Berberis-ის რჩევები
როგორ გავზარდოთ მოცულობა და რა მოვუხერხოთ დაუმორჩილებელ თმას? - Berberis-ის რჩევები
როგორ გავზარდოთ მოცულობა და რა მოვუხერხოთ დაუმორჩილებელ თმას?   - Berberis-ის რჩევები

თმის მოცულობის გაზრდა  არა მარტო სპეციალური კოსმეტიკური საშუალებებით (მაგალითად კონდიციონერით), არამედ თავის მინიმასაჟითაც არის შესაძლებელი. ამისთვის თავი წინ უნდა დახაროთ და მასაჟი ორი წუთის განმავლობაში ხელის თითებით კისრიდან შუბლის მიმართულებით გაიკეთოთ.

 

მოცულობის გაზრდა თხელი და რბილი თმისთვის

იმისთვის, რომ მოცულობა თხელ და რბილ თმას მივანიჭოთ, კვერცხის გულისა და ზეითუნის ზეთის გამოყენება უნდა სცადოთ. ინგრედიენტები ერთმანეთში უნდა აურიოთ და დაბანამდე თმებზე წაისვათ. შემდეგ  ცელოფნით კარგად შეიფუთოთ და  პირსახოციც მოიხვიოთ.   ნიღაბი 10 წუთის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ.

 

როგორ შევინარჩუნოთ ტალღოვანი თმის ბუნებრივი ფორმა?  

იმისთვის, რომ ტალღოვანმა თმამ ბუნებრივი იერი შეინარჩუნოს, მხოლოდ ხვეული თმის შამპუნი არაა საკმარისი. პირიქით,  ასეთი შამპუნების ხანგრძლივმა გამოყენებამ, შესაძლოა, თმის სტრუქტურაზე უარყოფითადაც კი იმოქმედოს და  თმა უსიცოცხლო და გამოფიტული გახადოს. სასურველი შედეგის მისაღწევად კი ძალიან მარტივი მეთოდი არსებობს - შამპუნი ხშირად უნდა ცვალოთ და ყოველ მეორე ჯერზე თმა ჩვეულებრივი და არა სპეციალური საშუალებით ჩამოიბანოთ.

როგორ დავიმორჩილოთ დაუმორჩილებელი თმა

იმისთვის, რომ დაუმორჩილებელი თმა მორჩილად ვაქციოთ, ხელის კრემი ხელის გულებზე უნდა წავისვათ და თმას ზედაპირულად, ოდნავი შეხებით გადავუსვათ.  ეფექტი მაშინვე შესამჩნევი გახდება - ასე თმა არც გაცხიმიანდება და ისეთ ფორმასაც მიიღებს,  რომლის მიღწევაც ასე ძალიან გინდოდათ.

 

არსებობს სხვა გამოსავალიც, შეგიძლიათ თქვენი თმა ჩვენს პროფესიონალ სტილისტებს მიანდოთ.

სილამაზის სალონი berberis  ყოველთვის მზადაა, გემსახუროთ


მის. ილია ჭავჭავაძის გამზირი 52

ტელ: 568 00 14 34

facebook