პოლიტიკა
აგვისტოს საომარი მოქმედებების შემსწავლელი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა
აგვისტოს საომარი მოქმედებების შემსწავლელი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილებით, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში, სავარაუდოდ, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შემსწავლელი 8 კაციანი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.

ბიძინა ივანიშვილი:  „ვისაც ეკონომიკა ესმის,  მან იცის, რომ 7 თვეში ეკონომიკურ აღორძინებაზე საუბარი  არარეალურია“
ბიძინა ივანიშვილი: „ვისაც ეკონომიკა ესმის, მან იცის, რომ 7 თვეში ეკონომიკურ აღორძინებაზე საუბარი არარეალურია“

„ვისაც ეკონომიკა ესმის, მან იცის, რომ 7 თვეში ეკონომიკურ აღორძინებაზე საუბარი არარეალური, შეუძლებელი და გამორიცხულია , სათქმელად და საკრიტიკოდ კი - ადვილი".

ბიძინა ივანიშვილი : სამჯერ გავაიაფებთ მშენებლობას და სამჯერ ეფექტური იქნება ყველა ის შენობა, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ
ბიძინა ივანიშვილი : სამჯერ გავაიაფებთ მშენებლობას და სამჯერ ეფექტური იქნება ყველა ის შენობა, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ

რაც შეეხება ინფრასტურქტურულ მშენებლობებს, გაცილებით მეტი გაკეთდება, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა. წლის მეორე ნახევარი იქნება უფრო ეფექტური, რადგან ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაზაფხულიდან იწყებს ძირითად სამუშაოებს: გზების დაგებას, ხიდების მშენებლობას და ა.შ. რაც გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე და საერთო ზრდა იქნება ძალიან დიდი,“-განაცხადა პრემიერმა.

ეკონომიკური ზრდა წინა ხელისუფლების პირობებში იყო  ხელოვნური
ეკონომიკური ზრდა წინა ხელისუფლების პირობებში იყო ხელოვნური

,,ის, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, იყო ხელოვნური, რამეთუ იმ მეთოდებით მართვა ეკონომიკისა, როგორც ისინი აკეთებდნენ, წინააღმდეგობაში მოდის ყველანაირ განვითარებასთან“,- განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

ევროპის სახლში "ევროპის დღეების" დახურვის ცერემონიალი გაიმართება
ევროპის სახლში "ევროპის დღეების" დახურვის ცერემონიალი გაიმართება

ხვალ, 14 მაისს, 15:00 საათზე, ევროპის სახლში გაიმართება საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის პროექტის „ევროპის დღეები“ დახურვის ცერემონიალი. ღონისძიებას დაესწრება ეკა სეფაშვილი, მინისტრის მრჩეველი ევროინტეგრაციის საკითხებში.

"ნაციონალების" საპრეზიდენტო კანდიდატი ცნობილია
"ნაციონალების" საპრეზიდენტო კანდიდატი ცნობილია

"ნაციონალურ მოძრაობაში" საპრეზიდენტო კანდიდატად - უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს განიხილავენ.
როგორც "ივერონს" უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა კულუარულ საუბარში განუცხადა, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, პარტიაში პრაიმერი ჩატარდება.

ანონსი:საჯარო დისკუსია
ანონსი:საჯარო დისკუსია

ანონსი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით, 15 მაისს, ქ. გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16:00 საათზე, რეგიონულ პრობლემებზე საჯარო დისკუსია გაიმართება.

ირაკლი წერეთელი ლგბტ პირთა აქციის საწინააღმდეგო შეკრების გამართვის ინიციატივით გამოდის
ირაკლი წერეთელი ლგბტ პირთა აქციის საწინააღმდეგო შეკრების გამართვის ინიციატივით გამოდის

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი ირაკლი წერეთელი 16 მაისს ლგბტ პირთა აქციის საწინააღმდეგო შეკრების გამართვის ინიციატივით გამოდის.

უსუფაშვილი: ამ ეტაპზე უშიშროებისა და შს სამინისტროების გამიჯვნა ვერ მოხდება
უსუფაშვილი: ამ ეტაპზე უშიშროებისა და შს სამინისტროების გამიჯვნა ვერ მოხდება

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების გამიჯვნა ვერ მოხდება.

ნათელაშვილი ოპოზიციას მის სასარგებლოდ საპრეზიდენტო კანდიდატების მოხსნისკენ მოუწოდებს
ნათელაშვილი ოპოზიციას მის სასარგებლოდ საპრეზიდენტო კანდიდატების მოხსნისკენ მოუწოდებს

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერიშალვა ნათელაშვილიქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს, მის სასარგებლოდ მოხსნან საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა და ლეიბორისტული პარტიის კანდიდატს დაუჭირონ მხარი.

როგორც ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს ოპოზიცური პარტიები უნდა გაერთიანდნენ და საერთო წინააღმდეგობრივი მოძრაობით არ დაუშვან ივანიშვილ-სააკაშვილის კოჰაბიტაციის ნაყოფისგიორგი მარგველაშვილისგაპრეზიდენტება. მისი თქმით, მარგველაშვილის არჩევა ივანიშვილ-სააკაშვილის უკვდავების უზრუნველყოფა იქნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ივანიშვილმა შს მინისტრის მოადგილე გაწირა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ივანიშვილმა შს მინისტრის მოადგილე გაწირა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრო ბარნოვის შეფასებით, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე გაწირა. როგორც ბარნოვი ამბობს, ხვედელიძის დაკავებით ივანიშვილი შეეცადა დანარჩენი ორი პირის, მისი მრჩევლისა და მთავარი პროკურორის მოადგილის, დანაშაულის დაფარვას.

სააკაშვილი ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ
სააკაშვილი ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება შეადარა მოვლენას, როცა რომის იმპერატორმა კალიგულამ თავისი ცხენი სენატორად წარადგინა;

"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს დედაქალაქის მერობას შესთავაზებს
"ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს დედაქალაქის მერობას შესთავაზებს

"კოალიცია "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილს დედაქალაქის მერობას შესთავაზებს.

პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის დეკლარირებული ქონება
პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის დეკლარირებული ქონება

კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი, 2012 წლის 17 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, 3 მიწის ნაკვეთის, საცხოვრებელი სახლის და ბინის მფლობელია. დეკლარაციის მიხედვით არც მარგველაშვილს და არც მისი ოჯახის წევრებს ავტომობილი არ ჰყავთ.

ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი პირველი მოადგილე დააკავა
ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი პირველი მოადგილე დააკავა

ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში გავრცელების ბრალდებით დაკავებულია შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე.

არასამთავრობოებმა პრეზიდენტს ფოთი დაატოვებინეს
არასამთავრობოებმა პრეზიდენტს ფოთი დაატოვებინეს

დღეს ფოთში ”აია სოფიას” გახსნას საქართველოს პატრიარქთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო. პრეზიდენტის ტაძარში მისვლა გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა მიქაიამ და არასამთავრობო ორგანიზაციის “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერმა ლალი ანთიამ თავიანთი პროტესტი ხმამაღლა გამოხატეს და საქართველოს პრეზიდენტს მკვლელი უწოდეს.

14 მაისს ქალაქ ქუთაისში რეგიონალურ პრობლემებზე საჯარო დისკუსია გაიმართება
14 მაისს ქალაქ ქუთაისში რეგიონალურ პრობლემებზე საჯარო დისკუსია გაიმართება

ანონსი

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის ორგანიზებით, 14 მაისს, ქ. ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 17:00 საათზე, გაიმართება საჯარო დისკუსია რეგიონალურ პრობლემებზე!
დასწრება თავისუფალია!

მიხეილ სააკაშვილი: "გული მერევა ჭორვილის იდეაზე"
მიხეილ სააკაშვილი: "გული მერევა ჭორვილის იდეაზე"

ეს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრეზიდენტის სტუდენტებთან შეხვედრის დროსაა გადაღებული, ტელეკომპანია "იმედს" სტუდენტებმა მიაწოდეს. ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი ე.წ "ჭორვილის იდეაზე" საუბრობს. მისი თქმით, გულისამრევია, როცა ადამიანებს აჩვევენ "წამოწოლას და პირების გაღებას".

სოსო ცისკარიშვილი: პრემიერ-მინისტრმა გუნდში უკეთესი ამ თანამდებობისთვის ვერ მოიძია
სოსო ცისკარიშვილი: პრემიერ-მინისტრმა გუნდში უკეთესი ამ თანამდებობისთვის ვერ მოიძია

"თავისთავად ბატონი მარგველაშვილი გახლავთ მაღალი ღირსებების მქონე მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა, წარმეტებული ახალგაზრდა. რასაკვირველია მას ძალუძს წარმოაჩინოს სახელმწიფოს სახე ღირსეულად. თავისთავად ფაქტი მისი და არა სხვისი დასახელებისა "ქართული ოცნების" კანდიდატად მიგვანიშნებს იმაზე, რომ უკეთესი პრემიერ-მინისტრმა თავის გუნდში ამ თანამდებობისთვის ვერ მოიძია. ხოლო არის თუ არა ბატონი მარგველაშვილი საუკეთესო კანდიდატი ამ თანამდებობაზე, ამას გადაწყვეტს არა რომელიმე პოლიტიკური ძალა, არამედ საქართველოს მოსახლეობა. დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დღეს მოხდა არამხოლოდ დასახელება არამედ პრაქტიკულად გზის დალოცვა ახალი პრეზიდენტისთვის",- განუცხადა "თაიმერს" ცისკარიშვილმა.