Berberis-ის რჩევები
მარილი - ლამაზი სახის კანის საიდუმლო - Berberis-ის რჩევები
მარილი - ლამაზი სახის კანის საიდუმლო - Berberis-ის რჩევები

პილინგი - სახის გაახალგაზრდავების ეფექტური მეთოდი. პროცედურა სახის კანს მკვდარი უჯრედებისგან ათავისუფლებს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. თანამედროვე კოსმეტიკა პილინგის სახლში ჩატარების საშუალებასაც იძლევა. ასეთი პროცედურა ეფექტური და სასარგებლოა სახის კანისთვის. რაც მთავარია, ის იაფი ინგრედიენტისგან, მარილისგან მზადდება.

 

მომზადების წესი

ერთმანეთში კარგად აურიეთ 1-2 სუფრის კოვზი ცხიმიანი ნაღები  ან არაჟანი  და 1 ჩაის კოვზი მარილი (ექსტრა).

 

გამოყენების წესი

მიღებული მასა სახეზე ფრთხილად დაიტანეთ და მსუბუქი მასაჟით, წრიული მოძრაობებით,  გადაინაწილეთ. მოარიდეთ თვალების გარშემო ზონას.  შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თხელი და მშრალი კანისთვის ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და 1 ჩაის კოვზი მარილი (ექსტრა) აურიეთ.

თუ სახის კანი ნაზი და მგრძნობიარეა, მაშინ მარილის ნაცვლად საჭმლის სოდა გამოიყენეთ.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პილინგის შემდეგ სახეზე დამატენიანებელი კრემი უნდა წაისვათ, მაგრამ ეს პროცედურიდან ერთი საათის შემდეგ უნდა გააკეთოთ.  

მარილის პილინგი ეფექტურია როგორც პირდაპირი დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში,  ასევე მზის ან/და პიგმენტურ ლაქების ნაწილობრივ მოსაცილებლად.  

 

უფრო ეფექტური პროცედურისთვის კი Berberis-ი სილამაზის სალონში გეპატიჟებათ, სადაც თქვენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოგემსახურებიან.

 


მის. ილია ჭავჭავაძის გამზირი 52

ტელ: 568 00 14 34

facebook

berberis