ak.ge
ყვითელი გვერდი
ზუზუ ბეჟაშვილი: მე გადასაგდები ადამიანი ნამდვილად არ ვარ, მთელ თბილისში თავი მომჭრეს… რეკლამები ვიშოვე, ვიმუშავე და ფსიქიურად დამშალეს... ნინო ჩხეიძემაც აღარ მიპასუხა
ზუზუ ბეჟაშვილი: მე გადასაგდები ადამიანი ნამდვილად არ ვარ,  მთელ თბილისში თავი მომჭრეს… რეკლამები ვიშოვე, ვიმუშავე და ფსიქიურად დამშალეს... ნინო ჩხეიძემაც აღარ მიპასუხა

„მთელ თბილისში თავი მომჭრეს… რეკლამები ვიშოვე, ვიმუშავე და ფსიქიურად დამშალეს” - მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი „ambebi.ge”-სთან სავარაუდო თაღლითობაზე საუბრობს, რომელიც ვინმე გიორგი ჯაფარიძემ „აფხაზეთის ხმის“ სახელით განახორციელა.

“დამიკავშირდა ვინმე გიორგი ჯაფარიძე, რომელმაც მითხრა, რომ "აფხაზეთის ხმის" ტელევიზიისთვის ამზადებდა გადაცემებს, რომლის წამყვანიც მე უნდა ვყოფილიყავი. შევთანხმდით ხელფასზე და გარკვეულ პირობებზე. ერთ საღამოში ვიღებ 1500 ლარს, მაგრამ მყავს დედა და ვიხდი ბინის ქირას, ამიტომაც დავთანხმდი მათ მიზერულ ხელფასზე, რომელიც ჩემი სტაბილური შემოსავალი იქნებოდა. მთელი თვის გადაცემები ჩავწერეთ, როცა მოვითხოვე ჩემი კუთვნილი ხელფასი, ეს გიორგი ჯაფარიძე ჯერ მატყუებდა, დღეს იქნება ხვალ იქნებაო, მერე მეუბნებოდა დედაჩემს, ციცის ეხებაო. მივწერე "აფხაზეთის ხმის" ხელმძღვანელს, ნინო ჩხეიძეს. თავდაპირველად მომწერა, - არ მითხრა ახლა, რომ შენც გადაგაგდოო, მაგრამ იმის შემდეგ, როცა მივწერე პასუხი,  ნინოსაც აღარ მოუწერია. მე გადასაგდები ადამიანი ნამდვილად არ ვარ. ამას გარდა მთელ თბილისში თავი მომჭრეს. ცნობილი ადამიანები მათ უარს ეუბნებოდნენ სტუმრობაზე, მე ყველა დამთანხმდა, მათ შორის ისეთი ადამიანებიც, ვინც არ დადის სატელევიზიო შოუებში და რა გამოვიდა, გადაცემა არ გადის ეთერში”- აღნიშნა ზუზუ ბეჟაშვილმა.

მისივე განმარტებით, "აფხაზეთის ხმასთან” კონტრაქტი არ გაუფორმებია, ამიტომ სამართლებრივი დავა გაუჭირდება.   


“ცუდად მოვიქეცი, კონტრაქტი არ გამიფორმებია მათთან, რეკლამები ვიშოვე, ვიმუშავე და ფსიქიურად დამშალეს... რომ გაგქურდავენ ისეთი გრძნობა მაქვს. ფაქტიურად ქუჩაში ვარ და ვიღაც გიორგიმ გადამაგდოს ეგრე, არ არის. ეს ორი ცალი ორუჯრედიანი ტიპი რას ემსახურება. სახლი მე არ მაქვს, მამა მე არ მყავს. "აფხაზეთის ხმამაც" უნდა მოთხოვოს პასუხი, თუ მისი სახელით სარგებლობენ. ეს რა ხერხია, ვერ მივხვდი”- განმარტავს მსახიობი.

ავტ. თამარ ბოჭორიშვილი
წყარო: ambebi.ge