მსოფლიო   NEWS
"სტამბოლის ღამის კლუბზე თავდამსხმელი უიღური წარმოშობის მამაკაცია" - თურქეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი
"სტამბოლის ღამის კლუბზე თავდამსხმელი უიღური წარმოშობის მამაკაცია" - თურქეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი

თურქეთში, 1 იანვრის ღამეს, სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი უიღური წარმოშობის მამაკაცია. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ თურქეთის ვიცე პრემიერმინისტრის, ვეისი ქაინაქის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქაინაქის თქმით, ეჭვმიტანილმა, შესაძლოა, თურქეთის ტერიტორია უკვე დატოვა.

პოლიციამ ღამის კლუბზე თავდასხმაში მონაწილე ათობით ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა მთავარი ეჭვმიტანილი კვლავ იძებნება.

შეგახსენებთ, 1 იანვარს უცნობმა პირებმა სტამბოლის ერთ-ერთ ღამის კლუბში ცეცხლი გახსნეს, შემთხვევის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.


 

Propellerads
loading...
loading...