ყვითელი გვერდი
გიგი უგულავა: მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ
გიგი უგულავა: მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ

გიგი უგულავა და მისი მეუღლე ლელა კილაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმებით მიიღეს და ის დიდი ხნის განმავლობაში მწიფდებოდა.

„მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა- მოთქმა. 


მოკლედ, მე და ლელამ 6 წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ, გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის განმავლობაში  მწიფდებოდა და ურთიერთშეთახმებით მივიღეთ.

ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს.» - წერს გიგი უგულავა.