პოლიტიკა
ფოთის სანაპირო დაცვის ბაზას ნატო–ს ევროპის გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ეწვია
ფოთის სანაპირო დაცვის ბაზას ნატო–ს ევროპის გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ეწვია

30 ივნისს ფოთის სანაპირო დაცვის ბაზას ნატო–ს ევროპის გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე სერ რიჩარდ შირეფი ეწვია, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურს, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ კობა ბოჭორიშვილს და სასაზღვრო პოლიციის სხვა მაღალ თანამდებობის პირებს შეხვდა. რიჩარდ შირეფი ადგილზე გაეცნო სასაზღვრო სფეროში გატარებულ რეფორმებს და ფოთის სანაპირო დაცვის ბაზა დაათვალიერა. შეხვედრის შემდეგ უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე სანაპირო დაცვის კატარღით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გაიყვანეს, სადაც რიჩარდ შირეფი სანაპირო დაცვის ეკიპაჟების მიერ ზღვაზე გამართულ საჩვენებელ ვარჯიშს დაესწრო.

შსს-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ხმელთაშუა ზღვაში ნატო–ს ანტიტერორისტულ ოპერაციაში - „აქტიური ძალისხმევა“ ინფორმაციის გაცვლის გზით მონაწილეობს. წლის ბოლოსათვის სამინისტრო გეგმავს ნატო–ს საზღვაო სარდლობაში, რომელიც განთავსებულია დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ნორფვუდში, მიავლინოს მეკავშირე ოფიცერი.