Berberis-ის რჩევები
რა კავშირი აქვს თმას კოსმოსთან? - იდეალური ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნებისთვის
რა კავშირი აქვს თმას კოსმოსთან? - იდეალური ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

 

რთულ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნა თურმე სწორად შერჩეული ვარცხნილობითაც ყოფილა შესაძლებელი, რომელიც ჩვენ წარმატებების მიღწევასა და პრობლემების დაძლევაში დაგვეხმარება. იდეალურ ვარცხნილობას კი ჩვენივე ზოდიაქოს ნიშნები გვიკარნახებენ.  

თევზები

ამ ნიშნის წარმომადგენლები მშვიდობისა და ჰარმონიის მოყვარულები არიან. მათთვის მოკრძალებული ვარცხნილობაა ზედგამოჭრილი. მაგალითად, „კარე“, ასევე აკურატული ვარცხნილობა ე.წ. „დაუთოებული“ თმის ეფექტით. მოკლე ვარცხნილობები ოდრი ჰეპბერნის სტილში  თევზებს ძალიან დახვეწილ და შეუდარებელ ქალებად აქცევს. ძალიან უხდებათ  წაბლისფერი, თაფლისფერი და ღია ყავისფერი თმა. ამ სტილის ვარცხნილობები ეხმარება ამ ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულებს კოსმოსთან კავშირის დამყარებაში, შინაგანი ჰარმონიის მოპოვებასა და ჯანრთელობის გაუმჯობესებაში. ასტროლოგები თევზებს ნაწნავების ტარებასაც ურჩევენ, რადგან კოსმოსურ ენერგიის ნაკადებს სწორედ ჩაწნული თმა აერთიანებს.

მერწყული

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ძალიან კარგად გრძნობენ მოდის ახალ მიმართულებებს. მათთვის არ არსებობს მკაცრი წესები ვარცხნილობის კუთხით, მთავარია, რომ  იყოს ექსტრავაგანტული, ორიგინალური და უპასუხოს თანამედროვე მოდის მოთხოვნებს. ვარცხნილობის ჰოროსკოპის მიხედვით მათთვის რეკომენდირებულია თმის შეღებვა ნათელ და უჩვეულო ფერებში.  მერწყულებს უხდებათ გრძელი და საშუალო სიგრძის თმები. როგორც ტალღოვანი, ასევე იდეალურად სწორი, რომელიც, როგორც წესი,  „თმის უთოს“ საშუალებით მიიღწევა. მერწყულის სტილის ვარცხნილობა ნებისმიერი წამოწყებისთვის იქნება წარმატებული, ის ხელს უწყობს ადამიანებს შორის კონტაქტის დამყარებას. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ის სისხლძარღვებს და არტერიასაც აკონტროლებს.

 

თხის რქა

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვარცხნილობაში სიმკაცრე და თავშეკავებულობა ურჩევნიათ. ჩვეული ვარცხნილობა - სწორი თმა საშუალო სიგრძის „ჩოლკით”იდეალური ვარიანტი იქნება. საღამოებისთვის, შეხვედრებისა და საზეიმო ცერემონიალებისთვის შეიძლება ვარცხნილობაში ოდნავი უწესრიგობაც შეიტანონ -  „აჩეჩილი“ თმები, დაუმორჩილებელი კულულები და ა.შ. თხის რქისთვის ყველაზე კარგი ვარცხნილობა ისაა, რისი გაკეთებაც სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. გრძელი თმა კი ბენდენის ქვეშაც შეიძლება დაიმალოს, ეს კარიერაზე კონცენტრირების საშუალებას იძლევა.  თხის რქას ასეთი ვარცხნილობები ხელს  მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში შეუწყობს.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ხასიათის განსკაუთრებულობაა თავისუფლება და დინამკურობა. ეს ყველაფერი რომ ვარცხნილობაში აისახოს, რეკომენდირებულია მსუბუქი "საფეხურეობრივი" ვარცხნილობა საშუალო სიგრძის თმაზე. თუ ბუნებრივად ხეული თმა არ გაქვთ, ის შეიძლება ოდნავ დაიხვიოთ ბოლოებში. მშვილდოსნები უპირატესობას ანიჭებენ თავშეკავებულ სტილს, გაურბიან უკიდურესობას,  ზედმეტ სიკაცრეს და ექსტრავაგანტულობას. მშვილდოსნები კარგად იგრძნობენ თავს როგორც მოკლე ვარცხნილობით, ასევე გრძელი, ბუნებრივად დავარცხნილი თმებით, ასეთი ვარცხნილობები ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს და საზოგადოებირივ და საქმიან სფეროში წარმატების მიღწევაში ეხმარება.

 

მორიელი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალბატონებისთვის სქელი, მძიმე თმაა დამახასიათებელი. ენერგიის ნაკადის აკუმულირებისთვის მორიელს გასწორებული თმის ტარებას ურჩევენ. მრავალ შესაძლებლობას იძლევა „კარე“,  რომლის სხვადასხვაგვარად დავარცხნაც მათი ცვალებადი ხასიათის მიხედვით არის შესაძლებელი. ამ ნიშნის ქალბატონებმა  თმის შესაღებად ნათელი, მდიდარი ფერები უნდა შეარჩიონ. ეს მათ   სექსუალურობას გაუსვამს ხაზს და სიტუაციას სასიყვარულო ფრონტზეც გააუმჯობესებს. მოკლედ შეჭრილი თმა კი მორიელების ცხოვრებას  ცეცხლს შემატებს.

 

სასწორი

ამ ნიშნის წარმომადგენლები უბრალო ვარცხნილობებს ანიჭებენ უპირატესობას. მათი იდეალური სტილი - კლასიკაა. ვარცხნილობა უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ ამავდროულად, მსუბუქი და მდიდრული. საუკეთესო ვარიანტია კასკადური სტილი საშუალო სიგრძის თმაზე. მთავარი კრიტერიუმები - უბრალოება და დახვეწილობა, ფერები - ღია, რბილი,  კასკადური ვარცხნილობა და კლასიკური მელირებული თმები.  ვარცხნილობის სრულყოფა,  გამრავალფეროვნება  და გაორიგინალურება შეიძლება მელირების, კოლორილების ან გარდამავალი ფერის დადების საშუალებით, მუქიდან ღიაში (თმის ძირებიდან ბოლოებისკენ). სასწორების კლასიკური სტილი ხელს უწყობს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს საჭირო ხალხთან კონტაქტის დამყარებაში, ეხმარება სწორი გადაწყვეტიელბის მიღებაში.

 

ქალწული

ქალწულის პედანტურობასა და შრომისმყარეობას ხაზს უსვამს აკურატული ვარცხნილობა. მათი მთავარი წესი არის უბრალო ვარცხნილობა. თმები უნდა იყოს სწორი და მბზინვარე, ამისთვის შეძლება გამოვიყენოთ სპეციალური კოსმეტიკური საშუალებები. ხვეული თმები კი საშუალო სიგრძიც ოქროსფერი ტონებით უნდა შევფეროთ. ასტროლოგების თქმით, ქალწულებისთვის თვისებრივია ბუნებრივი სილამაზის დამალვა  პარიკებით, შინიონებით, ხელოვნური კულულებით. ეს ეხმარება მათ დიდი სამუშაოს შესრულებაში, სწავლაში, ბიზნესში, აუმჯობესებს საჭმლის მონელების სისტემას. ქალწულებს ასტროლოგები თბილ ფერებს ურჩევენ და ოქროსფერი ტონის დადებას თმის ბოლოებზე.  ყურადღება უნდა დეთმოს თმის ბუნებრივი მბზინვარების შექმნას და შენარჩუნებას.

 

ლომი

ამ ნიშნის წარმოამდგენლებს ასტროლოგები „ფუმფულა“ თმის ტარებას ურჩევენ, რომელიც , ვიზუალურად, ლომის ფაფარის სიმბოლური გამოხატულება იქნება. თმები შეიძლება ერთ სიგრძეზე, ერთ ზოლად შეიჭრან, ხოლო შემდეგ თმის ფენის და სავარცხლის საშუალებით აიჩეჩონ. კიდევ ერთი კარგი ვარიანტი აჩეხილი ვარცხნილობაა. კულულების გაკეთება ფენის და მუსის აშუალებით არის რეკომენდირებული. ეს ვარცხნილობები ლომ-ქალბატონებს თავდაჯერებულობას მატებს, მათ ძალით და ცხოვრებისეული ენერგიით ავსებს.

კირჩხიბი

ამ ნიშანს სწორი და ხშირი თმა ახასიათებს. იდეალური ვარცხნილობაა - კარე, სწორი ან გრადუირებული. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის , შესაძლოა, თმაში დეკორატიული სამაგრის გაკეთებაც. ძველი დროიდან შეიმჩნევა , რომ მსგავსი ვარცხნილობები სხეულს დამატებით ძალას აძლევს, ჯანმრთელობას აუმჯობესებს. კირჩხიბი დიდი გენეტიკური მეხსიერებით ხასიათდება, ამიტომ სწორად შერჩეული ვერცხნილობით ისინი საკუთარ მშობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და ცხოვრების თანამგზავრის სწორად შერჩევას შეძლებენ.

ტყუპები

ტყუპების თავისუფლებასა და შემოქმედებითობას ხაზს ჰაეროვანი, მხრების სიგრძის თმის ვარცხნილობები გაუსვამს.  ტალღოვანი თმის შემთხვევაში,  თმას მოცულობა  კასკადური ვარცხნილობის საშუალებით უნდა მიეცეს.  სწორი თმებისთვის მოცულობის მიცემა მსუბუქი ქიმიით არის შესაძლებელი.  ვარცხნილობა ხასიათის მიხედვით სხვადასხვა საშუალებით უნდა გაკეთდეს. უნდა გამოიყენოთ მუსიც. ასეთი სტილი სამსახურში, სწავლასა და ადამიანებთან ურთიერთობაში წარმატების მიღწევაშ დაგეხმარებათ.

კურო

კურო-ქალბატონებს საშუალო სიგრძის ვარცხნილობები უხდებათ, უკან გადაწეული თმებით და მოშიშვლებული ყელიტ, მშვენიერი მოდური ვარიანატია გრადუირებული კარე. ამ ნიშნის ენერგია გულისხმობს თმის შეღებვას ნატურალური საშუალებებით ან ბალზამით თბილი ოქროსფერ ტონში, ასეთი ვარცხნილობა  თქვენს მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. გახსნილი ყელი და უკან გადაშლილი გრძელი კულულები გაჩვენებთ, რომ კურო სულაც არ არის უბრალო ქალი, ის  ძალიან ორიგინალური ვინმეა. ოქროსფერი ტონი მას იმის საშუალებას აძლევს, რომ ფლირტის მოყვარული, ოდნავ ცუღლუტი და ამოუცნობი, მაგრამ კეთილშობილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოს. სწორად შერჩეული ვარცხნილობა კუროს ენერგიას ჯანმრთელობის გგაუმჯობესებისა და ფინანსური წარმატებისკენ მიმართავს.

ვერძი

ძალიან ხშირად ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალებს ტალღოვანი თმა აქვთ. ამ ნიშნის ენერგია ძალიან ძლიერი, მაგრამ უმოძროა, რაც აუცილებლდ უნდა აისახოს  ვარცხნილობაზე. ყველაზე კარგად კი ვერძები თავს მოკლედ შეჭრილ თმაში გრძნობენ. მათი   ვარცხნილობა უნდა იყოს სპორტული, ან დინამიური.  ვერძებს კულულებიც უხდებათ, რომელიც  ფიქსირებისთვის გამოსაყენებელი საშუალებების გამოყენებით უნდა გაიკეთონ და და თავზე მსუბუქი შემოქმედებითი უწესრიგობაც. მოკლე ვარცხნილობა აახალგაზრდავებს თითქოს და პოზიტიური ენერგიით ავსებს. სწორად შერჩეული ვარცხნილობა ვერძებს რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნასა და გადაუჭრელი საკითხების გადაჭრაში ეხმარება.  

 

 

წარმატებებს გისურვებთ,

სილამაზს სალონი „Berberis”  


მის. ილია ჭავჭავაძის გამზირი 52

ტელ: 568 00 14 34

facebook