სიახლეები
თბილისის აეროპორტში 80 ცალი არადეკლარირებული აიფონი აღმოაჩინეს
თბილისის აეროპორტში 80 ცალი არადეკლარირებული აიფონი აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში 80 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი -აიფონი აღმოაჩინეს.ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ღირებულებამ 87 166,75 ლარი შეადგინა.

შალვა ფიფია  კახეთის რეგიონში პირუტყვის ვაქცინაციისა  და ხორბლის აღების  პროცესს დაესწრო
შალვა ფიფია კახეთის რეგიონში პირუტყვის ვაქცინაციისა და ხორბლის აღების პროცესს დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია კახეთის რეგიონში იმყოფებოდა,სადაც ,,თურქულის“ საგაზაფხულო პროფილაქტიკური ვაქცინაცია მიმდინარეობს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვაქცინაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ახორციელებენ.

2 ივლისი აფხაზეთში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღეა
2 ივლისი აფხაზეთში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღეა

დღეს 1992 წლის 2 ივლისს აფხაზეთში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის დღეა. ვეტერანთა დეპარტამენტის უფროსმა გელა დოლიძემ და სხვა წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. დაღუპული გმირების პატივსაცემად გმირთა მოედნის შემდეგ პროცესია ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე გაემართა, სადაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს მებრძოლები, რომლებიც 2 ივლისს დაიღუპნენ .

"არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს და არც არავის აქვს უფლება, ქართული მიწა გაყიდოს’’
"არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს და არც არავის აქვს უფლება, ქართული მიწა გაყიდოს’’

"უნდა ვიცოდეთ, რომ არის ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა არ შეიძლება. არავის –არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პატრიარქს და არც არავის აქვს უფლება, ქართული მიწა გაყიდოს’’-განაცხადა საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძართან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში, სადაც სამიწათმოქმედო კულტურების თაობაზე შეხვედრა გაიმართა.

ლადო გურგენიძე გიორგი არველაძემ შეცვალა
ლადო გურგენიძე გიორგი არველაძემ შეცვალა

2013 წლის 1 ივლისს გიორგი არველაძე, რომელიც ამ დრომდე გენერალური დირექტორის მოადგილე იყო „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ლადო გურგენიძე დარჩება „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე და ამ თანამდებობას 2015 წლის ბოლომდე დაიკავებს.

 ამერიკის სადაზვერვო სამსახური სათვალთვალო მოწყობილობებს  ვაშინგტონსა და გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლობების ოფისებში ამონტაჟებდა.
ამერიკის სადაზვერვო სამსახური სათვალთვალო მოწყობილობებს ვაშინგტონსა და გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლობების ოფისებში ამონტაჟებდა.

ევროპაში სკანდალი აგორდა. ევროპულმა პრესამ დაიწყო ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სამსახურის გაქცეული თანამშრომლის ედუარდ სნოუდენის მიერ მიწოდებული დოკუმენტების გამოქვეყნება. როგორც ირკვევა, ამერიკის სადაზვერვო სამსახური სათვალთვალო მოწყობილობებს ამონტაჟებდა ვაშინგტონსა და გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლობების ოფისებში.ამერიკის სპეცსამსახურები ასევე აწარმოებდნენ 38 საელჩოსა და ევროპელი პოლიტიკოსების ელექტრონული მიმოწერის თვალთვალს.

შსს-მ ე. წ. ქურდული სამყაროს 6 წევრი დააკავა
შსს-მ ე. წ. ქურდული სამყაროს 6 წევრი დააკავა

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგადქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით, წარსულშისხვადასხვამძიმე დანაშაულისათვისნასამართლევი პირები:1978 წელს დაბადებული არტემ ა. 1984 წელს დაბადებული საიდ ა. 1973 წელს დაბადებული არაიკ ა. დააკავეს.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
სახალხო დამცველის რეკომენდაცია შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

2007 წლიდან მოყოლებული, ფატალური შემთხვევებისა და დაზიანების კატასტროფულად მზარდი ტენდენციაა.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 2010 წელს სამუშაოს შესრულებისას დაშავებულთა რაოდენობა იყო 102, გარდაცვლილთა რაოდენობა - 42. 2011 წელს დაშავებულთა რაოდენობაა 137.

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსმა საპატიო მედლით დააჯილდოვა
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსმა საპატიო მედლით დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისომხეთისრესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს შეხვდა.შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

გეი აღლუმზე Facebook-ის თანამშრომლებს ცუკერბერგი უძღვებოდა წინ
გეი აღლუმზე Facebook-ის თანამშრომლებს ცუკერბერგი უძღვებოდა წინ

სან-ფრანცისკოში დღეს გეი-აღლუმს Facebook-ის 700 თანამშრომელი შეუერთდა. მათ Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი უძღვება წინ. შარშანდელ გეი-აღლუმზე Facebook-ის მხოლოდ 70 თანამშრომელი მივიდა.

საქართველო ლიტვას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განახლებულ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
საქართველო ლიტვას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განახლებულ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკაში იმყოფება. დღეს, თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა გამართა ლიტველ კოლეგასთან იუზას ოლეკასთან. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ლიტვის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

გიგი უგულავა: "რაც არ უნდა მძიმე და რთული იყოს ჩვენ მოვალენი ვართ საერთო ენა გამოვნახოთ"
გიგი უგულავა: "რაც არ უნდა მძიმე და რთული იყოს ჩვენ მოვალენი ვართ საერთო ენა გამოვნახოთ"

თბილისის მერი გიგი უგულავამზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ნებისმიერი კონფიგურაციის საკრებულოსთან.როგორც უგულავა აღნიშნავს, თანამშრომლობის სურვილი მას არაერთგზის გამოუთქვამს.

"მიმაჩნია, რომ საკრებულოში ბრძოლის ხაზი არა სკამებზე უნდა გადიოდეს, არამედ იმ პრობლემების მოგვარებაზე და ხელშეწყობაზე, რომელიც თბილისში თბილისელებს აქვთ.

საქართველოს საგარეო უწყება არიზონაში, მეხანძრეების დაიღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს საგარეო უწყება არიზონაში, მეხანძრეების დაიღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არიზონას შტატში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას 19 მეხანძრის დაიღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული.

სესიაშვილი: "ვიდეოკადრებში ასახულ წამებას დატრენინგების კვალი ეტყობა"
სესიაშვილი: "ვიდეოკადრებში ასახულ წამებას დატრენინგების კვალი ეტყობა"

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე ნაჩვენებ სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილ კადრებს აფასებს.

სესიაშვილის შეფასებით, კადრებში სისტემური დანაშაულია ასახული.

მარგველაშვილი: “სექტემბრიდან საჯარო სკოლების დირექციებს ხელფასი გაეზრდებათ“
მარგველაშვილი: “სექტემბრიდან საჯარო სკოლების დირექციებს ხელფასი გაეზრდებათ“

მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლის დირექციას, ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს ხელფასი გაეზრდება.
შესაბამისი პრეზენტაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ დღეს, მასწავლებლის სახლში შეკრებილ თბილისის საჯარო სკოლების დირექტორებს წარუდგინეს.

სკოლის დირექციის, ადმინისტრაციული-ტექნიკური პერსონალის ხელფასები საშუალოდ 40-45 %-ით იზრდება. გაზრდილი ანაზღაურების 2012 –2013 წლების შედარებითი ანალიზი ასეთია:

კომპანია "გომი" რუსულ ბაზარზე შესვლას გეგმავს
კომპანია "გომი" რუსულ ბაზარზე შესვლას გეგმავს

კომპანია "გომი" რუსულ ბაზარზე შესვლას ქართული ჭაჭით გეგმავს. როგორც კომპანიის სტრატეგიული დაგეგმარების კონსულტანტმა ზაზა თაბაგარმა განაცხადა, "გომის" პროდუქცია რუსულ ბაზარზე სავარაუდოდ თვენახევარში გამოჩნდება და პირველ ეტაპზე კომპანია ბაზარზე სამი სახის პროდუქციას წარმოადგენს.

განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების განახლებას გეგმავს
განათლების სამინისტრო სახელმძღვანელოების განახლებას გეგმავს

განათლების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოების განახლებას გეგმავს.

ამის შესახებ მინისტრმა სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მარგველაშვილის თქმით, სახელმძღვანელოების კორპუსი სამ წელიწადში განახლებული უნდა იყოს.

საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს გაიმართება
საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა დღეს ბრიფინგი გამართა და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 27 ოქტომბერი დაასახელა.

„საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის პირველმა პირმა მიიღო გადაწყვტილება, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ.

დათა ახალაიას და ოლეგ მელნიკოვს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმდათ
დათა ახალაიას და ოლეგ მელნიკოვს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმდათ

სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებული გამოძიების ფარგლებში დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვსა და იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილ მოადგილეს დავით ჩხიტუნიძეს ბრალი დაუმძიმდათ.

„დავით ახალაიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხოფით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ 25, 1441 -ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ „თ“ ქვეპუნქტებით (წამების რგანიზება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირთა მიმართ, შეკვეთით ;