სპორტი
ALL STAR-ის შუალედური მონაცემების მიხედვით ზაზა ფაჩულია მე-2 ადგილზეა
ALL STAR-ის შუალედური მონაცემების მიხედვით ზაზა ფაჩულია მე-2 ადგილზეა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ALL STAR-ის შუალედური მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თავის კონფერენციაში ხმების რაოდენობით მე-2 ადგილზეა.

ზაზა ფაჩულიას ამ დროისთვის 439 675 ხმა აქვს და მხოლოდ "გოლდენ სტეიტიდან" თავისი თანაგუნდელი  კევინ დურანტი უსწრებს.

გასულ წლებში სასტარტო ხუთეულების გამოვლენა მხოლოდ გულშემატკივართა პრეროგატივა იყო, შერჩევის ახალი პრინციპის მიხედვით კი, ხმების 50% გულშემატკივართა აქტიურობიდან გამოავლენენ, ხოლო 25-25% კალათბურთელებისა და მედიის წარმომადგენლების ხმებით გადანაწილდება.

ქართველ გულშემატკივარს  ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერა 16 იანვრის ჩათვლით კვლავ შეუძლია.


 

 

Propellerads
loading...
loading...