ყვითელი გვერდი
ტარიელ სუარი: მეჭიაურო რომ არა თქვენი ასაკი, იას ხსენების გამო თქვენი ყბაც იგივე ხვედრს გაიზიარებდა
ტარიელ სუარი: მეჭიაურო რომ არა თქვენი ასაკი, იას ხსენების გამო თქვენი ყბაც იგივე ხვედრს გაიზიარებდა

მეჭიაურო რომ არა თქვენი ასაკი, იას ხსენების გამო თქვენი ყბაც იგივე ხვედრს გაიზიარებდა, - ია ფარულავას მეუღლე, ტარიელ სუარი თამაზ მეჭიაურის კომენატარს ეხმაურება.

„ბატონო მეჭიაურო თქვენი თანამდებობიდან გამომდინარე ნამდვილად არ გაგიჭირდებათ გერმანიის სასამართლოში გადაამოწმოთ საქმე, რომლის მიხედვითაც ოდესღაც ერთერთ წარუმატებელ ადამიანს მოვატეხე ყბა, რის შედეგადაც მან უკეთესად დაიწყო საკუთარი საქმის კეთება. რომ არა თქვენი ასაკი, იას ხსენების გამო თქვენი ყბაც იგივე ხვედრს გაიზიარებდა.
თქვენ არა მხოლოდ ბატონი ბიძინას სახელს არცხვენთ, არამედ მთელი პარტიისას! ამ ასაკში არ გეკადრებათ ასეთი რამ! 
რაც შეეხება ფადი ასლს. საქართველოში მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ, თუნდაც ჩვენი ქვეყნის სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ურიგო არ იქნებოდა ქართულად საუბარი მაინც ესწავლა,“ - წერს ტარიელ სუარი სოციალურ ქსელში.

საქართველოს ვაჭრობის საერთაშორისო პალატის პრეზიდენტმა, ფადი ასლიმ თამაზ მეჭიაურის შესახებ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

„თამაზ მეჭიაური ერთ ძველ აღმოსავლურ ანდაზას მაგონებს: „სულთნის ძაღლს თავი სულთანი ეგონაო,“ - წერს ფადი ასლი.

ფადი ასლის საპასუხოდ კი უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა დააკომენტარა: „შენ იმის ასლადაც ვერ გამოდექი, რაც იას სჭირდება...“ - წერს მეჭიაური.