სიახლეები
გადავარჩინოთ  მუცო !
გადავარჩინოთ მუცო !

საზოგადოებრივ ქსელებში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა, რომელსაც sazogadoeba.ge-ც უერთდება. გთხოვთ, თვენც გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ტექსტს და შესაბამისი სურვილის შემთხვევაში, ჩაეწეროთ ხელმომწერთა სიაში

შალვა ნათელაშვილი: ,,ივანიშვილი და სააკაშვილი არჩევნების მასობრივად გაყალბებას აპირებენ"
შალვა ნათელაშვილი: ,,ივანიშვილი და სააკაშვილი არჩევნების მასობრივად გაყალბებას აპირებენ"

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

ალასანია: ,,მეამაყება, რომ ჯარის რეიტინგმა საგრძნობლად აიწია და საზოგადოება ამხელა ნდობას გვიცხადებს"
ალასანია: ,,მეამაყება, რომ ჯარის რეიტინგმა საგრძნობლად აიწია და საზოგადოება ამხელა ნდობას გვიცხადებს"

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანია NDI-ს კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის შეფასებისას, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ლიდერობს.

საქალაქო სასამართლოში ორი სასულიერო პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ორი სასულიერო პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში შეკრებილები არიან სასულიერო პირების მხარდამჭერები, ასევე მათი მრევლის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ მღვდელები უდანაშაულოები არიან. მათ მხარდასაჭერად მისული მრევლის ნაწილი სასამართლო დარბაზში ვერ მოხვდა, მანდატურებმა ამის მიზეზად ადგილების არასაკმარის რაოდენობას ასახლებენ, რის გამოც მანდატურებთან მღვდლების მხარდამჭერებს შელაპარაკება მოუვიდათ ისინი პროცესზე დასწრებას მოითხოვენ, თუმცა ეს არ ხერხდება და მათი ნაწილი სასამართლო დარბაზის გარეთ იმყოფება.

 „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ წარმატებით მიმდინარეობს
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ წარმატებით მიმდინარეობს


,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ მეორე კომპონენტში, რომელიც მოიცავს 5 წლამდე შეღავათიან აგროკრედიტს 5000 ლარიდან 100 000 ლარამდე - არაუმეტეს 8%-ისა, უკვე დაფინანსდა 1,476 ფერმერი ჯამური თანხით 28,954,071 ლარის ოდენობით. აღნიშნულ კომპონენტში გაიცა სესხი მეცხოველეობაზე, მემცენარეობაზე, მეთვზეობაზე, მეფრინველეობაზე, მეფუტკრეობაზე და შერეულ მეურნეობებზე, ასევე სათბურებისა და სარწყავ სისტემების მოწყობაზე.

სავაჭრო სახლ "საბაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მოთხოვნებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სავაჭრო სახლ "საბაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მოთხოვნებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სავაჭრო სახლ "საბაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა მოთხოვნებთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ განმარტავს: საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, პირადად ფინანსთა მინისტრმა დაზარალებულებს შეხვედრისას არაერთხელ სთხოვა არ მოეხდინათ საკითხის პოლიტიზირება, მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რადგან აღნიშნული პრობლემის მოგვარების ერთადერთი სწორი გზა არის მხოლოდ სამართლებრივი პროცედურების დაცვა.ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის არც ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა და არც ზარალის ოდენობის განსაზღვრა - აღნიშნული მხოლოდ გამოძიების კომპეტენციაა, რომელმაც უნდა დაადგინოს ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ზარალის ანაზღაურებაზე.

ირაკლი ალასანია - ,,ოლიმპიადამ მაქსიმალურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში უნდა ჩაიაროს"
ირაკლი ალასანია - ,,ოლიმპიადამ მაქსიმალურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში უნდა ჩაიაროს"

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა ითანამშრომლოს რეგიონის ქვეყნებთან და მათ შორის რუსეთთან, რათა სოჭის ოლიმპიადამ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს.

სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციაზე მუშაობა უცხოელ ექსპერტებთან ერთად გრძელდება
სისხლის სამართლის კოდექსის ლიბერალიზაციაზე მუშაობა უცხოელ ექსპერტებთან ერთად გრძელდება

დღეს, 15 ივლისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „სასჯელთა სახეები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის გადასინჯვის ფარგლებში".უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ იურისტებს ამ და სხვა საკითხებთან მიმართებაში ევროპული მიდგომები გააცნეს, კონფერენციაზე ისაუბრეს სასჯელის შესაბამისობაზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან სისხლის სამართალში, სასჯელის გადავადებისა და დანაშაულის გაქარწყლების პროცედურებზე.

კულტურის მინისტრი ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს ეწვია
კულტურის მინისტრი ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმს ეწვია

დაგეგმილია ლანჩხუთის ცენტრალური ბიბლიოთეკის მონახულება და შეხვედრის გამართვა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ასევე კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

თენგიზ გუნავა: ,,ვერ აგვაღებინებენ ხელს და ვერ გვათქმევინებენ უარს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე"
თენგიზ გუნავა: ,,ვერ აგვაღებინებენ ხელს და ვერ გვათქმევინებენ უარს ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე"

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული თენგიზ გუნავა განცხადებას ავრცელებს, შეგახსენებთ, გუნავა ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

ყვარლის რეაბილიტაცია დასრულდა
ყვარლის რეაბილიტაცია დასრულდა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში ქ. ყვარელში ქუჩების გარე განათების, მიწისქვეშა კომუნიკაციების, გამწვანება-კეთილმოწყობისა და ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია დაასრულა. სამივე პროექტის მიმდინარე სამუშაოების დროს ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.

მსჯელობა "რედისონში" ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაზე
მსჯელობა "რედისონში" ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაზე

ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე მსჯელობენ დილიდან სასტუმრო რედისონში საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.

NDI -ს კვლევა: ივანიშვილის რეიტინგი მცირდება
NDI -ს კვლევა: ივანიშვილის რეიტინგი მცირდება

NDI-ის კვლევის თანახმად, პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოწონების მაჩვენებლი 75%-დან 69%-მდე შემცირდა. NDI-ის კვლევის თანახმად, მოწონების მაჩვენებლით პირველ ადგილზე კვლავ საქართველოს პატრიარქია და იგი გამოკითხულთა 92%-ს მოსწონს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ცესკო–ს თავმჯდომარეს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ცესკო–ს თავმჯდომარეს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ცესკო–ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

7 თვიანი პაუზის შემდეგ  ჟურნალ „ცისკრის“   საიუბილეო ნომერი გამოვიდა
7 თვიანი პაუზის შემდეგ ჟურნალ „ცისკრის“ საიუბილეო ნომერი გამოვიდა

“პატარა ერებისთვის მწერლობა არის მისი თვითმყოფადობის გადარჩენის სიმბოლო. ჟურნალი „ცისკარი“ დაარსების დღიდანვე ქართული ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებას ემსახურება. ის არამატერიალური ძეგლია და მისთვის „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის“ სტატუსის მინიჭების შესახებ საკითხს კულტურის სამინისტრო უახლოეს პერიოდში განიხილავს,“- აცხადებს sazogadoeba. Ge - სთან საუბარში „ცისკრის“ მთავარი რედაქტორი, ბაღათერ არაბული.

ახალი გარემოებები გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში
ახალი გარემოებები გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში

გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა, რომელსაც სამსახურეობრივი ურთიერთობა ჰქონდა თენგიზ გუნავასთან, მეგის ქარდავასთან, კოხტა კოდუასთან და იყო მათი ნდობით აღჭურვილი პირი. ახალი გარემოები დღეს ჟურნალისტებს გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ გააცნო.

მთავარი პროკურორი სასულიერო პირების სასამართლო პროცესს ეხმაურება
მთავარი პროკურორი სასულიერო პირების სასამართლო პროცესს ეხმაურება

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი17 მაისის აქციის მონაწილე ორი სასულიერო პირის სასამართლო პროცესს ეხმაურება. მისი თქმით, თუ პირმა შესაძლო დანაშაული ჩაიდინა, ის უნდა გასამართლდეს, არ აქვს მნიშვნელობა სასულიერო პირია, თუ საერო.

 ჩაქვში სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს
ჩაქვში სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური ასოციაციის ორგანიზებით ჩაქვში სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს. II პოლიპროფილური კონფერენცია სახელწოდებით: „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“ სასტუმრო „ოაზისში“ გუშინ გაიხსნა.ხვალ, 16 ივლისსმონაწილეები ხარისხიანი სამედიცინო განათლების საკითხებს საქართველოს განათლების სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ.

 მეუფე იაკობი: "ღმერთს ომს როგორ მოუგებთ?"
მეუფე იაკობი: "ღმერთს ომს როგორ მოუგებთ?"

"ქართველებს აბუჩად ასაგდებს ნუ ხდით, უცხოელები ვერ უნდა ბედავდნენ ჩვენზე რაღაცეების ლაპარაკს, - ეს ღირსების შეურაცხყოფაა. ეს ერის ღირსების შეურაცხყოფაა. ომის მოგება, რომელიღაც ქვეყნისთვის არ შეგიძლიათ და ღმერთს ომს როგორ მოუგებთ, ან გონიერება გეყოფათ? საქართველოში რელიგიური შუღლი არ ყოფილა და ნუ გამოგყავთ ჩვენი ქვეყანა ასე. თქვენ ხომ მხოლოდ 17 მაისების მოწყობა შეგიძლიათ“, - განაცხადა მეუფემ.