პოლიტიკა
მაია ფანჯიკიძე პარიზში გაემგზავრა
მაია ფანჯიკიძე პარიზში გაემგზავრა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძეორდღიანი ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა, პარიზში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფანჯიკიძე ფრანგ კოლეგას, პრეზიდენტის მრჩეველს, სენატის თავჯდომარეს და სენატორებს შეხვდება.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მოინახულებს პარიზის მახლობლად მდებარე სოფელ ლევილს და მის მერთან გამართავს შეხევდრას.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ფანჯიკიძის შეხვედრა ფრანგული ანალიტიკური კვლევების ცენტრის წარმომადგენლებთან.

ზალკალიანის ინფორმაციით, შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების ყველა მიმართულება. ასევე, ისაუბრებენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე.

"საუბარი იქნება ვილნიუსის სამიტის სამზადისზეც, ასევე, ჟენევის მოლაპარაკებებსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე", - აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ვიზიტები და შეხვედრები ვილნიუსის სამიტის სამზადისის ფარგლებში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.