სიახლეები
ბიძინა ივანიშვილი: "მე არ ვარ უჭკუო"
ბიძინა ივანიშვილი: "მე არ ვარ უჭკუო"

რაში დაეხმარა გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილს

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამი-ოთხი ბიზნესმენისგან სახელმწიფო საკუთრების დაბრუნებაში გია ხუხაშვილი დაეხმარა, - ამის შესახებ ივანიშვილმა "გურია ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. პრემიერი გადაჭარბებულად მიიჩნევს განცხადებებს, თითქოს მას "ვიღაც ჭკუას ასწავლის". "მე არ ვარ თვითონ უჭკუო. საკმაოდ კარგი ორგანიზატორი ვარ და თვითონ ვახერხებ ყველაფერს. ყველას თავისი ადგილი აქვს ჩემს გუნდში", - აღნიშნა ივანიშვილმა

„ძვირფასო მიშა, ძალიან მალე გამოჯანმრთელდები“, - რასმუსენის წერილი სააკაშვილს
„ძვირფასო მიშა, ძალიან მალე გამოჯანმრთელდები“, - რასმუსენის წერილი სააკაშვილს

მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“ გამოქვეყნდა წერილი, რომელიც პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნისაგან ანდერს ფოგ რასმუსენისაგან მიიღო. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ბიძინა ივანიშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მშობლიურ მხარეში შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მშობლიურ მხარეში შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მშობლიურ მხარეში შეხვდა. სააღდგომო ლიტურგიას ბიძინა ივანიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაესწრო და სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს ბრწყინვალე დღესასწაული ტაძრიდან მიულოცა.

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება ეფექტურად აწარმოოს
ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება ეფექტურად აწარმოოს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება ეფექტურად აწარმოოს.

ისრაელი სირიის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმას ადასტურებს
ისრაელი სირიის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმას ადასტურებს

დღეს, ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებმა სირიის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რათა ლიბანის მოძრაობა "ჰიზბოლასთვის" რაკეტების მიწოდება არ დაეშვა.
ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, სამხედრო ტვირთი ქიმიურ იარაღს არ შეიცავდა.

სააკაშვილმა მეუფე კალისტრატეს ბერად აღკვეცის სურვილი გაუმჟღავნა
სააკაშვილმა მეუფე კალისტრატეს ბერად აღკვეცის სურვილი გაუმჟღავნა

“პრაიმერს” ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესთან დაახლოებულმა წყარომ კონფიდენციალურად შეატყობინა, რომ ამ დღეებში მიხეილ სააკაშვილმა მეუფეს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ბერად აღკვეცის სურვილი გაანდო.

საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 4 პირი დღეს ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდება
საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 4 პირი დღეს ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდება

დღეს, 4 მაის, მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე დაკავებული 4 პირი დღის ბოლომდე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდება. როგორც "ნეტგაზეთს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166–3 მუხლით დააკავეს, რომელიც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს.

პირად ცხოვრებაში ჩარევის საწინააღმდეგო აქციაზე ინციდენტი მოხდა
პირად ცხოვრებაში ჩარევის საწინააღმდეგო აქციაზე ინციდენტი მოხდა

პარლამენტის შენობასთან პირად ცხოვრებაში ჩარევის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. პროტესტი "ობიექტივის" ჟურნალისტ გიორგი ფარესაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში 3 მაისს გავრცელებულ ვიდეომასალას უკავშირდება. აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა. პარლამენტის წინ გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერით: "გაანადგურეთ კადრები", "შეწყვიტეთ თვალთვალი", "სექსის უფლება აქვს ყველას, ფარული გადაღების არავის".

„პირთა პირადი ცხოვრების უფლების შელახვა მაქსიმალურად უნდა იქნას თავიდან  აცილებული“
„პირთა პირადი ცხოვრების უფლების შელახვა მაქსიმალურად უნდა იქნას თავიდან აცილებული“

„2013 წლის 3 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა. კადრები გამოქვეყნებულ იქნა ღიად და იძლეოდა პირთა იდენტიფიცირების საშუალებას."

"შრომის ახალი კოდექსი, რომელზეც ხელისუფლება მუშაობს, "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსია"
"შრომის ახალი კოდექსი, რომელზეც ხელისუფლება მუშაობს, "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსია"

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, შრომის ახალი კოდექსი, რომელზეც ხელისუფლება მუშაობს, "ქართული ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსია".

ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ბრალდებებს არჩილ კბილაშვილი "თავისუფალი აზრის გამოხატვად" მიიჩნევს
ლაშა ნაცვლიშვილის მიმართ ბრალდებებს არჩილ კბილაშვილი "თავისუფალი აზრის გამოხატვად" მიიჩნევს

"მე ამ ჟურნალისტის განცხადებას გუშინ, გვიან ღამით გავეცანი. თვითონ ვიდეომასალა არ მინახავს, თუმცა ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მასთან დაკავშირებით გამოძიებას ახორციელებს და პროცესი წარიმართება ისე, როგორც დადგენილია. რაც შეეხება ჩემს მოადგილეს, შემიძლია ვთქვა, რომ ლაშა ნაცვლიშვილი ძალიან წარმატებულად მუშაობს, დიდ თანადგომას გვიწევს, მას აქვს დიდი გამოცდილება და საუკეთესო რჩევებს გვაძლევს. ასე რომ, მისი საპროკურორო საქმიანობა შემიძლია მხოლოდ დადებითად შევაფასო. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, რომლის შესახებაც ამ განცხადებაში მოვისმინე და სხვა დროსაც სხვათა გამონათქვამები მსმენია, ჯერჯერობით ეს არის მხოლოდ გამოხატული აზრი, მტკიცებულების და არგუმენტის გარეშე. სწორედ ამიტომ მას სხვა შეფასებას ჯერჯერობით ვერ მივცემთ, გარდა ისეთი შეფასებისა, რომ ეს არის აზრის გამოხატვის თავისუფლების სფეროში გაკეთებული განცხადება", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5, 6 მაისს, 08.00-19.00 საათამდე, სასაფლაოებზე გასვლის მსურველებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5, 6 მაისს, 08.00-19.00 საათამდე, სასაფლაოებზე გასვლის მსურველებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუხათგვერდისა და ვაშლიჯვარის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები გავლენ მეტროსადგურ "დიდუბის" ზედა გამოსასვლელიდან; "სადგურის მოედნიდან" და "მარჯანიშვილიდან" - კუკიის სასაფლაოს მიმართულებით; "დელისიდან" - საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით; "სარაჯიშვილიდან" - "თბილისის ზღვის" სასაფლაოს მიმართულებით და ჭიჭინაძის ქუჩადან - "ველის" სასაფლაოს მიმართულებით, შუამთის ქუჩიდან და მეტროსადგურ "ვარკეთილიდან" - ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით.

სტიმულს მარტვილი იძლევა
სტიმულს მარტვილი იძლევა

ფეხბურთი მარტვილში ბოლო დროს გულიანი ყურადღებითაა გარემოსილი, ამოსავალი კი ბავშვთა ფეხბურთია. ეს აშკარად იკვეთება ისეთ პრიორიტეტებში, როგორიცაა მწვრთნელთა განათლება, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და მასობრივი ფეხბურთის განვითარება. შემუშავებულია საგანგებო პროექტი, რომლის პრეზენტაციას ამ დღეებში რეგიონში სტუმრად მყოფი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრო. პრეზენტაცია ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში გაიმართა, პროექტი კი ამავე სკოლის დირექტორმა ჯესი სურმავამ წარადგინა.

ივანიშვილი მინისტრებს ჩამოიცილებს
ივანიშვილი მინისტრებს ჩამოიცილებს

„დარწმუნებული ვარ,რომ ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანებას საზღვარი არ აქვს. არის რამდენიმე მინისტრი,რომელიც მაღალი პროდუქტიულობით არ გამოირჩევა. ივანიშვილი აუცილებლად ჩამოიცილებს ასეთ მინისტრს,რომელიც მაქსიმალურად სწორად არ მართავს საკუთარ უწყებას. აუცილებელი არ არის უწყებაში გადაცდომა იყოს.ივანიშვილს პსრეტენზიები აქვს სისტემის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით“-აცხადებს გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში მამუკა არეშიძე.

მუნიციპალური განვითარების ფონდი გიგი უგულავას პასუხობს
მუნიციპალური განვითარების ფონდი გიგი უგულავას პასუხობს

მუნიციპალური განვითარების ფონდი გიგი უგულავას პასუხობს და მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

"ახალი შრომის კანონი არა როზა ლუქსემბურგის, არამედ "ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსია"
"ახალი შრომის კანონი არა როზა ლუქსემბურგის, არამედ "ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსია"

იუსტიციის სამინისტროში ახალ შრომის კოდექსთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერის, გიორგი მარგველაშვილის რადიკალური დამოკიდებულება უკვირთ. გიორგი მარგველაშვილმა ახალ შრომის კანონს როზა ლუქსემბურგის საოცნებო შრომის კოდექსი უწოდა.

6 მაისს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში “თბილისის სამიტი 2014“ გაიმართება
6 მაისს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში “თბილისის სამიტი 2014“ გაიმართება

გიორგი მარგველაშვილი თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს პირადად უმასპინძლებს.

"ყოველი ჩვენგანი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ჩვენი გული ბოროტი სულის ტაძარი არ გახდეს"
"ყოველი ჩვენგანი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ჩვენი გული ბოროტი სულის ტაძარი არ გახდეს"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილსის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, "ყოველი ჩვენგანი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ჩვენი გული ბოროტი სულის ტაძარი არ გახდეს".

პრემიერ-მინისტრი  კომპანია Standard & Poors-ის მისიის წევრებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი კომპანია Standard & Poors-ის მისიის წევრებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანა ელენკოვიჩს და ტრევორ კულინანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები განიხილეს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტა მთლიანად ეკონომიკურ აღმავლობაზეა დამოკიდებული და ამდენად, ახალი ხელისუფლების ძალისხმევა თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნისკენ არის მიმართული