სამართალი
რუსთავში მამაკაცმა გულის არეში ახალგაზრდა ქალი დაჭრა
რუსთავში მამაკაცმა გულის არეში ახალგაზრდა ქალი დაჭრა

რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცმა გულმკერდის არეში დანით ქალბატონი დაჭრა. დაჭრილი მეგობრობის გამზირზე მდებარე სუპერმარკეტის თანამშრომელი იყო. დანაშაულში ეჭვმიტანილი პატრულის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

14 წლის მოზარდს, რომელმაც 112-ში 50-მდე ცრუ ზარი განახორციელა, სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა
14 წლის მოზარდს, რომელმაც 112-ში 50-მდე ცრუ ზარი განახორციელა, სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა

14 წლის მოზარდს, რომელმაც 112-ში 50-მდე ცრუ ზარი განახორციელა, სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.



საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ "112"-ში მოზარდთა მხრიდან აღნიშნული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა.

გედევან ფოფხაძე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაწყვეტილების მისაღებად 30 დღიან ვადას ოპტიმალურად მიიჩნევს
გედევან ფოფხაძე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაწყვეტილების მისაღებად 30 დღიან ვადას ოპტიმალურად მიიჩნევს

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

ქვემო ბარღების გამგებელმა ადგილობრივი დაჭრა
ქვემო ბარღების გამგებელმა ადგილობრივი დაჭრა

ქვემო ბარღების გამგებელმა ადგილობრივი ბეჟან ლემონჯავა დაჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას სამეგრელოს რეგიონული საინფორმაციო პორტალი "სმო.გე" ავრცელებს.

7-დან 12 მაისის ჩათვლით პერიოდში 230 პირობით მსჯავრდებულია ამნისტირებული
7-დან 12 მაისის ჩათვლით პერიოდში 230 პირობით მსჯავრდებულია ამნისტირებული

"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, 2013 წლის 7-დან 12 მაისის ჩათვლით პერიოდში პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფი 230 პირობით მსჯავრდებულია ამნისტირებული.

სოზარ სუბარი: პატიმართა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა
სოზარ სუბარი: პატიმართა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა

როდესაც საქართველოში პატიმართა რაოდენობამ პიკს მიაღწია, ქვეყანაში 24 500 პატიმარი იყო, დღეს პატიმართა რაოდენობა 10 000-ზე ცოტა მეტია. ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.მინისტრმა იმ "მძიმე მემკვიდრეობაზეც" ისაუბრა, რომელიც ახალ ხელისუფლებას პენიტენციალურ სისტემაში დახვდა.

ქურდული მენტალიტეტის პირთა წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა
ქურდული მენტალიტეტის პირთა წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა

შსს-მ მარტვილში ე.წ. ქურდული მენტალიტეტის მქონე პირთა წინააღმდეგ დღეს სპეცოპერაცია ჩაატარა და რამდენიმე პირი აიყვანა.

„აიფონ +“ -ის ხელმძღვანელი პირები საბაჟო წესების დარღვევისათვის დააკავეს
„აიფონ +“ -ის ხელმძღვანელი პირები საბაჟო წესების დარღვევისათვის დააკავეს

აიფონ +“ -ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მამუკა მარღიშვილი, მენეჯერი ვლადიმერ ძურძუკი და მისი თანაშემწე, მიხეილ პავლიაშვილი,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, შპს დააკავეს.

საია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს
საია საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს

გვსურს გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 10 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ შეფასებას. კერძოდ,მედია საშუალებებით გავრცელებულ აუდიოჩანაწერშიპრეზიდენტი აცხადებს შემდეგს: „ის, რომ ხალხს ქუჩაში ხოცავდნენ, იმავე სერიიდანაა, მე რომ ძუძუებს ვაჭამდი. სად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში ჩემი მთავრობის დროს? 37 რჩეული ვაჟკაცი მოგვიკლესო - ვინ რჩეული ვაჟკაცი, ვაზაგაშვილი? ვაზაგაშვილს ჰქონდა ორი ავტომატი და მიდიოდა სხვების დასახოცად“. ინტერნეტსივრცეში ასევე გავრცელდა ერთ-ერთი სტუდენტის ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელმაც პრეზიდენტთან შეხვედრის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ინტერვიუში სტუდენტი აცხადებს, რომ მან დარბაზი დატოვა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა „ის ახალგაზრდები, რომლებიც შეიწირა რეჟიმმა კვლავ მოიხსენია მკვლელებად, კერძოდ-ვაზაგაშვილი, აფრასიძეები“.

წყლის მოსაკრებლის მხოლოდ „ნაბეღლავისა“ და „ბორჯომისთვის“ გაზრდას ბიზნეს-ომბუდსმენი დისკრიმინაციად აფასებს
წყლის მოსაკრებლის მხოლოდ „ნაბეღლავისა“ და „ბორჯომისთვის“ გაზრდას ბიზნეს-ომბუდსმენი დისკრიმინაციად აფასებს

ბიზნეს-ომბუდსმენი მზადაა, წყლის მოსაკრებლის საკითხში „ნაბეღლავისა“ და „ბორჯომის“ ინტერესები დაიცვას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა მიმდინარეობს. სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ციალა ნიკოლაძის განზრახ მკვლელობისა და ელგუჯა ნიკოლაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულ ვაჟა ა. საქმეზე.

ბაიკერები შს მინისტრს ღია წერილით მიმართავენ
ბაიკერები შს მინისტრს ღია წერილით მიმართავენ

ბაიკერები შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავენ და აცხადებენ, რომ 28 აპრილს მოტომოყვარულთა უპრეცენდენტო მასობრივი გაჩერება, საჯარიმო სანქციებისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება არასამართლიანი იყო.

სამართალდამცველებმა  3,864 გრ „ბუპრენორფინი“  და 0,1166 გრ  „კოკაინი“ ამოიღეს
სამართალდამცველებმა 3,864 გრ „ბუპრენორფინი“ და 0,1166 გრ „კოკაინი“ ამოიღეს

თბილისის მთავარი სამმართველოს დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ალექსანდრე შ. ნარკოდანაშაულისთვის ცოტნე დადიანის ქუჩაზე, საქართველოს ფოსტის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ გიდეონ საარს შეხვდა. ასევე გაიმართა შეხვედრა ისრაელის კონტრტერორისტული ბიუროს ხელმძღვანელ ეითან ბენ-დევიდთან, სადაც ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთთანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ბაჩო ახალაიამ და მისმა ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს
ბაჩო ახალაიამ და მისმა ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს

ბაჩო ახალაიას, გიგი კალანდაძის და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლოზე ახალაიას ადვოკატებმა მოსამართლე გიორგი დარახველიძის აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ახალაიამ მოსამართლის აცილება მიკერძოებულობის მოტივით მოითხოვა. მოსამართლე გიორგი დარახველიძემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

6 მაისის მდგომარეობით, საპატირმოებიდან სულ 10114 ბრალდებული/მსჯავრდებული განთავისუფლდა
6 მაისის მდგომარეობით, საპატირმოებიდან სულ 10114 ბრალდებული/მსჯავრდებული განთავისუფლდა

6 მაისის მდგომარეობით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები სულ 8625-მა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დატოვა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 408 მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება - 5, №3 დაწესებულება - 4, №5 დაწესებულება - 399) და 25-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№8 დაწესებულება - 6, №11 დაწესებულება - 12, №17 დაწესებულება - 6, №18 დაწესებულება - 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.

სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერება შემოჰქონდათ
სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერება შემოჰქონდათ

სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში ნარკოტიკული საშუალებები შემოჰქონდათ. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 6 მაისს, დაახლოებით 21:15 საათზე, სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე გ.ა. ერთობლივად შეაჩერეს.

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება ეფექტურად აწარმოოს
ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება ეფექტურად აწარმოოს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება ეფექტურად აწარმოოს.

"ყოველი ჩვენგანი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ჩვენი გული ბოროტი სულის ტაძარი არ გახდეს"
"ყოველი ჩვენგანი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ჩვენი გული ბოროტი სულის ტაძარი არ გახდეს"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილსის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, "ყოველი ჩვენგანი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ჩვენი გული ბოროტი სულის ტაძარი არ გახდეს".