პოლიტიკა
,,ნაციონალების კარნახის გარეშე მოვაგვარებ მავთულხლართების პრობლემას"
,,ნაციონალების კარნახის გარეშე მოვაგვარებ მავთულხლართების პრობლემას"

ნინო ბურჯანაძე დავით ბაქრაძის განცხადებას ეხმაურება. პოლიტიკოსმა მოუწოდა ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს, რომ ერთი დღით შეწყვიტონ წინასაარჩევნო კამპანია და სოფელ დვანში ჩავიდნენ.

„დავით ბაქრაძემ ხალხს ისიც მოუწოდა, დანა–ჩანგალი აიღეთ ხელში და ისე დაიცავით საქართველოო. წესიერად მოქცეულიყვნენ ეგ და მისი პრეზიდენტი და დვანში არ ვიქნებოდით ახლა ჩასასვლელები. მე მათი კარნახის გარეშე გავაკეთებ ყველაფერს ისე, რომ მავთულხლართები საქართველოში აღარასდროს აღარ იყოს. როცა არჩეული ვიქნები პრეზიდენტად აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის და რუსეთთან მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოვაგვარებ ამ პრობლემას.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.