Berberis-ის რჩევები
როგორ დავიბანოთ თავი ისე, რომ თმა არ დავიზიანოთ? - ყოველდღიური რჩევები Berberis-ისგან
როგორ დავიბანოთ თავი ისე, რომ თმა არ დავიზიანოთ? - ყოველდღიური რჩევები Berberis-ისგან

თმა დაგიზიანდათ? თან მტვრევადიც გახდა?  მოცულობას უჩივით? ფერიც გახუნებულია? - ეს მარტო თქვენი პრობლემა არაა.  არსებობს სიტუაციის გამოსწორების ძალიან მარტივი მეთოდი - თავის სწორად დაბანა.

როგორც აღმოჩნდა, ძალიან ბევრი რამ სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად  იბანთ თავს. მნიშვნელობა აქვს შამპუნის რაოდენობას, წყლის ტემპერატურას, თმის გაშრობის მეთოდს და თმის საშრობის გამოყენების წესების ცოდნას.

და მაინც, როგორ უნდა დაიბანოთ თავი სწორად და რამდენად მოსახერხებელია ეს  სახლის პირობებში? - სილამაზის სალონი berberis-ი დღეს მარტივ და ორიგინალურ რჩევებს გთავაზობთ.

 

დაიმახსოვრეთ!!!

1. შამპუნი მცირე რაოდენობით უნდა გამოიყენოთ

არსებობს ერთი ძირითადი წესი - რაც ნაკლებ შამპუნს გამოიყენებთ თავის დაბანის დროს, მით ნაკლებად დაიზიანებთ თმას. ბევრი შამპუნი თმას ამძიმებს და აშრობს. ყველაზე მარტივი წესი: გახსენით ერთი ჩაის კოვზი შამპუნი ერთ ჭიქა თბილ წყალში და დოზა მზადაა.

 

2. თავი ყოველთვის თბილი ან გრილი წლით უნდა დაიბანოთ

კარგად ჩამოიბანეთ შამპუნი თბილი ან გრილი წყლით. ცხელი წყალი თმას აშრობს და ქერტლის გაჩენასაც უწყობს ხელს.  შემდეგ კი შეგიძლიათ ბალზამი გამოიყენოთ.  

 

3. დაბანის შემდეგ თმა პირსახოცით კი არ უნდა გაიმშრალოთ, ოდნავ უნდა შეიშროთ

სველი თმა ძალიან მგრძნობიარეა. თუ ჩამობანის შემდეგ მას პირსახოცში მჭიდროდ და დიდი ხნით გაახვევთ და/ან თმის გაშრობას რაიმე მსგავსი ხერხით შეეცდებით, შეიძლება, თმა დაიზიანოთ. რჩევა: პირსახოცი თავზე მხოლოდ 4 წუთით უნდა შემოიხვიოთ, ამ პერიოდში ის სითხეს შეიწოვს და საკმარისად შეშრება.

 

4. ფრთხილად დაივარცხნეთ

დაბანის და პირსახოცით შეშრობის შემდეგ თმებს განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა მოვექცეთ. მით უმეტეს, თუ მისი სიგრძე საკმაოდ შთამბეჭდავია. ამისთვის მსხვილკბილანებიანი სავარცხელი უნდა გამოიყენოთ. თმა ძალიან ფრთხილად უნდა დაივარცხნოთ, ისე, რომ თმის სტრუქტურა არ დააზიანოთ. პროფესიონალი სტილისტები თმის დავარცხნას ბოლოდან გვირჩევენ. შემდეგ ნელ-ნელა უნდა ახვიდეთ ძირებამდეც.

პირსახოცით შეშრობის შემდეგ თმას  საშრობი, ანუ ე.წ. „ფენი“  უნდა მიახმაროთ. ტემპერატურის რეჟიმი ოდნავ თბილი უნდა იყოს და გამოყენების დრომ 20 წუთს არ უნდა გადააჭარბოს, „ფენი“ კი თავისგან 15-20 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული.  ასე გაშრობის დროს  თმას ნამდვილად არ დაიზიანებთ.

 

ვარცხნილობა  კი შეგიძლიათ უკვე პროფესიონალ სტილისტებს მიანდოთ.

 

სილამაზის სალონი berberis  ყოველთვის მზადაა, გემსახუროთ

 


მის. ილია ჭავჭავაძის გამზირი 52

ტელ: 568 00 14 34

facebook

 


იხ.  „რომ არ გადავიღალო, უფრო გადამღლელი იქნება ალბათ“ – „შოფინგის“ ალტერნატივა, ანუ რა საერთო აქვს კოწახურს თმის ვარცხნილობასთან?