ყვითელი გვერდი
თინა კანდელაკი: ჩემს სოფელში ყოველი მეორე ბიჭი მესის ჰგავს
თინა კანდელაკი: ჩემს სოფელში ყოველი მეორე ბიჭი მესის ჰგავს

„იმერეთში, ჩემს სოფელში, ყოველი მეორე ბიჭი მესის ჰგავს“- ამის შესახებ „მატჩ ტვ"-ის გენერალურმა პროდიუსერმა თინა კანდელაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ლიონელ მესის ყურებისას ბავშვობა ახსენდება და არგენტინელი ფეხბურთელი ამიტომ უყვარს.

„ჩემს მშობლიურ  სოფელ ზვარეში ყოველი მეორე ბიჭი მესის ჰგავს. ეს სოფელი თბილისიდან მოშორებით, იმერეთში მდებარეობს. როდესაც ლეოს ვუყურებ ჩემი ბავშვობა მახსენდება, ამიტომაც მიყვარს ის. იქნებ მესიც ქართველია? კიდევ ერთი შვილი რომ მეყოლოს, მისნაირს ვისურვებდი. “ - ამბობს თინა კანდელაკი.
 

წყარო