ყვითელი გვერდი
ჯანეტ ქერდიყოშვილი: კაცისა და ქალის ღალატი განხილვის თემა არ უნდა იყოს - ეს არის ორი სხვადასხვა დანაშაული
ჯანეტ ქერდიყოშვილი: კაცისა და ქალის ღალატი განხილვის თემა არ უნდა იყოს - ეს არის ორი სხვადასხვა დანაშაული

„კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და  ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ არის ამორალური. იმიტომ რომ ის ისევ და ისევ დედაა!"  - ამის შესახებ მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა „მარაოს" გადაცემა "სელფში" ისაუბრა. 
 

მის საქართველო 2013-ის ტიტულის მფლობელს მამაკაცთან  თანაბარუფლებიანობის პრეტენზია არ აქვს. მისივე თქმით, კაცს უფრო მეტად უნდა უყვარდეს ცოლი, ვიდრე ცოლს ქმარი. ქერდიყოშვილის თქმითვე მისი მომავალი მეუღლე ეთნიკურად ქართველი უნდა იყოს.

„თუ მეყოლება ჩემი მეორე ნახევარი, ის აუცილებლად უნდა გახდეს შემდგომ უკვე ჩემი მეუღლე. მეუღლეს უფრო უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, ვიდრე ცოლს ქმარი. ცოლის შემთხვევაში მე მაინც ვთვლი, რომ მას ისედაც ეყვარება თავისი შვილების მამა"

"არიან ისეთი ქალები, რომლებისთვისაც აუცილებელია თანასწორი უფლებები ჰქონდეთ: - მეც უნდა მქონდეს ჩემი აზრი, უნდა შემეძლოს ამის თქმა და შენ მე უნდა მომისმინო ან დამიჯერო... მე მართლა არა მაქვს ამაზე პრეტენზია. ზოგი ამბობს, რომ ქალმა აუცილებლად უნდა იმუშაოს. არც ამაზე მაქვს პრეტენზია, რა თქმა უნდა ქალს უნდა ჰქონდეს თავისი საქმე, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, რომ ქალიც უნდა მუშაობდეს ზუსტად იმდენს, რამდენსაც მუშაობს მამაკაცი".

"ახლა რომ ვიყვირო და ვთქვა, რომ ღალატს კაცს არასდროს ვაპატიებ და როგორც კი გავიგებ, წავალ სახლში ჩემი სამი შვილით, არა, ამას არ ვიზამ! როგორ?! ეს თუ გააკეთე, ე.ი შენ ხარ ეგოისტი"

"არც უნდა იყოს განხილვის თემად ქალის ღალატი და კაცის ღალატი, ეს არის ისეთი ორი სხვადასხვა დანაშაული, რომ ვერც შევადარებ, იმიტომ, რომ კაცის "გაგულავება" და ღალატი არის სულ სხვა რაღაც და ნუ ქალის, ეგ უკვე ღალატი არაა, ეგ არის ამორალური. იმიტომ რომ ის ისევ და ისევ დედაა!".

"არ დამიშვია არასდროს, რომ არაქართველს გავყვები. ჩემი დიდი სურვილია, რომ მე მაინც გავყვე ნამდვილ, ქართველ მამაკაცს, ქართული გვარით",  განაცხადა მოდელმა.