სპორტი
წესები, რომლებიც ALL STAR-ის გამოკითხვაში ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად უნდა დავიცვათ
წესები, რომლებიც ALL STAR-ის გამოკითხვაში ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერად უნდა დავიცვათ

25 დეკემბრის საღამოს 20:00 საათიდან დაიწყო ნბა-ს ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის სასტარტო ხუთეულების შერჩვა. ყველას გვახსოვს, თუ რა ცოტა დააკლდა შარშან ზაზა ფაჩულიას, მოხვედრილიყო მსოფლიოს უძლიერეს კალათბურთელთა მატჩზე. ზაზას თავის ნომინაციაში მაშინ მხოლოდ კობი ბრაიანტმა, კევინ დიურანტმა და კავაი ლეონარდმა გადაასწრო.

ოლ სტარისთვის ხუთეულებს მხოლოდ გულშემატკივრები ირჩევდნენ, მაგრამ ნბა-მ წელს შერჩევის პროცედურაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გულშემატკივრების წილი შერჩევაში 50 % იქნება, ხოლო 25-25 პროცენტიანი წილი ექნებათ კალათბურთელებს და ჟურნალისტებს.

ზაზა ფაჩულია რომ შარშან ახლოს იყო ოლ სტართან, ეს ძირითადად ქართველების დამსახურება გახლდათ. მთელი საქართველო აქტიურად იყო ჩაბმული საარჩევნო პროცესში და Facebook-ით, Twitter-ით, ნბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდისა და google-ის საიტით ყოველდღიურად ხმას ალევდა ქართველ ცენტრს.

ფაჩულია ალბათ მოხვდებოდა ოლ სტარში, მის მხარდამჭერთა ნაწილს ხმის მიცემის წესები რომ ზუსტად დაეცვათ. არ შეიძლებოდა ხმის მიცემა დღეში (24 საათში) რამდენჯერმე, ასეთ შემთხვევაში ხმა ანულირდებოდა.

ამიტომ, ამგვარი რამ რომ თავიდან ავირიდოთ, პროცედურა, რომელიც შარშანდელის იდენტურია, ზუსტად უნდა დავიცვათ და ხმის მიცემა თითო სოციალური ქსელიდან ან საიტიდან, დღეში ერთხელ განვახორციელოთ. მაგალითად, ხმას რომ მივცემთ დილის 12:00 საათზე, მეორე დღის 12:01 საათამდე ეს აღარ გავაკეთოთ, რათა ზაზას ჩვენი 1 ხმა ჩაეთვალოს. შეგახსენებთ, რომ რეალურად, შესაძლებელია დღეში 4 ხმის მიცემა: Facebook-იდან, Twitter-იდან, Google-ის საძიებო სისტემიდან და nba-com-იდან (ან ამ საიტის ანდროიდისა და IOS-ის აპლიკაციიდან).

გაგაცნობთ ხმის მიცემის პროცედურის დეტალებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუკი ხმის მიცემის დროს მართლწერაში შეცდომა იქნება დაშვებული, ხმა არ დაფიქსირდება. გაგაცნობთ ხმის მიცემის პროცედურის დეტალებს. ხმის მიცემა შესაძლებელია 4 სხვადასხვა გზით.

1. Facebook-ის სტატუსად ვწერთ:  #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)
2. Twitter-ის სტატუსად ვწერთ: #NBAVOTE Zaza Pachulia (24 საათში ერთხელ)
3. Google-ის საძიებო ველში ვწერთ "NBA Vote All-Star". წარმოდგენილი გუნდებიდან ვირჩევთ Golden State-ს, მოთამაშეებიდან კი ზაზა ფაჩულიას და ვაძლევთ ხმას (24 საათში ერთხელ)
4. www.nba.com/vote ამ საიტით, ან მისი მობილური აპლიკაციით (24 საათში ერთხელ)

შენიშვნა: თუკი აკონტროლებთ ოთხივე სოციალურ ქსელს, შესაძლებლობა გაქვთ, დღეში 4 ხმა შემატოთ ზაზა ფაჩულიას აქტივს.

შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 25 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე.

დაუჭირეთ მხარი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანსა და ნბა-ს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, „გოლდენ სტეიტის“ ძირითად ცენტრს, რათა 2017 წლის 19 თებერვალს ნიუ ორლეანში დაგეგმილ „ყველა ვარსკვლავის“ მატჩში მიიღოს მონაწილეობა.

ხმის მიცემა გაგრძელდება 16 იანვრის ჩათვლით.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია



 




 

loading...
loading...