სიახლეები
გუდვილში ქართულ პროდუქციაზე ფასდაკლებაა
გუდვილში ქართულ პროდუქციაზე ფასდაკლებაა

14-15-16 ივნისს გუდვილის თბილისის სუპერმარკეტებში ქართული კარტოფილი და მოცვი საუკეთესო ფასად გაიყიდება. ქართული პროდუქტების მხარდაჭერის მიზნით,კარტოფილი და მოცვი სპეციალურად მარნეულიდან და იმერეთიდან ჩამოიტანეს.

მიხეილ სააკაშვილმა პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოვა
მიხეილ სააკაშვილმა პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოვა

მიხეილ სააკაშვილი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. პროფესიულ და სამეცნიერო საქმიანობაში შეტანილი წვლილისა და დამსახურებითვის მათ სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

„ელექტროშოკით აწამეს... ჭრილობებზე აყრიდნენ მარილს“ - ახალი სკანდალი - ვის ნიშნავს ხელისუფლება თანამდებობეზე?
„ელექტროშოკით აწამეს... ჭრილობებზე აყრიდნენ მარილს“ - ახალი სკანდალი - ვის ნიშნავს ხელისუფლება თანამდებობეზე?

ჟურნალისტი ელისო კილაძე წამების გამო ნასამართლევი პირების თანამდებობაზე დანიშვნას აპროტესტებს. როგორც კილაძემ „პირველ რადიოს“ განუცხადა საქმე ეხება იმ პირებს, ვინც წინა ხელისფულების დროს წამების და არაადამიანური მოპყრობის გამო იყვნენ გასამართლებულები და დღეს ისინი სამხედრო პოლიციაში თანამდებობებზე დაინიშნენ.

სახალხო დამცველს მერიის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება
სახალხო დამცველს მერიის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება

საქართველოს სახალხო დამცველი მერიის მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც sazogadoeba.ge უცვლელად გთავაზობთ:

ღვინის საერთაშორისო კონკურსის პრეზიდენტი ბოუდუინ ჰავო საქართველოს სტუმრობს
ღვინის საერთაშორისო კონკურსის პრეზიდენტი ბოუდუინ ჰავო საქართველოს სტუმრობს

საქართველოში სტუმრად იმყოფება ღვინის სექტორის ერთ-ერთი წამყვანი და პრესტიჟული კონკურსის „Concours Mondial de Bruxelles“ -ის პრეზიდენტი ბოუდუინ ჰავო. ვიზიტის ძირითადი მიზანი არის ქართული ღვინის კულტურის, ტრადიციებსა და ისტორიის გაცნობა.

2013 წლისეროვნულ გამოცდებში 42 000-მდე აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია
2013 წლისეროვნულ გამოცდებში 42 000-მდე აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია

2013 წლის გამოცდებში 42 000-მდე აბიტურიენტი, 8 000-ზე მეტი გრანტის გაუმჯობესების მსურველი და 9 500-ზე მეტი მაგისტრანტი მონაწილეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 9 მსჯავრდებულმა გაიარა რეგისტრაცია. ბრაილის შრიფტით გამოცდას 1 აბიტურიენტი ჩააბარებს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გამართულ კულტურის მინისტერიალს დაესწრო
იუსტიციის მინისტრის მოადგილე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში გამართულ კულტურის მინისტერიალს დაესწრო

იუსტიციის მინისტრის პირევლი მოადგილე დავით ჯანდიერი აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე პლატფორმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალს დაესწრო, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის ორგანიზებით გაიმართა.

კულტურის მინისტერიალის ფარგლებში რამდენიმე სესია გაიმართება
კულტურის მინისტერიალის ფარგლებში რამდენიმე სესია გაიმართება
დღეს, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე პლატფორმის ფარგლებში კულტურის პირველი მინისტერიალიგაიხსნა. კონფერენცია ოფიციალურად გახსნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ და ევროკომისარმა განათლების, კულტურის მულტილინგვალიზმისა და ახალგაზრდობის საკითხებში ქალბატონმა ანდრულა ვასილიუმ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრი დოქტორი ენდრიუ მურისონი იმყოფება.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრი დოქტორი ენდრიუ მურისონი იმყოფება.

დღეს, ბრიტანელი სტუმარი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. დოქტორ ენდრიუ მურისონს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ უმასპინძლეს. ქართულმა მხარემ სტუმრებს აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მათ საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო აკადემიებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს
მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს

ადვოკატის თქმით დაკავება უკანონო იყო, რადგან მაღალჩინოსნების უწყების მიღების გარეშე დააკავეს. „არსებობს დაკავების დროს მობილურით გადაღებული კადრები, რომელიც გამოძიების პროცესში იქნება წარმოდგენილი“,-განაცხადა კონდახიშვილმა.

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს
ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.პირველი პანელი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას მიეძღვნა. კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ასევე განიხილავენ ნატოს გაფართოების საკითხს, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, ISAF-ის ოპერაციას, შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობასა და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შექმნაზე მუშაობს
იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შექმნაზე მუშაობს

ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიუსელის მაღალი წარმომადგენლობითი დონის კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს მიეძღვნა.

იუსტიციის მინისტრი „UNICEF“-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი „UNICEF“-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

ბრიუსელის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მისმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა „UNICEF“-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლუკა ბრანტთან შეხვედრა გამართეს.

ანდრო ალავიძე: "მზად ვარ  გამოძიების შეკითხვებს  ვუპასუხო"
ანდრო ალავიძე: "მზად ვარ გამოძიების შეკითხვებს ვუპასუხო"

„არანაირი 853 ათასი ლარი ბანკომატიდან არ გამომიტანია, მინდა, რომ ეს ბრალდებამ დამიმტკიცოს. თუ მე ვარ დამნაშავე, მზად ვარ, კანონის მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი.

მერიის თანამაშრომლები ისევ  დააკავეს
მერიის თანამაშრომლები ისევ დააკავეს

ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურმა მერიის თანამშრომლები დააკავა. დაკავებულთა შორის არიან თბილისისი განვითარების ფონდის უფროსი დავით ავალიანი, ლექსო თაბუაშვილი მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი და მთაწმინდის გამგებლის მოადგილე დიტო ჩხეიძე.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდს აფასებს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდს აფასებს

26 ივნისს გაიმართა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა გოჩა ლორთქიფანიძემ, მონაწილეობა მიიღო მეორე − ასევე, ძალის გამოუყენებლობის თაობაზე განცხადების პროექტის შემმუშავებელ ექსპერტთა − სამუშაო ჯგუფის სხდომაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის მინისტერიალი - კულტურული პროგრამა
აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის მინისტერიალი - კულტურული პროგრამა

კულტურის პირველი მინისტერიალი წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში კულტურის როლის წარმოჩენისა და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებისათვის.

ევროპის სახალხო პარტიის მიერ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა
ევროპის სახალხო პარტიის მიერ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა

სამშაბათს, საქართველოს ხელისუფლებამ დაიცვა საკუთარი პოლიტიკა კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროპის სახალხო პარტიის წევრთა ბრალდებები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უსაფუძვლოა, ხოლო დეზინფორმაციაზე დამყარებული პოზიცია საქართველოს მიმართ საფრთხეს უქმნის შემდგომ დემოკრატიულ რეფორმებს ქვეყანაში.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კონფერენციაში მონაწილეობს
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კონფერენციაში მონაწილეობს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ბრიუსელში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენციას, რომელიც 27-28 ივნისს მიმდინარეობს, ევროპის კომისია და „UNICEF"-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისი მასპინძლობენ.