სიახლეები
„სასამართლომ ჯოზეფ ქეის ჩვენება მტკიცებულებად არ უნდა მიიღოს“- აცხადებს გიგი უგულავა
„სასამართლომ ჯოზეფ ქეის ჩვენება მტკიცებულებად არ უნდა მიიღოს“- აცხადებს გიგი უგულავა

დღეს, საქალაქო სასამართლოში, გიგი უგულავას წინა სასამართლო სხდომა გაიმართება. სასამართლო პროცესი, ეხება ტელეკომპანია იმედის საქმეს, რომელიც სხვისი ქონების მიტაცებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზეა აღძრული.

თავდაცვის მინისტრი კონფერენციაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა“
თავდაცვის მინისტრი კონფერენციაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობა“

ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა“. ირაკლი ალასანია სიტყვით გამოვიდა პირველ პანელში „ევროკავშირი, როგორც მეზობელ რეგიონში უსაფრთხოების გარანტი“.

ლევან ანჯაფარიძე: „პატრიარქმა თავისი ხელით მაჭამა სეფისკვერი და ეს იყო იმის მანიშნებელი, რომ შიმშილობა უნდა შემეწყვიტა"
ლევან ანჯაფარიძე: „პატრიარქმა თავისი ხელით მაჭამა სეფისკვერი და ეს იყო იმის მანიშნებელი, რომ შიმშილობა უნდა შემეწყვიტა"

რეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ, რომელიც პროტესტს უცხადებს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსს, გუშინ პატქრიარქთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა.

რუსთავში 27 დევნილი დასაქმდა
რუსთავში 27 დევნილი დასაქმდა


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხელშეწყობით რუსთავში დამატებითი შემოსავალი 27 დევნილ ოჯახს გაუჩნდა. დევნილები მათთვის სარეაბილიტაციო ობიექტების სამშენებლო სამუშაოებში ჩაერთვნენ. თითო დასაქმებულის ყოველდღიური შემოსავალი 20-25 ლარს შეადგენს, ხოლო ხელოსნების ხელფასი კი თვეში 700 ლარია.

პრემიერ მინისტრი: „არ არსებობს იმის მიზეზი, რომ მარგველაშვილზე უარი ვთქვა.“
პრემიერ მინისტრი: „არ არსებობს იმის მიზეზი, რომ მარგველაშვილზე უარი ვთქვა.“

მარგველაშვილს აქვს ყველა ის თვისება, რაც სჭირდება კარგ პრეზიდენტს, შესაბამისად მე არ მგონია, რომ მას ეყოლება ღირსეული კონკურენტი.

ივანიშვილი სააკაშვილის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო თარიღთან დაკავშირებით იმპულსურს  და უპასუხისმგებლოს უწოდებს
ივანიშვილი სააკაშვილის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო თარიღთან დაკავშირებით იმპულსურს და უპასუხისმგებლოს უწოდებს

სააკაშვილის გადაწყვეტილება არჩევნების თარიღთან დაკავშირებით უპასუხსიმგებლო და იმპულსურია, - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი: „არ მჯერა, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს ადამიანების წამების კადრებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ“
ბიძინა ივანიშვილი: „არ მჯერა, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს ადამიანების წამების კადრებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ“

წარმოუდგენელია, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს ადამიანის წამების კადრებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ, ამას ვაცხადებ, როგორც მოქალაქე და არა, როგორც პრემიერ მინისტრი.

ბიძინა ივანიშვილი: „მთავარია არ ჩავვარდეთ ისტერიკაში“
ბიძინა ივანიშვილი: „მთავარია არ ჩავვარდეთ ისტერიკაში“

აბსოლუტურად ადეკვატური და რეალისტურია საქართველოს მთავრობის პოზიცია დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ საზღვრის გადმოწევის თაობაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კომენტირებისას.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მენეჯმენტში კონსულტაციებს გერმანული  კომპანია გაუწევს
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას მენეჯმენტში კონსულტაციებს გერმანული კომპანია გაუწევს

დღეიდან „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მენეჯმენტში კონსულტაციებს გერმანული კომპანია „სახსენ ვასერ“ ( Sachsen Wasser GmbH) გაუწევს.

 გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განცხადებას ავრცელებს
გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განცხადებას ავრცელებს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაგრძელდება, რომელიც 19 ივნისს პროკურატურის მოთხოვნით გადაიდო.დედაქალაქის მერი გიგი უგულავა საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განცხადებას ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილი: „მე  თავი გავწირე, როდესაც პოლიტიკაში მოვედი"
ბიძინა ივანიშვილი: „მე თავი გავწირე, როდესაც პოლიტიკაში მოვედი"

"მას ვისაც მიაჩნია, რომ ჩემმა წასვლამ შესაძლოა, ცუდი ძვრები გამოიწვიოს ქვეყანაში, მინდა მოვუწოდო, რომ ამ თემით სპეკულირება არ მოახდინონ. ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ, მე პირდაპირი მნიშვნელობით თავი გავწირე, როდესაც პოლიტიკაში მოვედი და ნურავინ იფიქრებს, რომ პროცესები, რომელიც ლაგდება მე მათ გამოვეცალო და ვინმეს ეს დასაშლელად დავუტოვო.

 გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილისაქართველოს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბისწარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრის ფარგლებში, კლუბის წევრებმა გიორგი მარგველაშვილს კითხვები დაუსვეს როგორც ვიცე-პრემიერსა და საპრეზიდენტო კანდიდატს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე.

ირაკლი ალასანიას ვიზიტი ლიტვაში გრძელდება
ირაკლი ალასანიას ვიზიტი ლიტვაში გრძელდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიტვაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს, თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა ლიტვის პარლამენტში და სამხედრო აკადემიაში. სამდღიანი ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში 3 ივლისს დასრულდება.

 ხვალ, ენერგეტიკული პოტენციალის შეფასების ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზნით,  ოთხმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება
ხვალ, ენერგეტიკული პოტენციალის შეფასების ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზნით, ოთხმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება

3 ივლისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალის შეფასების ელექტრონული სისტემის დანერგვის მიზნით, ოთხმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.

პოლიტიკური პარტია „თეთრები“ პრეზიდენტობის კანდიდატს  მოთხოვნებს უყენებს
პოლიტიკური პარტია „თეთრები“ პრეზიდენტობის კანდიდატს მოთხოვნებს უყენებს

თემურ შაშიაშვილის განცხადებით, 8 ივლისს „თეთრების“ პოლიტიკური საბჭო შეაჯამებს პარტიაში მიმდინარე დისკუსიას პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით.

კახა კალაძემ „არაგვიჰესის“ მშენებლობა დაათვალიერა
კახა კალაძემ „არაგვიჰესის“ მშენებლობა დაათვალიერა

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „არაგვიჰესის“ მშენებლობა დღეს მოინახულა. კომპანია „ენერგო არაგვმა“ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა გუდაურის მიმდებარედ „არაგვი ჰესის“ მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყო და ექსპლუატაციაში მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაუშვებს.

ლორან ფაბიუსი საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უცხადებს
ლორან ფაბიუსი საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლორან ფაბიუსთან, პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველთან პოლ ჟან-ორტისთან, სენატის „საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის" თავმჯდომარესთან ალენ გურნაკთან და ჯგუფის წევრ სენატორებთან, ლევილის მერთან დანიელ ესპრიმთან, ასოციაცია „ქართული კერის" თავმჯდომარესთან ნათელა ჟორდანიასთან და ქართველ ემიგრანტებთან.

არ დაჯდე საჭესთან ნასვამი - შსს-ს ახალი სოციალური კამპანია
არ დაჯდე საჭესთან ნასვამი - შსს-ს ახალი სოციალური კამპანია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ახალი სოციალური კამპანია სახელწოდებით „არ დაჯდე საჭესთან ნასვამი“. გამარჯვებულები „ლაიქების“ მეშვეობით გამოვლინდებიან.

მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზი "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაზე უარს აცხადებს
მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზი "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

3 ივლისს 14:00 საათზე, სასტუმრო ,,თორის“ (მის: გ. ჭანტურიას ქ. # 10, ეკონომიკის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია) საკონფერენციო დარბაზში ,,მეცნიერთა სადისკუსიო დარბაზი“ მართავს დისკუსიას თემაზე - ,,ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“.