პოლიტიკა
"არ ავყვებით მოვლენებს და აგრესიას აგრესიით არ ვუპასუხებთ"
"არ ავყვებით მოვლენებს და აგრესიას აგრესიით არ ვუპასუხებთ"

"ჩვენ არ ავყვებით მოვლენებს და აგრესიას აგრესიით არ ვუპასუხებთ. რაც უფრო მკაფიო და ცალსახა იქნება საქართველოს პოლიტიკა, არ აყვეს პროვოკაციებს, მით უფრო მყარი იქნება როგორც ევროპის, ისე დასავლეთის მხარდაჭერა",- ასე ეხმაურება პაატა ზაქარეიშვილი დიცსა და დვანში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, თუ ემოციებს არ ავყვებით, ჩვენი პრინციპულობა და სიმშვიდე თმაგად დაგვიბრუნდება.

" მართალია, საფუძველი გვაქვს და ბუნებრივია, შეუძლებელია ემოციების დამალვა, მაგრამ კარგად ვაცნობიერებთ, იმ ზარალს, რომელიც აგვისტოს ომში ათასობით ადამიანმა მიიღო. ამიტომ, არ უნდა დავუშვათ მსგავსი რამ. სწორედ ჩვენი რესურსით, სიმტკიცით და მსოფლიო მხარდაწერით გვინდა, რომ გამყოფი საზღვრის გასწვრივ მოსახლეობას შევუქმნათ ღირსეული ცხოვრების პირობები,"-განაცხადა ზაქარეიშვილმა.