სიახლეები
სააკაშვილი იუშენკოს მასპინძლობს
სააკაშვილი იუშენკოს მასპინძლობს

საქართველოს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო ესტუმრა. უკრაინელ მეგობარსდა და უმცროსი ვაჟის, ნიკოლოზის ნათლია პრეზიდენტი სააკაშვილი ყვარელში მასპინძლობს.

ქალიშვილის დღე
ქალიშვილის დღე

პაკისტანელმა იმამებმა უპრეცედენტო ინიციატივა წამოაყენეს. მათი მოწოდებით, ქვეყანაში ქალიშვილის დღე უნდა ჩატარდეს, ეგიდით „ჩემი ქალიშვილი ჩემთვის ბედნიერებაა და არა წყევლა.“

როსპოტრებნადზორის ექსპერტებს ქართული ღვინო მოეწონათ
როსპოტრებნადზორის ექსპერტებს ქართული ღვინო მოეწონათ

როსპოტრებნადზორის სპეციალისტები მოსკოვში ბრუნდებიან. საქართველოდან გამგზავრებამდე მედიისთვის პირველი კომენტარი რუსეთის სანიტარული სამსახურთან არსებული ალკოჰოლური და პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ვალერი კატუკოვმა გააკეთა.

მეთიუ ბრაიზა: „საქართველოს ახალმა მთავრობამ პოზიციები დაიზიანა“
მეთიუ ბრაიზა: „საქართველოს ახალმა მთავრობამ პოზიციები დაიზიანა“

“საქართველოს მთავრობამ მმართველობის დასაწყისში საკუთარი პოზიციები დააზიანა, როცა შექმნა პოლიტიკური დაპატიმრებების შთაბეჭდილება.” ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.

პერტაია: "2014 წელს, შესაძლოა, ინვესტიციების ბუმი მივიღოთ"
პერტაია: "2014 წელს, შესაძლოა, ინვესტიციების ბუმი მივიღოთ"

მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა, - ამის შესახებ "ექსპო ჯორჯიაში" ბიზნესის განვითარების საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა გიორგი პერტაიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, თუკი ქვეყანაში პოლიტიკური რყევები გაივლის და არჩევნები სტაბილურ გარემოში ჩატარდება, მომავალი წლის მეორე კვარტალში აღნიშნული კუთხით კიდევ უფრო უკეთეს ციფრებს ელოდებიან.

ვანო მერაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს კოტე ბერიძის გარდაცვალების გამო
ვანო მერაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს კოტე ბერიძის გარდაცვალების გამო

ვანო მერაბიშვილი კონსტანტინე ბერიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა. ის სამძიმრის წერილს "ფეისბუქის" საშუალებით ავრცელებს.

"19 სექტემბერს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება საქართველოს უახლეს ისტორიაში, საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის წევრი კონსტანტინე ბერიძე. კოტე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად 80-იანი წლების ბოლოს ჩაერთო, როდესაც ჯერეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი იყო, ხოლო 1992 წელს გახდა პარლამენტის წევრი ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან. 2003 წლიდან იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არის.

IV ქვეით ბრიგადაში სერჟანტთა სამეთაურო მომზადების კურსი დასრულდა
IV ქვეით ბრიგადაში სერჟანტთა სამეთაურო მომზადების კურსი დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეით ბრიგადაში სერჟანტთა სამეთაურო მომზადების კურსი დასრულდა. ვაზიანის ბაზაზე სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფების ბრიგადის, ბატალიონების და ცაკლეული ასეულების სერჟანტები მონაწილეობდნენ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული პროდუქტები ამოიღო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული პროდუქტები ამოიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიიდან ვადაგასული პროდუქტი ამოიღო. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგის შედეგად , მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ი/მ "ლალი გორგაძის" სასურსათო მაღაზიაში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

უმრავლესობამ საკონსტიტუციო კვორუმის შემცირების საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა
უმრავლესობამ საკონსტიტუციო კვორუმის შემცირების საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში კონსტიტუციის გადახედვისთვის საჭირო კვორუმის სამი-მეოთხედიდან ორ-მესამედამდე შემცირების საკითხი კვლავ არ არის შესული.

პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების მხოლოდ იმ პროექტის პირველი მოსმენით კენჭისყრაზე გატანა არის დაგეგმილი, რომელიც კონსტიტუციის 2010 წლის მო­დელ­ში (რომელიც ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე ამოქმედდება) იმ ნორ­მას აუქ­მებს, რომ­ლის თა­ნახ­მად, მთავ­რო­ბას უფ­ლე­ბა აქვს, პარ­ლა­მენტს კა­ნონ­პ­რო­ექ­ტი შეს­თა­ვა­ზოსდა მას მთავ­რო­ბის­თ­ვის ნდო­ბის გა­მოცხა­დე­ბის სა­კითხი და­ურ­თოს. კონსტიტუციის თანახმად, თუ პარ­ლა­მენ­ტი ამ კა­ნონს არ მი­ი­ღებს, მთავ­რო­ბის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბის გა­მოცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რა ავ­ტო­მა­ტუ­რად და­იწყე­ბა. ხო­ლო, იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ პარ­ლა­მენ­ტი მთავ­რო­ბის­თ­ვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­საცხა­დებ­ლად საკ­მა­რის ხმებს ვერ მო­აგ­რო­ვებს, კა­ნო­ნი პარ­ლა­მენ­ტის დამ­ტ­კი­ცე­ბის გა­რე­შე ამოქ­მედ­დე­ბა. ამ­ჟა­მად მომ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი აღ­ნიშ­ნუ­ლი დე­ბუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

5 პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
5 პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური პატიები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც ხელს ახალი მემარჯვენეები; დემოკრატიული მოძრაობა; თავისუფალი საქართველო; ქართული დასი და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა აწერენ, განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

ბაჩო ახალაია: "პროკურატურას ჩემი პასუხების ეშინია"
ბაჩო ახალაია: "პროკურატურას ჩემი პასუხების ეშინია"

"მინდა ხელისუფლებამ კარგად იცოდეს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი მე არაფერს დამაკლებს", -ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია facebook-ის ვებგვერდზე წერს.

ახალაიას განცხადებას sazogadoeba.ge უცვლელად გთავაზობთ

უფასო სამედიცინო გამოკვლევები მოსწავლეებისთვის
უფასო სამედიცინო გამოკვლევები მოსწავლეებისთვის

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით "ჩემი ოჯახის კლინიკა" 21 სექტემბერს მოსწავლეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებს.

ბრიტანეთის ციხეებში მოწევა აიკრძალება
ბრიტანეთის ციხეებში მოწევა აიკრძალება

ინგლისისა და უელსის ციხეებში შესაძლოა მოწევა აკრძალონ. საცდელი ღონისძიების სახით სასჯელთაღსრულების დაწესებულებებში თამბაქოს გამოყენება სავარაუდოდ მომავალ წელს აიკრძალება.

კვესიტაძე და პაიჭაძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ
კვესიტაძე და პაიჭაძე რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თამჯდომარე ემზარ გოგუაძე, ჟურნალისტები ეკა კვესიტაძე და დავით პაიჭაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა კვესიტაძისა და პაიჭაძის გადაცემების დახურვა იყო.
ემზარ გოგუაძის განცხადებით, უცნაურია ის, რომ სამეურვეო საბჭოს საქმიანობაში ჩარევის მცდელობები არსებობს.

ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე რამდენიმე პიროვნება დააკავეს
ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე რამდენიმე პიროვნება დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, მოქალაქეები ვენერა გოგავა, ნარგიზა ბესელია, დარეჯან გეგეშიძე, დალი ჯებისაშვილი და ირაკლი სვანიძე დააკავეს.

თბილისში "ლიბერთი ბანკის" ახალი ფილიალი გაიხსნა
თბილისში "ლიბერთი ბანკის" ახალი ფილიალი გაიხსნა

"ლიბერთი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, სანდრო რთველაძემ თბილისში, ფალიაშვილის ქ. #38-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვის ცენტრი გახსნა. "ლიბერთი ბანკის" ინფორმაციით, ბანკი ფილიალებისა და სერვის ცენტრების ქსელის მოდერნიზებასა და გაფართოებას განაგრძობს.

დავით ნარმანია ბიზნესნეს სექტორის წარმომადგენლებს შხვდა
დავით ნარმანია ბიზნესნეს სექტორის წარმომადგენლებს შხვდა

დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია უწყების კერძო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შედგებისა და სამომავლო გეგმების წარდგენა. ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ბიზნეს ომბუდსმენი ესწრებიან. ასევე, გაიმართება კონკურსი მწვანე ბიზნესის პრეზენტაცია, რომლის ჩატარება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით იგეგმება.

სპეცოპერაცია მურმანსკში
სპეცოპერაცია მურმანსკში

რუსულმა სპეცსამსახურებმა საერთაშორისო ეკოლოგიური ორგანიზაცია „გრინფისის“ ყინულმჭრელი გემი დააკავეს.

კვირიკაშვილი: „საქართველოს ეკონომიკა იზრდება“
კვირიკაშვილი: „საქართველოს ეკონომიკა იზრდება“

„საქართველოს ეკონომიკა იზრდება.„ ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.