სიახლეები
სააკაშვილი ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკური ინფორმირებულობისა და განათლების სტანდარტების ამაღლების მიმართულებით იმუშავებს
სააკაშვილი ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკური ინფორმირებულობისა და განათლების სტანდარტების ამაღლების მიმართულებით იმუშავებს

აქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკური ინფორმირებულობისა და განათლების სტანდარტების ამაღლების მიმართულებით იმუშავებს.

შეხვედრა სომხეთის კულტურის მინისტრთან
შეხვედრა სომხეთის კულტურის მინისტრთან

27 ივნისს, აღმოსავლეთ პარტნიორობის მეოთხე პლატფორმის კულტურის პირველი მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია სომხეთის კულტურის მინისტრს ქ-ნ ჰასმიკ პოღოსიანს შეხვდა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია
თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია

28-29 ივნისს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გახსნის. საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

ბრიუსელში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა
ბრიუსელში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა

27 ივნისს ბრიუსელში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისადმი მიძღვნილი მაღალი წარმომადგენლობითი დონის კონფერენციამ მუშაობა დაიწყო. კონფერენციას ესწრებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის სამინისტროში
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის სამინისტროში

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელობა ეწვია. ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი კნუდ ბარტელსი და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო.

ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი „ფოლკსვაგენი“ და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დღეს დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს უმრავლესობის წევრები ქუჩაში იძულების გამოყენებით, ხელბორკილების დადებით დააკავა.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა საქართველოში
ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა საქართველოში

თბილისში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დასასწრებად საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩამოვიდა. კომისიის შექმნის შემდეგ, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო საქართველოში მესამედ იმყოფება. კომისიას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო.

მთავრობა IT ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს
მთავრობა IT ტექნოლოგიების განვითარების სტრატეგიაზე მუშაობას იწყებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვა სახელმწიფო უწყებებთან და კერძო სექტორთან ერთად დაჩქარებულ რეჟიმში დაიწყებს საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებას.

დედაქალაქის ქუჩებში სისწრაფის განმსაზღვრელი ახალი რადარები დამონტაჟდა
დედაქალაქის ქუჩებში სისწრაფის განმსაზღვრელი ახალი რადარები დამონტაჟდა

შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თბილისელებს აცნობებს, რომ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და საკვანძო ადგილებზე, სადაც ყველაზე მეტად არის სიჩქარის გადაჭარბების რისკი, დამონტაჟდა სისწრაფის განმსაზღვრელი 15 ახალი რადარი.

2-7 ივლისს  საქართველოს გუნდი საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრება
2-7 ივლისს საქართველოს გუნდი საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრება

2-7 ივლისსსაქართველოს გუნდი საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრება.პროფესიული კოლეჯების სტუდენტები გერმანიის ქალაქ ლაიპციგში დაგეგმილ პროფესიული უნარების საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწიულეობას.

2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილია სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით, ნებისმეირი სახის ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად კი, ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე იმორიგევებს სასწრაფო დახამრების მანქანა, სამაშველო სამსახური. წესრიგს კი საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.

შსს-მ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს მასშტაბით უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკები გაანადგურა
შსს-მ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოს მასშტაბით უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკები გაანადგურა

ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებულების თანახმად შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 2 კილოგრამი ჰეროინი, 1500 აბი სუბუტექსი, 800 აბი ექსტაზი და სხვა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები შესაბამისი წესების დაცვით გაანადგურა.

შვილმკვდარი მშობლები სპორტის სასახლის მიმდებარე სკვერის ნაწილის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითხოვენ
შვილმკვდარი მშობლები სპორტის სასახლის მიმდებარე სკვერის ნაწილის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითხოვენ

25 მაისს სპორტის სასახლესთან, დეკანოზმა გრიგოლ გოგიჩაძემ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით ,,ნაც.მოძრაობის“ რეჟიმის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვის ესწრებოდნენ შვილმკვდარი მშობლები, სოსო რობაქიძე, სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები და მოქალაქეები.

პრემიერის ვიზიტი ისრაელში
პრემიერის ვიზიტი ისრაელში

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ქართულ მედიასთან ისრაელში ორ დღიანი ვიზიტი შეაფასა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულში მიიღო მონაწილეობა
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულში მიიღო მონაწილეობა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ვალიშვილმა მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში გამართულ მოსწავლეთა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია თემაზე: „განახლებადი და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები“ დღეს იუსტიციის სახლში მოეწყო.

იუსტიციის მინისტრი საქართველოს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიაზე ბრიუსელში ისაუბრებს
იუსტიციის მინისტრი საქართველოს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგიაზე ბრიუსელში ისაუბრებს

მაღალი წარმომადგენლობითი დონის კონფერენციას ევროპის კომისია და „UNICEF“-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისი 27-28 ივნისს მასპინძლობს. მასში მონაწილეობენ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტები. კონფერენციას ასამდე დელეგატი დაესწრება.

144 ათასი ოჯახი გაორმაგებულ სოციალურ დახმარებას მიიღებს
144 ათასი ოჯახი გაორმაგებულ სოციალურ დახმარებას მიიღებს

1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფართოვდება და მეორე ეტაპი იწყება. ფართოვდება ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას. ას

 გაეროს განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
გაეროს განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

უკვე მრავალი ათეული წელია, ცივილიზებული სამყარო მუშაობს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ სასჯელის აღმოფხვრის მექანიზმების სრულყოფაზე.

26 ივნისი გაეროს მიერ წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. ეს დღე ყოველწლიურად სხვადასხვა აქციით აღინიშნება მსოფლიოს 70–ზე მეტ ქვეყანაში.