სამართალი
ბაჩო ახალაია: ,,პროკურატურა პროცესიდან გარბის"
ბაჩო ახალაია: ,,პროკურატურა პროცესიდან გარბის"

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრის საქმის გასაცნობად და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად პროკურორმა პროცესის გადადება ისევ მოითხოვა. ამასთან დაკავშირებით ბაჩო ახალაია კომენტარს აკეთებს:

,,ეჭვი მეპარება, რომ პროცესის გადადება ეს პროკურორის გადაწყვეტილება იყოს. ასე გადადებით შეიძლება, პროცესი უსასრულობამდე გავაგრძელოთ. ყველას გაგვიგია, როცა ბრალდებული არიდებს ხოლმე თავს, დაკითხვას, პროცესზე მისვლას, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი უკუღმაა, პროკურატურა გაგვირბის პროცესიდან. თუ მზად არ არიან, მაშინ თავი დაანებონ პროკურორობას".

მოსამართლემ პროკურორს საქმის გასაცნობად და დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად ერთი კვირა მისცა, პროცესი 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე განახლდება.

ბაჩო ახალაიას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გულისხმობს.