ak.ge
მსოფლიო   NEWS
საფრანგეთის პოლიციამ კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავა
საფრანგეთის პოლიციამ კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ საფრანგეთის პოლიციისა და კოსოვოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ჰარადინაი 1998-99 წწ-ში, კოსოვოს ომის დროს საველე მეთაური იყო. მისი დაკავების მიზეზი სამხედრო დანაშაულებებია.

რამუშ ჰარადინაი კოსოვოს პრემიერმინისტრის პოსტს 2004-2005 წლებში იკავებდა.


 

Propellerads
loading...