სიახლეები
ბესელია: „მსგავსი სისაძაგლე და სისასტიკე არ მინახავს“
ბესელია: „მსგავსი სისაძაგლე და სისასტიკე არ მინახავს“

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, მას მსგავსი სისაძაგლე და სისასტიკე არ უნახავს, რაც სამეგრელოს სამახრებში აღმოჩენილ ფირებში იხილა.

როგორც ჟურნალისტებს ბესელია განუცხადა, დეპუტატებმა ვიდეოჩანაწერებს ბოლომდე ვერ უყურეს.
მისი თქმით, ჩანაწერებში ასახული ფატქების გადმოცემა ემოციით შეუძლებელია.

„დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ“
„დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ“

ის, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ამაზრზენი იყო და ვინც ამას აკეთებდა, თითოეული ის ადამიანი უნდა დაისაჯოს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა, რომელმაც თავდაცვის კომიტეტი ფარული ჩანაწერების ჩვენებისას დატოვა.

დარჩიაშვილი: „მიუღებელია, სამეგრელოში აღმოჩენილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების პარლამენტში ჩვენება“
დარჩიაშვილი: „მიუღებელია, სამეგრელოში აღმოჩენილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების პარლამენტში ჩვენება“

"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" წევრები მიიჩნევენ, რომ შს სამინისტროს მიერ სამეგელოში აღმოჩენილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების პარლამენტში ჩვენება, ემსახურება არა საგამოძიებო დეტალებში გარკვევას და ბრალეულობის მასშტაბების განსაზღვრას, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის წევრების საწინააღმდეგო ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩაშვილმა განაცხადა.

მანანა კობახიძე: „სააკაშვილი ეცდება მაქსიმალურად დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში“
მანანა კობახიძე: „სააკაშვილი ეცდება მაქსიმალურად დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში“

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი ვადებს მაქსიმალურად გაწელავს და საპრეზიდენტო არჩევნებს ოქტომბრის ბოლოს დანიშნავს.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, სჯობს, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დროულად დასახელდეს, რომ საარჩევნო კამპანიის რეჟიმი იყოს დაგეგმილი.

რამდენიმე დეპუტატმა კადრების ყურებაზე უარი განაცხადა
რამდენიმე დეპუტატმა კადრების ყურებაზე უარი განაცხადა

პარლამენტში დეპუტატები სამეგრელოს სამარხებში აღმოჩენულ ფარულ ჩანაწერებს უყურებენ.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის შემდეგ, კანონმდებლებს კადრების ნახვის საშუალება მიეცათ, თუმცა კადრების ნახვა არ ისურვეს ირაკლი ჩიქოვანმა, მანანა კობახიძემ და კიდევ რამდენიმე დეპუტატმა.

„საქართველოში მიმდინარე პროცესებს აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს“
„საქართველოში მიმდინარე პროცესებს აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს“

აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, აშშ დაინტერესებულია, რომ თბილისის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების დაკავების პროცესი კანონის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად წარიმართოს. მისივე თქმით, ის ყურადღებით ადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს.

დარჩიაშვილი: "ვერ წარმომიდგენია მერაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს"
დარჩიაშვილი: "ვერ წარმომიდგენია მერაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს"

ვერ წარმომიდგენია ვანო მერაბიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წვერმა დავით დარჩიაშვილმა პრესაში გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე შესაძლოა ვანო მერაბიშვილი გიორგი ვაშაძეც ჩაანაცვლოს.

საყვარელიძე: „კოკი იონათამიშვილის გადაწყვეტილებაში, არაფერი ტრაგიკული არ არის“
საყვარელიძე: „კოკი იონათამიშვილის გადაწყვეტილებაში, არაფერი ტრაგიკული არ არის“

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის, კოკი იონათამიშვილის მიერ პარტიის დატოვების გადაწყვეტილებაში, რაიმე ტრაგედიას ვერ ხედავს.
ამის შესახებ საყვარელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ფანჯიკიძე პარიზში გაემგზავრა
მაია ფანჯიკიძე პარიზში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძეორდღიანი ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა, პარიზში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფანჯიკიძე ფრანგ კოლეგას, პრეზიდენტის მრჩეველს, სენატის თავჯდომარეს და სენატორებს შეხვდება.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მოინახულებს პარიზის მახლობლად მდებარე სოფელ ლევილს და მის მერთან გამართავს შეხევდრას.

“ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს
“ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს

"ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" განცხადებით, ხელისუფლებამ მერიის მაღალჩინოსნების საქმის ქვემო ქართლის ფინანსურ პოლიციაში გადაგზავნნით თვალთმაქცური სამართლებრივი ხრიკი გამოიყენა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ომბუდსმენმა დიპკორპუსს ანგარიში გააცნო
ომბუდსმენმა დიპკორპუსს ანგარიში გააცნო

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს 2012 წლის მოვლენების შესახებ სახალხო დამცველის ანგარიში გააცნო. როგორც სახალხო დამცველმა განმარტა, დიპლომატებთან შეხვედრისას საუბარი 2013 წლის რამდენიმე მოვლენასაც შეეხო, მაგალითად 17 მაისის დემონსტრაციასა და მერიის მაღალჩინოსნების დაკავებას.

უცხოელებს რუსეთში შესვლას უკრძალავენ
უცხოელებს რუსეთში შესვლას უკრძალავენ

რუსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახური, მიმდინარე წლის ბოლომდე 400 ათასი უცხოელისთვის რუსეთში შესვლის აკრძალვას გეგმავს.
"დღეისათვის, ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე შემოსვლა სამი წლით ავუკრძალეთ 110 ათას უცხოელს, რომელთაც ქვეყანაში ყოფნის წესები დაარღვიეს" - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა კონსტანტინ რომოდანოვსკიმ

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ღამის 12:00 საათიდან 18 მშობიარობა დაფინანსდა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ღამის 12:00 საათიდან 18 მშობიარობა დაფინანსდა

გეგმიური დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში მოქალაქეებმა სააგენტოს სერვისცენტრში პირადიბის მოწმობა, ფორმა ასი, კალკულაცია და ანგარიშფაქტურა უნდა წარადგინონ იმ კლინიკადან, საიდანაც მომსახურების მიღებას გეგმავენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრი ყველა რეგიონის დიდ ქალაქშია გახსნილი. თბილისში კი მისი ოფისი "ექსპო ჯორჯიას" საგამოფენო ცენტრის მეექვსე პავილიონში განთავსდა.

ნუკრი ქანთარია: „ვისაც სურვილი აქვს, ეს კადრები უნდა ნახოს“
ნუკრი ქანთარია: „ვისაც სურვილი აქვს, ეს კადრები უნდა ნახოს“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ სამეგრელოს სამარხებში აღმოჩენილი ფარული ვიდეო ჩანაწერები მსურველებმა უნდა იხილონ.

ზალკალიანი: "ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ საქართველოში აღდგეს ეუთოს მისია"
ზალკალიანი: "ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ საქართველოში აღდგეს ეუთოს მისია"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში ეუთოს მისია აღდგეს, თუმცა იმის გამო, რომ რუსეთი აღნიშნულ საკითხს ბლოკავს, გადაწყვეტლების მიღება ვერ ხერხდება.

ამის შესახებ ზალკალიანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კოკი იონათამიშვილმა დატოვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კოკი იონათამიშვილმა დატოვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა "ნაციონალური მოძრაოაბა" დატოვა. ის ამის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებას sazogadoeba.ge უცვლელად გთავაზობთ.

"საზოგადოებას მსურს ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ, რადგან უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულმა პროცესებმა ჩემდა სამწუხაროდ დამარწმუნა, რომ პარტია ვერ უმკლავდება მის წინაშე მდგარ ამოცანებს, მიუხედავად ჩემი მოლოდინისა არ მოხდა მისი ტრანსფორმირება და განახლება და საბოლოო ჯამში იგი აღარ წარმოადგენს უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლის ინსტრუმენტს.

დავით უსუფაშვილი: „ემიგრანტებზე ზრუნვა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“
დავით უსუფაშვილი: „ემიგრანტებზე ზრუნვა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“

სახელმწიფომ საკუთარ მოქალაქეებზე უნდა იზრუნოს მაშინაც, როდესაც ისინი საზღვარგარეთ იმყოფებიან. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, საბერძნეთში ვიზიტისას, ემიგრანტებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, ემიგრანტებზე ზრუნვა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით შსს-მ სამი პირი დააკავა
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით შსს-მ სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები: ბაკურ ბ, ილია ს, და თორნიკე ჯ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამეგრელოსა და იმერეთში ერთდროულად დააკავეს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს  ახალი რეისი დაემატა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი რეისი დაემატა.

ავიაკომპანია „ვიზეარი“ ხარკოვში რეისების განხორციელებას კვირაში ორჯერ უზრუნველყოფს. აღნიშნული ავიაკომპანია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა.