ყვითელი გვერდი
გურამ შეროზია: „თავაზიანად დავუდასტურე, რომ მე ვარ ის, ვინც ბანძ ბლოგებს წერს“
გურამ შეროზია: „თავაზიანად დავუდასტურე, რომ მე ვარ ის, ვინც ბანძ ბლოგებს წერს“

 „მზად ვარ ვიყო ლხინის მონაწილე - ნუ მოგერიდებათ, მოდით, მომახალეთ, მე ავიტან, თქვენ გაბრწყინდებით“ - ბლოგერი, გურამ შეროზია სხვების გაბედნიერების მოტივით შეურაცხყოფის ატანისთვის მზადაა.  

„გუშინ ჰელოუინზე, წითლად სახეშეღებილი, ზრდასრული, თან კომპაქტური გოგონა მოკუნტრუშდა, სახე ახლოს მომიტანა და ყურში ვნებიანად ჩამჩურჩულა:

- შენ ის არ ხარ, ბანძ ბლოგებს რომ წერ?


სულ სხვა ტექსტს ველოდი არა და… ჰოდა, მოკლედ და თავაზიანად დავუდასტურე. (რომ მე ვარ ის, ვინც ბანძ ბლოგებს წერს)

მერე ამაყად განაგრძო გზა და ნეტარად გაუელვა თავში, დილით როგორ მოუყვებოდა მეგობრებს, რომ აი ის გურამა თავის ადგილზე მოსვა (აი როგორც იმ ჟურნალისტმა ია ფარულავა)

ჰოდა, რისი თქმა მინდოდა: როცა ასეთი უმნიშვნელო რამეები - ბედნიერებას განიჭებთ, მზად ვარ ვიყო ლხინის მონაწილე. ნუ მოგერიდებათ, მოდით, მომახალეთ, მე ავიტან, თქვენ გაბრწყინდებით.

იქ, სადაც აგილერას კონცერტზე, ნასვამ მდგომარეობაში შებარბაცებულზე შემოფეთებული მზერა და აღმოხდენილი ფრაზა - "ფუ შეროზია" ავიტანე - სხვა ყველაფერსაც ავიტან :)))“- წერს გურამ შეროზია.