისტორიის დეტალები და აღმასვლის კრახით დასრულებული მრავალწლოვანი მცდელობა, თუმცა... სულაც არ ვაპირებთ იმ "გულისამაჩუყებელი" საუბრების ციკლის გაგრძელებას, რომლის შინაარსიც ერთ მთავარ აზრს არ სცდებოდა არასდროს, - მუდამ გვახსენებდა, თუ როგორი წარმატებულები ვიყავით წარსულში და როგორ გაგვიჭირდა ძველი დიდების დაბრუნება დღეს. ჩვენთვის მთავარი ქართული ფეხბურთის წარსულ დიდებაზე "ტირილი" კი არა, მისი ისტორიის შემქნელების ხსოვნის შენარჩუნებაა. ეს სწორედ ის ხალხია, ვინც ყველაფერი გააკეთა საქართველოში ამ სპორტის ნომერ პირველი სახეობის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის. სწორედ მათ მაგალითზე უნდა აღიზარდნონ შემდგომი თაობები და მათი შემართებით იბრძოლონ არა წარსული დიდების დასაბრუნებლად, არამედ მომავალი, კიდევ უფრო წარმატებული ადგილის დასამკვიდრებლად საერთაშორისო ასპარეზზე.

მიტინგი სულისკვეთების გარეშე
მიტინგი სულისკვეთების გარეშე

ამ სათაურით ვრცელ სტატიას ინტერნეტ-პორტალი „ეხო კავკაზა“ აქვეყნებს. ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევა დვანში ქართველი ჟურნალისტების მიერ მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ მოწყობილ აქციას აშუქებს. რეპორტაჟს დვანიდან უცვლელად გთავაზობთ.

"შიშველი" მწერლის "ნაპოეტარი" - რატომ მოსწონდა "გვამებთან ურთიერთობა" მიხეილ დიაკონიძეს
"შიშველი" მწერლის "ნაპოეტარი" - რატომ მოსწონდა "გვამებთან ურთიერთობა" მიხეილ დიაკონიძეს

რატომ მოსწონდა "გვამებთან ურთიერთობა" მიხეილ დიაკონიძეს

"უკვე წლებია, ასე შიშველი დააბიჯებს დედამიწაზე"... არც სვამს (ყოველ შემთხვევაში, ბევრს), არც ეწევა და ყვავილებსაც ჩუქნის ხანდახან გოგონებს... სტანდარტული, ტრადიციული ქართველი ყმაწვილის არაფერი სცხია, თუმცა მკვეთრად გამოკვეთილი ქართული ინტერესები ტრადიციულ ცხოვრებისეულ კრედოს უქმნიან მაინც.

სისხლის გაღება სასარგებლოა!!!
სისხლის გაღება სასარგებლოა!!!

რატომაა აუცილებელი უანგარო დონორობის დამკვიდრება საქართველოში

საკითხი, რომელსაც ახლა უნდა შევეხო, საქართველოში ძალიან პრობლემატურია და ჩემი სამედიცინო პრაქტიკის პერიოდშიც არაერთხელ გამხდარა სერიოზული "ნერვიულობის" მიზეზი.

ქალი და მამაკაცი - ექსპერიმენტები და გაურკვევლობისთვის გამეტებული ურთიერთობები
ქალი და მამაკაცი - ექსპერიმენტები და გაურკვევლობისთვის გამეტებული ურთიერთობები

ექსპერიმენტები და გაურკვევლობისთვის გამეტებული ურთიერთობები

ადამიანის რაობა, უპირველეს ყოვლისა, ყოფითი სარგებლიანობით განისაზღვრება, რაც თავისთავად შეიცავს დამატებითი კომპონენტების შერჩევით დაშვებულობას, ერთმანეთთან ურთიერთქმედების გაწერილ მექანიზმებს, ინსტიქტური თუ გააზრებული ქცევის გარკვეულ ფაქტორებს, რომელიც, თავის მხრივ, კაცობრიობის მრავალმხრივი განვითარების საფუძველს წარმოადგენს. ყველაფრის განმსაზღვრელი კი ადამიანის გონებაა, რომელიც კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში იქნება მეცნიერების კვლევის, დაკვირვების და ექსპერიმენტის საგანი.