Berberis-ის რჩევები
გაიკეთეთ ეს იაპონური ნიღაბი კვირაში ერთხელ და თქვენი სახიდან 10 წელი გაქრება - Berberis-ის რჩევები
გაიკეთეთ ეს იაპონური ნიღაბი კვირაში ერთხელ და თქვენი სახიდან 10 წელი გაქრება - Berberis-ის რჩევები

ოდესმე გიფიქრიათ, რატომ გამოიყურებიან იაპონელი ქალბატონები ასე კარგად? ისინი ხომ სახის ელასტიურ კანს, მოხდენილ ფიგურას და ჯანმრთელ თმას ბოლომდე ინარჩუნებენ. და მაინც, როგორ ახერხებენ ამას? სპეციალისტების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს ბუნების საჩუქარია, მეორენი კი ამას განსაკუთრებულ კვებას და თავის მოვლის განსაკუთრებულ საშუალებებს მიაწერენ.

ალბათ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც არცერთი მხარე არ ტყუის.

და თუ მათი მაგალითით ვიმსჯელებთ, სახის კანის მოვლისთვის აუცილებლად ნატურალური კომპონენტები უნდა გამოვიყენოთ. ერთ-ერთი მათგანი ბრინჯია.

ტრადიციულა გეიშები ბრინჯის ნახარშს თმის და თავის კანის დასარბილებლად იყენებდნენ.

სასურველი ეფექტის მისაღწევად, იაპონელები ბრინჯის ფქვილს პატარა ტომარაში ყრიდნენ, ცხელ წყალში ასველებდნენ, შემდეგ ჯამის თავზე დაკიდებდნენ და ჩამოწურული წყლით ბანაობდნენ.

ბრინჯი კანს კვებავს, იცავს და ნაოჭების გაჩენას უშლის ხელს.

ბრინჯის ნიღბების დამზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელია. ასეთი ნიღბები სახეს უფრო გლუვს და ხავერდოვანს ხდის. აი, ერთ-ერთი მათგანის რეცეპტიც.

 

იაპონური ნიღაბი სახისთვის

ინგრედიენტები

3 სუფრის კოვზი ბრინჯის ფქვილი

2 სუფრის კოვზი თაფლი

1 სუფრის კოვზი ნაღები

 

კარგად აურიეთ ერთმანეთში ინგრედიენტები. წაისვით სახეზე, ყელზე და დეკოლტეს ადგილებში. გაიჩერეთ 30 წუთი და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ წყლით, უკეთესია, თუ მინერალურ წყალს გამოიყენებთ.

ასეთი ნიღბის გაკეთება 7 დღეში ერთხელ არის რეკომენდირებული და ეს პროცედურა კანის ყველა ტიპისთვის არის მისაღები.

და კიდევ, ცოტამ თუ იცის, რომ იაპონელების სილამაზის მთავარი საიდუმლო ხასიათია. ისინი თვლიან, რომ ცუდი განწყობა იმუნიტეტს აქეითებს და ცხოვრებას ამოკლებს, ამიტომ ყოველთვის ხალისიანი განწყობის შეარჩუნებას ცდილობენ.  ასე რომ, მიბაძეთ და რაც შეიძლება ხშირად გაიღიმეთ.   

 

თქვეს კარგ განწყობაზე კი ჩვენი სპეციალისტებიც იზრუნებენ. ასე რომ, გვეწვიეთ!


მის. ილია ჭავჭავაძის გამზირი 52

ტელ: 568 00 14 34

facebook

berberis