სიახლეები
ოკუპაციის მუზეუმში ფოტო გამოფენა  „2008 წლის აგვისტოს ომი“ მოეწყო
ოკუპაციის მუზეუმში ფოტო გამოფენა „2008 წლის აგვისტოს ომი“ მოეწყო

საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო გამოფენა მოეწყო. გამოფენა სახელწოდებით „2008 წლის აგვისტოს ომი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გახსნა.

გიორგი დევდარიანი: ,,ვეცდებით პატარა სიხარული მივანიჭოთ გულშემატკივარს"
გიორგი დევდარიანი: ,,ვეცდებით პატარა სიხარული მივანიჭოთ გულშემატკივარს"

დღეს, “მიხეილ მესხზე” ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება გორის “დილასა” და სპლიტის “ჰაიდუკს” შორის. გუშინ, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართეს.

 მინისტრებმა პარლამენტის უმრავლესობას ანგარიში ჩააბარეს
მინისტრებმა პარლამენტის უმრავლესობას ანგარიში ჩააბარეს

7 აგვისტოს საქართველოს პარლამენტში მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და პარლამენტის უმრავლესობას შორის შეხვედრა შედგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე ანგარიშით წარსდგნენ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მიხეილ სააკაშვილი გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით ,,ფეისბუქში" განცხადებას აქვეყნებს
მიხეილ სააკაშვილი გუშინდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით ,,ფეისბუქში" განცხადებას აქვეყნებს

მათ გასაგონად, ვისაც ჩემი გუშინდელი ინტერვიუს მოსმენის შემდეგ (სადაც ვსაუბრობდი ჩემს მცდელობებზე თავიდან აგვეცილებინა ქვეყნის ომით განადგურება) ცდუნება გაუჩნდათ ეჭვქვეშ დაეყენებინათ ევროატლანტიკური იდეალებისა და დასავლეთთან ურთიერთობის მიმართ ჩემი ერთგულება, მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის, მით უმეტეს - პრეზიდენტის საქმიანობა მის მიერ წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკით ჯამდება. პრეზიდენტ შევარდნაძის მუდმივი ყოყმანისა და უმისამართო დრეიფის შემდეგ ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ნიშნული არის ის ჩანაწერი, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს ოფიციალურ დოკუმენტებში გაჩნდა: „საქართველო გახდება ნატოს წევრი“. ვარდების რევოლუციამდე ასეთ ჩანაწერზე ვარაუდის გამოთქმაც კი დასაცინი გახდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულად უკრაინისა და საქართველოს გარდა არცერთ ნატოს კანდიდატ ქვეყანას არ მიუღია წინასწარ ამ ჩანაწერის მსგავსი სიძლიერის მყარი გარიანტია.

თეიმურაზ მურვანიძე სააკაშვილს  სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებაში სდებს ბრალს
თეიმურაზ მურვანიძე სააკაშვილს სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებაში სდებს ბრალს

პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე თეიმურაზ მურვანიძე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ "რუსთავი 2"-სთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება. მისი თქმით, მსგავსი განცხადებები სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებაა, რაც სამხედრო შეიარაღების შეძენა-განახლებისთვის ხელისშემშლელია.

რუსეთის საპატრიარქომ აფხაზებს ავტოკეფალიის საკითხის განხილვაზე უარი უთხრა
რუსეთის საპატრიარქომ აფხაზებს ავტოკეფალიის საკითხის განხილვაზე უარი უთხრა

რუსეთის საპატრიარქომ აფხაზებს ავტოკეფალიის საკითხის განხილვაზე უარი უთხრა. ამის შესახებ საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო
მიხეილ სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

9 აგვისტოს წყნეთში Kärcher Road Show გაიმართება
9 აგვისტოს წყნეთში Kärcher Road Show გაიმართება

2013 წლის 9 აგვისტოს დაბა წყნეთში, 17:00 დან 20:00 მდე, ე.წ. "წყნეთის პარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე, დასუფთავება-დალაგების მსოფლიო ლიდერი მწარმოებლის Kärcher-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში -შპს “ეკოლაინი“ ჩაატარებს ღონისძიებას სახელწოდებით - Kärcher Road Show.

გენერალი კალანდაძე: ,,რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღვრილმა სისხლმა უქმად არ უნდა ჩაიაროს"
გენერალი კალანდაძე: ,,რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღვრილმა სისხლმა უქმად არ უნდა ჩაიაროს"

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა გიგი კალანდაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღვრილმა სისხლმა უქმად არ უნდა ჩაიაროს.

იუსტიციის სამინისტროსთან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა
იუსტიციის სამინისტროსთან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია შეიქმნა

„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ორგანული კანონი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი საქართველოს ,,ახალ სამხედრო აგრესიას" არ გამორიცხავს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი საქართველოს ,,ახალ სამხედრო აგრესიას" არ გამორიცხავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი საქართველოს მხრიდან ახალ სამხედრო ოპერაციას არ გამორიცხავს. მისი თქმით, "სამხრეთ ოსეთი საქართველოს მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის შემთხვევისთვის მზად უნდა იყოს".

სასჯელაღსრულების #17-ე დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა
სასჯელაღსრულების #17-ე დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა

სამწუხარო ცნობა გაავრცელა სასჯელაღსრულების სამინისტრომ: სასჯელაღსრულების #17-ე დაწესებულებაში, 1967 წელს დაბადებული მსჯავრდებული თ. კ. მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა.

სააკაშვილი: ,,2008 წელს ჩვენ არჩევანი გვქონდა ცუდსა და უარესს შორის"
სააკაშვილი: ,,2008 წელს ჩვენ არჩევანი გვქონდა ცუდსა და უარესს შორის"

"რუსთავი 2"-თან გუშინდელ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე - "თუ არის ისეთი რამ, რასაც შეცდომად მიიჩნევს და დღეს სხვანაირად მოიქცეოდა" - სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რომ ისეთ ვითარებაში არ აღმოჩენილიყო, რომ "უიმედო ომში" ქართველი ჯარისკაცების საომრად გაგზავნა დაჭირვებოდა. მისი თქმით,2008 წელს ჩვენ არჩევანი გვქონდა ცუდსა და უარესს შორის.

"ველოდები, რას მოიფიქრებს ახალს ხელისუფლების “პიარ-გენიოსი” კოკა ყანდიაშვილი"
"ველოდები, რას მოიფიქრებს ახალს ხელისუფლების “პიარ-გენიოსი” კოკა ყანდიაშვილი"

მე 9 წელი ვიბრძოდი და შენ 9 წელი ბუჩქებში იჯექი. ხან კუბაში და ხან უკრაინაში. მე რაც მებადა, ყველაფერი გავყიდე და ამ ბრძოლას შევწირე. მიტინგებზე დიდი დიღმიდან ფეხით დავდიოდი, ტირილით… შენ კი, ბუჩქებიდან პროფესორობდი.

სააკაშვილი: ,,რუსეთს საქართველოში ,,მეხუთე კოლონა" ჰყავს
სააკაშვილი: ,,რუსეთს საქართველოში ,,მეხუთე კოლონა" ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "რუსეთს თბილისში მეხუთე კოლონა ჰყავს". ამის შესახებ პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-თან გუშინდელ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა.

ვანო მერაბიშვილი: "ჩვენი ვალია, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომლისთვისაც ამ გმირებმა თავი გაწირეს"
ვანო მერაბიშვილი: "ჩვენი ვალია, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ის საქმე, რომლისთვისაც ამ გმირებმა თავი გაწირეს"

ვანო მერაბიშვილი აგვისტოს ომის 5 წლისთავს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება: "5 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს იმ ტრაგიკული დღეებიდან, როდესაც ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთხელ მოუწია საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ჩაბმა".

FactCheck-ის გუნდი საპარლამენტო სხდომების მონიტორინგს განახორციელებს
FactCheck-ის გუნდი საპარლამენტო სხდომების მონიტორინგს განახორციელებს

პარლამენტში „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ ინოვაციური პროექტის - ვებგვერდის www.factcheck.ge პრეზენტაცია გამართა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას.

დავით უსუფაშვილი: იაფი კრედიტის საკითხი დამწყები ბიზნესისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება
დავით უსუფაშვილი: იაფი კრედიტის საკითხი დამწყები ბიზნესისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას დახურულ ფორმატში შეხვდა.

"მამაჩემი გმირია" - ირაკლი ალასანიამ დაღუპული გმირების შვილებს სიმბოლური მედლები გადასცა
"მამაჩემი გმირია" - ირაკლი ალასანიამ დაღუპული გმირების შვილებს სიმბოლური მედლები გადასცა

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მეუღლესთან ერთად 2008 წელს დაღუპული გმირი სამხედროების ოჯახის წევრებს უმასპინძლა. ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართა. სპეციალურად ბავშვებისთვის „ბომბორაში“ გასართობი პროგრამა მოეწყო.