სამართალი
შსს-მ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1948 წელს დაბადებული ჯემალ მ. არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.
ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში მოტყუებით შეიყვანა მცირეწლოვანი მეზობელი, 2009 წელს დაბადებული ნინო ჩ. და მის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

ზაზა ხატიაშვილი ულტიმატუმს აყენებს
ზაზა ხატიაშვილი ულტიმატუმს აყენებს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ ვეტო დადებულ - "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს" შენიშვნების გათვალისწინების გარეშე მიიღებს, ადვოკატები უპრეცედენტო საპროტესტო აქციას დაიწყებენ.
როგორც ჟურნალისტებს ხატიაშვილმა განუცხადა, სამართლიანი სასამართლო მხარეთა თანასწორობის გარეშე ვერ იქნება.

შსს-მ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
შსს-მ განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობისთვის 2011 წლიდან ძებნილი საბა კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2011 წლის 29 იანვარს წყალტუბოში, კოლხეთის ქუჩაზე 1986 წელს დაბადებულ გიორგი ჯიმშელეიშვილს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიების შედეგად სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული შაჰინ ემრე ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა
შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა სასტუმრო „ზიგანა“-ს მენეჯერი, 1971 წელს დაბადებული შორენა ხ, ხოლო ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სასტუმრო „იაკამუზა“-ს დროებითი მფლობელი, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1964 წელს დაბადებული ანაჰიდ ა. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს.

თეა წულუკიანი კოტე კუბლაშვილს მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგის შეცვლისკენ მოუწოდებს
თეა წულუკიანი კოტე კუბლაშვილს მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგის შეცვლისკენ მოუწოდებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგის შეცვლისკენ მოუწოდებს.

ხატიაშვილი: ციხეებში პატიმართა წამებაში მონაწილე პირები მსჯავრდებულებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ
ხატიაშვილი: ციხეებში პატიმართა წამებაში მონაწილე პირები მსჯავრდებულებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატი კახაბერ მუმლაძე დღეს პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ და გამომძიებელი მერაბ ანჯაფარიძისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების დასჯას მოითხოვენ.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, მსჯავრდებულმა შალვა ლილუაშვილმა მას წერილით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ 1 მაისს მსჯავრდებულთან შევიდა ყოფილი გამომძიებელი მერაბ ანჯაფარიძე, რომელმაც 2010 წლის 30 აპრილს დაასრულა მსჯავრდებულ შალვა ლილუაშვილის საქმის გამოძიება და სასამართლოს გადასცა განსახილველად.

ზუგდიდელი პატიმრების ახლობლები უყურადღებობის შემთხვევაში საჯაროდ თავის დაწვას არ გამორიცხავენ
ზუგდიდელი პატიმრების ახლობლები უყურადღებობის შემთხვევაში საჯაროდ თავის დაწვას არ გამორიცხავენ

ქუთაისის მეორე ციხეში მყოფი ზუგდიდელი პატიმრების ახლობლები ქუთაისში პროტესტს დროებით წყვეტენ. პატიმრების ნათესავები, დაკავებულების ზუგდიდში გადაყვანასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან პასუხს ელოდებიან.

"დასანანია, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს ის ადამიანი, რომელიც დღეს მეთაურობს, მაგრამ ეს დროებითია"
"დასანანია, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს ის ადამიანი, რომელიც დღეს მეთაურობს, მაგრამ ეს დროებითია"

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დასანანია, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს ის ადამიანი, რომელიც დღეს მეთაურობს, მაგრამ ეს დროებითია.

შსს უკანონო ფარული მოსმენების არქივის განადგურებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს ან ხვალ მიიღებს
შსს უკანონო ფარული მოსმენების არქივის განადგურებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს ან ხვალ მიიღებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონო ფარული მოსმენების არქივის განადგურებასთან დაკავშირებით საბოლოო კომენტარს დღეს ან ხვალ გააკეთებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

"რეფორმები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, ევროპასთან დაახლოების გასაღებია"
"რეფორმები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, ევროპასთან დაახლოების გასაღებია"

შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "რეფორმები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს, ევროპასთან დაახლოების საკითხში მთავარი გასაღებია”.

თენგიზ გუნავა პროკურატურაში დაიბარეს
თენგიზ გუნავა პროკურატურაში დაიბარეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს მოწმის სახით სამართალდამცველები კვლავ იბარებენ. თენგიზ გუნავა ამჯერად სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატრაში გოჩა ეხვაიას ცემის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიბარეს.

გამომცემლები განათლების მინისტრის წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ
გამომცემლები განათლების მინისტრის წინააღმდეგ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ

გამომცემლებს სამართლებრივ დახმარებას საკონსტიტუციო სასამართლოში საქმისწარმოებისას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) გაუწევს. საქართველოში არსებული 7 გამომცემლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების იმ დებულებების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართავს, რომლის საფუძველზეც გამომცემლობების ხელმძღვანელების განცხადებით, "განათლებისა და მეცნიერების სამინიტრომ მათ მფლობელობაში არსებული საავტორო უფლებები მიითვისა".

ზაზა ხატიაშვილი: „პოლიციამ ძმები, ლაშა და გიორგი სოზაშვილები აწამა“
ზაზა ხატიაშვილი: „პოლიციამ ძმები, ლაშა და გიორგი სოზაშვილები აწამა“

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მმართველ გუნდს უპირისპირდება. ზაზა ხატიაშვილი ძალოვანი სტრუქტურის ორი მაღალჩინოსნის ირაკლი ღარიბაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის დაპატიმრებას ითხოვს.

"ირაკლი ღარიბაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი ციხეში უნდა ისხდნენ! ეს ორი ადამიანი სამოქალაქო საზოგადოების მტერია და ისინი ქვეყანას იმაზე უარესს მდგომარეობაში აგდებენ, ვიდრე ადეიშვილ-მერაბიშვილის დროს იყო!

შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა
შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ორი პირი: 1996 წელს დაბადებული პავლე ბ. და 1988 წელს დაბადებული ზურაბ კ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა "წითელი ხიდის" უფროსი ოფიცერი ავთანდილ ჯინჭარაძე დააკავეს
სამართალდამცველებმა "წითელი ხიდის" უფროსი ოფიცერი ავთანდილ ჯინჭარაძე დააკავეს

ამართალდამცველებმა "წითელი ხიდის" უფროსი ოფიცერი ავთანდილ ჯინჭარაძე დააკავეს. როგორც "პირWელს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული უწყების თანამშრომლებმა შემოსავლების სამსახურთან ერთად, ამავე სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ "წითელი ხიდის" უფროსი ოფიცერი ავთანდილ ჯინჭარაძე დააკავეს.

საფრანგეთის პოლიციამ კრიმინალური საქმიანობისთვის 40-ზე მეტი ქართველი დააკავა
საფრანგეთის პოლიციამ კრიმინალური საქმიანობისთვის 40-ზე მეტი ქართველი დააკავა

საფრანგეთში ქართულ მაფიასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.ოლიციამ კრიმინალური საქმიანობისთვის 40-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

შსს–მ ინტერპოლის მიერ ძებნილი მოქალაქე დააკავა
შსს–მ ინტერპოლის მიერ ძებნილი მოქალაქე დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გერმანიისა და საფრანგეთის ინტერპოლის მიერ ძებნილი 1963 წელს დაბადებული თურქეთისა და სირიის მოქალაქე მაკი მოჰამედი დააკავა.

რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია
რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია

შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის, შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ "ცხელი ხაზის" მეშვეობით მოლაპარაკებების შედეგად, დღეს საქართველოს 2 მოქალაქე გათავისუფლდა.