სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5, 6 მაისს, 08.00-19.00 საათამდე, სასაფლაოებზე გასვლის მსურველებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 5, 6 მაისს, 08.00-19.00 საათამდე, სასაფლაოებზე გასვლის მსურველებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მუხათგვერდისა და ვაშლიჯვარის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები გავლენ მეტროსადგურ "დიდუბის" ზედა გამოსასვლელიდან; "სადგურის მოედნიდან" და "მარჯანიშვილიდან" - კუკიის სასაფლაოს მიმართულებით; "დელისიდან" - საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით; "სარაჯიშვილიდან" - "თბილისის ზღვის" სასაფლაოს მიმართულებით და ჭიჭინაძის ქუჩადან - "ველის" სასაფლაოს მიმართულებით, შუამთის ქუჩიდან და მეტროსადგურ "ვარკეთილიდან" - ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით.

სტიმულს მარტვილი იძლევა
სტიმულს მარტვილი იძლევა

ფეხბურთი მარტვილში ბოლო დროს გულიანი ყურადღებითაა გარემოსილი, ამოსავალი კი ბავშვთა ფეხბურთია. ეს აშკარად იკვეთება ისეთ პრიორიტეტებში, როგორიცაა მწვრთნელთა განათლება, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება და მასობრივი ფეხბურთის განვითარება. შემუშავებულია საგანგებო პროექტი, რომლის პრეზენტაციას ამ დღეებში რეგიონში სტუმრად მყოფი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი დაესწრო. პრეზენტაცია ადგილობრივ საფეხბურთო სკოლაში გაიმართა, პროექტი კი ამავე სკოლის დირექტორმა ჯესი სურმავამ წარადგინა.

ივანიშვილი მინისტრებს ჩამოიცილებს
ივანიშვილი მინისტრებს ჩამოიცილებს

„დარწმუნებული ვარ,რომ ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანებას საზღვარი არ აქვს. არის რამდენიმე მინისტრი,რომელიც მაღალი პროდუქტიულობით არ გამოირჩევა. ივანიშვილი აუცილებლად ჩამოიცილებს ასეთ მინისტრს,რომელიც მაქსიმალურად სწორად არ მართავს საკუთარ უწყებას. აუცილებელი არ არის უწყებაში გადაცდომა იყოს.ივანიშვილს პსრეტენზიები აქვს სისტემის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით“-აცხადებს გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში მამუკა არეშიძე.

მუნიციპალური განვითარების ფონდი გიგი უგულავას პასუხობს
მუნიციპალური განვითარების ფონდი გიგი უგულავას პასუხობს

მუნიციპალური განვითარების ფონდი გიგი უგულავას პასუხობს და მეტროსადგურ "უნივერსიტეტის" მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

"ახალი შრომის კანონი არა როზა ლუქსემბურგის, არამედ "ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსია"
"ახალი შრომის კანონი არა როზა ლუქსემბურგის, არამედ "ოცნების" ამომრჩეველთა საოცნებო შრომის კოდექსია"

იუსტიციის სამინისტროში ახალ შრომის კოდექსთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერის, გიორგი მარგველაშვილის რადიკალური დამოკიდებულება უკვირთ. გიორგი მარგველაშვილმა ახალ შრომის კანონს როზა ლუქსემბურგის საოცნებო შრომის კოდექსი უწოდა.

6 მაისს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში “თბილისის სამიტი 2014“ გაიმართება
6 მაისს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში “თბილისის სამიტი 2014“ გაიმართება

გიორგი მარგველაშვილი თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს პირადად უმასპინძლებს.

"ყოველი ჩვენგანი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ჩვენი გული ბოროტი სულის ტაძარი არ გახდეს"
"ყოველი ჩვენგანი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ჩვენი გული ბოროტი სულის ტაძარი არ გახდეს"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილსის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, "ყოველი ჩვენგანი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ჩვენი გული ბოროტი სულის ტაძარი არ გახდეს".

პრემიერ-მინისტრი  კომპანია Standard & Poors-ის მისიის წევრებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი კომპანია Standard & Poors-ის მისიის წევრებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანა ელენკოვიჩს და ტრევორ კულინანს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები განიხილეს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტა მთლიანად ეკონომიკურ აღმავლობაზეა დამოკიდებული და ამდენად, ახალი ხელისუფლების ძალისხმევა თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნისკენ არის მიმართული

პრემიერი ყველა ქუთაისელს ქუთაისლობას ულოცავს
პრემიერი ყველა ქუთაისელს ქუთაისლობას ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქუთაისელებს ქუთაისლობას ულოცავს: "დღეს ქუთაისობაა, ქუთაისის ქალაქის დღესასწაული და მინდა ყველა ქუთაისელს მივულოცო ეს დღე!"

„სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრის კანდიდატურა ამ ეტაპზე არ განიხილება“
„სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრის კანდიდატურა ამ ეტაპზე არ განიხილება“

დავით კირვალიძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო იმაზე, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული 255 712 აშშ დოლარი აღმოაჩინეს
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული 255 712 აშშ დოლარი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული 255 712 აშშ დოლარი აღმოაჩინეს.

"დღევანდელი ხელისუფლებაც კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მთავრობაში სერიოზული კორუფციაა"
"დღევანდელი ხელისუფლებაც კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მთავრობაში სერიოზული კორუფციაა"

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, "დღევანდელი ხელისუფლებაც კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მთავრობაში სერიოზული კორუფციაა".

ირაკლი ალასანიას დავით კირვალიძის წესიერებაში ეჭვი არ ეპარება
ირაკლი ალასანიას დავით კირვალიძის წესიერებაში ეჭვი არ ეპარება

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძის წესიერებაში ეჭვი არ ეპარება. ამის შესახებ ალასანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 "თუ დაკავებული მაღალჩინოსნები გამართლდებიან, დავით კირვალიძე თანამდებობას დაუბრუნდება"
"თუ დაკავებული მაღალჩინოსნები გამართლდებიან, დავით კირვალიძე თანამდებობას დაუბრუნდება"

საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნები გამართლდებიან, მინისტრი დავით კირვალიძე თანამდებობას დაუბრუნდება. ამის შესახებ კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დავით კირვალიძე თანამდებობიდან გადადგა
დავით კირვალიძე თანამდებობიდან გადადგა

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ კირვალიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა."გუშინ მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდია. დაკავებულია სამინისტროს 5-ზე მეტი მაღალჩინოსანი. ამ ადამიანების უმრავლესობა პირადად ძალიან კარგად ვიცნობ. ბევრი ჩემი მეგობარი და მასწავლებელიცაა, ამიტომ ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მივმართე მთავრობას, რომ მზად ვარ გადავდგე, ვიდრე სიმართლე არ გაირკვევა", - განაცხადა კირვალიძემ. მისივე თქმით, პრემიერმა მისი თხოვნა უკვე დააკმაყოფილა.

საქართველოს პარლამენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
საქართველოს პარლამენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. დღეს გამართულ პლენარულ სესიაზე აღნიშნულ კანონზე ვეტოს დაძლევას 91-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონი პრეზიდენტს კვლავ დაუბრუნდება და ხელმოსაწერად 7 სამუშაო დღე ექნება.

4 მაისიდან ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსები გამოეყოფა
4 მაისიდან ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსები გამოეყოფა

არემოს დაცვის სამინისტროს შეუერთდება. როგორც საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, ამ დაგენილებას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხელი უკვე მოაწერა და ენერგეტიკის სამინისტროს დებულება დაამტკიცა.

ახალი ოპოზიციური ალიანსი
ახალი ოპოზიციური ალიანსი

დღეს პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთი ოპოზიციური ალიანსი შეემატა. „ლეიბორისტული პარტიის“ ყოფილმა წევრებმა იოსებ შატბერაშვილმა და კახა ძაგანიამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მემარცხენე პარტიის“ დღის წესრიგი დაამტკიცეს და დააკონკრეტეს პარტიის მიზნები:

მოურინიოს მატჩისშემდგომი კომენტარი
მოურინიოს მატჩისშემდგომი კომენტარი

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა საკუთარი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.