Berberis-ის რჩევები
3 ინგრედიენტი და საკუთარ თავსაც ვერ იცნობთ - როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები სახლის პირობებში
3 ინგრედიენტი და საკუთარ თავსაც ვერ იცნობთ - როგორ მოვიშოროთ შავი წერტილები სახლის პირობებში

შავი წერტილები, ანუ   უსიამოვნო ფაქტი, რომელიც სახის კანზე ჩნდება, არცთუ ცოტა ქალს აწუხებს. ამაში დამნაშავე კი დაბინძურებული ჰაერი, არასწორად შერჩეული სახის მოვლის საშუალებები და ორგანიზმის ბუნებრივი უნარია, რომელიც ფორებში მტვრის დაგროვებას უწყობს ხელს. თუმცა არსებობს ხერხი, რომელიც იაფად  და ხარისხიანად მსუბუქი პილინგის ჩატარების საშუალებას იძლევა.  ამ პროცედურის შემდეგ თქვენს კანს მკვდარი უჯრედებიც მოშორდება და შავი წერტილებიც.

თუ მშრალი კანი გაქვთ, პროცედურის დამთავრებისთანავე აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი.  

 

ინგრედიენტები

3 სუფრის კოვზი კბილის პასტა

1 სუფრის კოვზი მარილი

3 ნატეხი ყინული

 

 

მომზადება

კარგად აურიე ერთმანეთში კბილის პასტა და მარილი, წაისვი სახეზე და მსუბუქი და წრიული მოძრაობით გაიკეთე  მასაჟი. ყურადღება მიაქციე ყველა პრობლემურ ზონას. მარილი მკვდარ უჯრედებს მოგაცილებთ, ხოლო კბილის პასტა კარგად გაგისუფთავებთ ფორებს და მოგაშორებთ შავ წერტილებს.

მშრალი ქაღალდის სალფეტკებით გაისუფთავეთ კანი და შემდეგ კარგად გაიწმინდეთ ყინულით. ეს უკანასკნელი კრავს ფორებს და ტონუსში მოჰყავს სახის კანი.


დამატებითი პროცედურებისთვის კი გვეწვიეთ!

 

სილამაზს სალონი „Berberis”  თქვენს სამსახურშია


მის. ილია ჭავჭავაძის გამზირი 52

ტელ: 568 00 14 34

facebook