სიახლეები
ცესკო-ში სერთიფიცირების მსურველთა გამოცდები იწყება
ცესკო-ში სერთიფიცირების მსურველთა გამოცდები იწყება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდებს ატარებს.

სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა. შემდგომში, საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის მიზნით, გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით ჩატარდება.

მერიის მაღალჩინოსნების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ
მერიის მაღალჩინოსნების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დავით ალავიძის, ალექსი თაბუაშვილის, დავით ავალიანისა და დიმიტრი ჩხეიძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების თაობაზე, ბრალდებულების ადვოკატები 48 საათის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა
პრაიმერში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის პირველ ტურში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.


კენჭისყრაში მონაწილეობა სულ 387-მა დელეგატმა მიიღო. კონფერენციას ესწრებოდნენ დელეგატები იმერეთიდან, რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან.

საქართველოში მოსახლეობის აღწერა დაიწყო
საქართველოში მოსახლეობის აღწერა დაიწყო

დღეს, საქართველოში მოსახლეობის აღწერის პირევლი ეტაპი დაიწყო. ეტაპი 2 კვირის განმავლობაში განხორციელდება და ამ პერიოდის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რაიონის მოსახლეობას აღწერენ.

თბილისის საკრებულოს წევრები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
თბილისის საკრებულოს წევრები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

თბილისის საკრებულოს წევრები მამუკა გუგეშაშვილი და ხვიჩა სანაია დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში არიან დაბარებულები.
მათი თქმით, მათთვის უცნობია კონკრეტულად რა საკითხზე დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში.

სვანეთის განახლებული მუზეუმი დღეს იხსნება
სვანეთის განახლებული მუზეუმი დღეს იხსნება

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის განახლებული მუზეუმი ხვალ გაიხსნება. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე თავად უმასპინძლებს მუზეუმის მნახველებს.

ერთი თვის მანძილზე კი, მუზეუმი ყველა დამთვალიერებელს უფასოდ მიიღებს.

დღეიდან მშობიარობა უფასო იქნება
დღეიდან მშობიარობა უფასო იქნება

დღეიდან მშობიარობა უფასო იქნება საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლეთათვის და იმ პირებისთვის, რომელთაც სხვა სადაზღვევო პაკეტი არ გააჩნიათ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთში მიემგზავრება
შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთში მიემგზავრება

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარქსიანთან.

სიძულვილის ენა დანაშაულია? - პროექტ "Speaker-ის" ფინალური ტური სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში
სიძულვილის ენა დანაშაულია? - პროექტ "Speaker-ის" ფინალური ტური სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში მოსწავლეთა გაერთიანების ალიანსის პროექტ "Speaker-ის" ფინალური ტური გაიმართება. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია, საზოგადოებას გააცნოს სიძულვილის ენა და მისი უარყოფითი მხარეები. აქედან გამომდინარე, მესამე ტურის მთავარი თემა იქნება: სიძულვილის ენა დანაშაულია?

თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

რუსთავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესს ოთხივე დაკავებული, დავით ავალიანი, დავით ალავიძე, დიმიტრი ჩხაიძე და ალექსი თაბუაშვილი ესწრებოდნენ.ანალოგიური აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი საბანაძესაც, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.

ხვალ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს დაასახელებს
ხვალ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს დაასახელებს

ხვალ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს დაასახელებს - ინფორმაციას ამის შესახებ, სანდო წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო პირველი ავრცელებს. ოფიციალურად ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

საქართველოს საელჩო არაბთა რესპუბლიკაში ეგვიპტის ტერიტორიაზე მყოფ ქართველებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს
საქართველოს საელჩო არაბთა რესპუბლიკაში ეგვიპტის ტერიტორიაზე მყოფ ქართველებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს

„ბოლო დღეებში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მკვეთრად გამწვავებული ვითარებიდან გამომდინარე, რომლის შედეგადაც ქვეყანაში გაუარესდა უსაფრთხოება, ხოლო შეტაკებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მიმართავს ეგვიპტის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე."

თბილისის დაკავებულ ვიცე მერს თავდებში რესპუბლიკელი დეპუტატი ჩაუდგა
თბილისის დაკავებულ ვიცე მერს თავდებში რესპუბლიკელი დეპუტატი ჩაუდგა

თბილისის დაკავებულ ვიცე მერს დავით ალავიძეს თავდებში საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი და რესპბლიკური პარტიის წარმომადგენელი ფრიდონ საყვარელიძე ჩაუდგა.

"თუკი ასეთი შეწუხებულია ჩიორა თაქთაქიშვილი, ეს სხდომაზე უნდა გაეპროტესტებინა"
"თუკი ასეთი შეწუხებულია ჩიორა თაქთაქიშვილი, ეს სხდომაზე უნდა გაეპროტესტებინა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, თუკი ჩიორა თაქთაქიშვილი შეწუხებულია, რომ ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ანგარიშში საქართველოს ხელისუფლების მიერ აფხაზური და ოსური "პასპორტების" ვალიდურობის აღიარების შესახებ ჩაწერეს, ეს სხდომაზე უნდა გაეპროტესტებინა.

ფოთის სანაპირო დაცვის ბაზას ნატო–ს ევროპის გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ეწვია
ფოთის სანაპირო დაცვის ბაზას ნატო–ს ევროპის გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ეწვია

30 ივნისს ფოთის სანაპირო დაცვის ბაზას ნატო–ს ევროპის გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე სერ რიჩარდ შირეფი ეწვია, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურს, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ კობა ბოჭორიშვილს და სასაზღვრო პოლიციის სხვა მაღალ თანამდებობის პირებს შეხვდა.

თბილისის მერიის მაღალჩინოსნები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა
თბილისის მერიის მაღალჩინოსნები სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო სასჯელი გამოიყენა და ისინი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლა.პროკურატურა ოთხივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მომსამართლემ საგამოძიებო უწყების ეს შუამდგლომლობა არ გაითვალისწინა.გადაწყვეტილება მოსამართლე მადონა მაისურაძემ, რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

რუსთავის რაიონულ სასამართლოში თბილისის მერიის დაკავებული მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი  მიმდინარეობს
რუსთავის რაიონულ სასამართლოში თბილისის მერიის დაკავებული მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის მერიის დაკავებული მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი რუსთავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს. ადვოკატების განცხადებით, მერიის მაღალჩინოსნების დაკავება კანონდარღვევით განხორციელდა, ამიტომ ისინი არა გირაოს შეფარდებას , არამედ მათი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

დაცვის მხარე ასევე მოითხოვდა, რომ საქმე კვლავ თბილისის სასამართლოს განეხილა, ვინაიდან რუსთავის სასამართლო არ არის უფლებამოსილი, თბილისის მერიის მაღალჩინოსანთა საქმე განიხილოს. თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ნაციონალურმა მოძრაობამ პრაიმერში მონაწილე კანდიდატები დაასახელა
ნაციონალურმა მოძრაობამ პრაიმერში მონაწილე კანდიდატები დაასახელა

დავით ბაქრაძე, ზურაბ ჯაფარიძე, შოთა მალაშხია და გიორგი ბარამიძე საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის იბრძოლებენ. "ნაციონალურმა მოძრაობამ" პრაიმერში მონაწილეები დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დაასახელა.

სუამი-სა და ბალტიის ასამბლეის ერთობლივი კონფერენცია
სუამი-სა და ბალტიის ასამბლეის ერთობლივი კონფერენცია

ბათუმში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეისა და ბალტიის ასამბლეის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები რეგიონალური თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ენერგეტიკისა და ენეგოუსაფრთხოების, ტურიზმის, ინვესტიციების, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში დარგობრივ თანამშრომლობაზე.