სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო

შსს–ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიული–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1953 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე სუსანა კ. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ათენში ინტერპოლის მიერ ძებნილი დავით ჩხიტუნიძე დააკავეს
ათენში ინტერპოლის მიერ ძებნილი დავით ჩხიტუნიძე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს საბერძნეთში, ათენის აეროპორტში საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი 1974 წელს დაბადებული დავით ჩხიტუნიძე დააკავეს. იგი თურქეთის რესპუბლიკაში ცდილობდა გაქცევას.

შსს–მ აჭარაში ტრეფიკინგის 4 ფაქტი გამოავლინა
შსს–მ აჭარაში ტრეფიკინგის 4 ფაქტი გამოავლინა

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული უზბეკეთის მოქალაქე ნარგიზბეგიმ რახმანოვას მიერ აჭარაში ჩადენილი ტრეფიკინგის 4 ფაქტი გამოავლინეს. მას აღნიშნულ დანაშაულზე ბრალი დაუსწრებლად უკვე წაუყენეს.

შსს-მ მკვლელობა მომხდარიდან ერთ საათში გახსნა
შსს-მ მკვლელობა მომხდარიდან ერთ საათში გახსნა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის და ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული რეზო ე. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

რუმინეთში ბარბაროსებს ასამართლებენ
რუმინეთში ბარბაროსებს ასამართლებენ

რუმინეთში გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო. 6 ეჭვმიტანილს ბრალად ჰოლანდიის ხელოვნების მუზეუმიდან ფერწერული შედევრების მოპარვა ედება. ტილოები როტერდამის მუზეუმიდან გასული წლის ოქტომბერში გაუჩინარდა.

სამართალდამცველებმა  დაკარგული თეონა ჩარგაზია იპოვეს
სამართალდამცველებმა დაკარგული თეონა ჩარგაზია იპოვეს

ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად, ზუგდიდში მცხოვრები, 24 წლის თეონა ჩარგაზია იპოვეს.

ბაჩო ახალაიას მიერ 7 თანამშრომლის წამების ეპიზოდზე ბოლო სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
ბაჩო ახალაიას მიერ 7 თანამშრომლის წამების ეპიზოდზე ბოლო სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

შსს-ს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საქმზე მორიგი სასამართლო სხდომა დღესაა ჩანიშნული. შსს-ს 7 თანამშრომლის წამების ეპიზოდზე განაჩენი, შესაძლოა, მოსამართლემ დღესვე გამოაცხადოს.

შსს-მ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ერთი პირი დააკავა
შსს-მ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ერთი პირი დააკავა

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული გიორგი ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

შსს-მ „პრივატბანკი“-ს დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა
შსს-მ „პრივატბანკი“-ს დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა

შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული სეიფ ს, 1985 წელს დაბადებული რამინ ო. და 1984 წელს დაბადებული რაის კ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს
ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

ყაზახეთის ქალაქ ატირაუში 62 წლის საქართველოს მოქალქე მძიმედ დაჭრეს . ჭრილობა თავდასხმელმა საქართველოს მოქალაქეს დანით მიაყენა.

ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-მ დაჭრის ფაქტი გახსნა
შსს-მ დაჭრის ფაქტი გახსნა

თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული ალექსანდრე ზ. განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს-მ შესაწირი ყუთიდან ფულის მოპარვაში ბრალდებული პირი დააკავა
შსს-მ შესაწირი ყუთიდან ფულის მოპარვაში ბრალდებული პირი დააკავა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული აკაკი ფ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შსს ვაკის რაიონის გამგეობის გაქურდვის ფაქტზე ეჭვმიტანილს ეძებს
შსს ვაკის რაიონის გამგეობის გაქურდვის ფაქტზე ეჭვმიტანილს ეძებს

შსს-ს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 აგვისტოს ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილის და მისი თანაშემწის ოთახიდან მოპარული ნივთები: პერსონალური კომპიუტერი და ფოტოაპარატი ამოიღეს. ცნობილია ეჭვმიტანილის ვინაობაც.

შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
შსს-ში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

გუშინ, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა.

სასჯელაღსრულების #17-ე დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა
სასჯელაღსრულების #17-ე დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

სამწუხარო ცნობა გაავრცელა სასჯელაღსრულების სამინისტრომ: სასჯელაღსრულების #17-ე დაწესებულებაში, 1967 წელს დაბადებული მსჯავრდებული თ. კ. მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა.

სოზარ სუბარი: ,,კორტავას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ მაქსიმუმი გააკეთა"
სოზარ სუბარი: ,,კორტავას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ მაქსიმუმი გააკეთა"

სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი გეგუთის მე-14 დაწესებულებაში ინციდენტის შედეგად დაღუპული მსჯავრდებულის ლევან კორტავას საქმეს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ,,გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ მაქსიმუმი გააკეთა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პირი პასუხისგებაშია მიცემული".

დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო - შსს 7 თვის სტატისტიკას აქვეყნებს
დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო - შსს 7 თვის სტატისტიკას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები ქვეყნის მასშტაბით კრიმინოგენულ მდგომარეობას ასახავს. სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 4126 ერთეულით იკლო, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაორმაგებულია და 53,3%-ს შეადგენს.

ეკა ბესელია სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს
ეკა ბესელია სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს

ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტზე დასკვნას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. კომიტეტი საქმის მონიტორინგს პარალელურ რეჟიმში ახორციელებდა.

სიძე ცოლისძმას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი ბლაგვი საგანი თავის არეში ჩაარტყა
სიძე ცოლისძმას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი ბლაგვი საგანი თავის არეში ჩაარტყა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ბესიკ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.