ყვითელი გვერდი
„ლელა კილაძე ამჟამად ლონდონში სამკურნალოდ იმყოფება, რათა ნარკოტიკებზე აღარ იყოს დამოკიდებული. მკურნალობის ხარჯებს კეზერაშვილი იხდის, დღეში 300 ევროს“
„ლელა კილაძე ამჟამად ლონდონში სამკურნალოდ იმყოფება, რათა ნარკოტიკებზე აღარ იყოს დამოკიდებული. მკურნალობის ხარჯებს კეზერაშვილი იხდის, დღეში 300 ევროს“

„ლელა კილაძე ამჟამად ლონდონში სამკურნალოდ იმყოფება, რათა ნარკოტიკებზე აღარ იყოს დამოკიდებული. მკურნალობის ხარჯებს კეზერაშვილი იხდის, დღეში 300 ევროს,“ - ამის შესახებ სტატიას „კვირის ქრონიკა“ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.

„რაც გიგი უგულავა დააპატიმრეს, ლელა კილაძეზე არცთუ კარგი ხმები დადიოდა... მოკლედ, ღალატობსო, ნარკოტიკებს ეძალებაო, ზომაზე მეტს სვამსო...სანამ უგულავა ამ წერილს (მეუღლესთან დაშორებასთან დაკავშირებით) დაწერდა, როგორც წყარო ამბობს, რამდენიმე მამალი „ნაციონალი“ ყოფილა მასთან შესული, გოკა გაბაშვილის მეთაურობით. სწორედ მათ უთქვამთ, ეგ ქალი ისე იქცევა, შენს იმიჯს ლახავს, ნამდვილად აღარ შეგეფერება, საერთოდ გაიბანძა თავი და ოფიციალურად უნდა გაშორდეო,“ - წერს „კვირის ქრონიკა“.

როგორც ინკოგნიტო წყარო აცხადებს, გიგიმ ისედაც დაახლოებით იცოდა ეს ამბავი და როცა ის ერთი დღით გაუშვეს ციხიდან, მაშინ ფაქტობრივად დამთავრებული იყო დიდი სიყვარულის ამბავი.

„ლელა კილაძე ამჟამად ლონდონში იმყოფება სამკურნალოდ, რათა ნარკოტიკებზე აღარ იყოს დამოკიდებული. მკურნალობის ხარჯებს კეზერაშვილი იხდის, დღეში 300 ევროს. ძებნილ მილიონერს ისიც კი უთქვამს, უკვე შემჭამეთ თქვენი პრობლემებითო, ეს ბოლო იქნებაო. კლინიკიდან მაქვს ინფორმაცია, ექიმებს უთქვამთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშიაო,“ - აცხადებს წყარო.