მსოფლიო   NEWS
ერდოღანი: თურქეთის უსაფრთხოება ალეპოში და იდლიბში, კვიპროსზე, ნახიჩევანში, ბათუმში და ბალკანეთში იწყება
ერდოღანი: თურქეთის უსაფრთხოება ალეპოში და იდლიბში, კვიპროსზე, ნახიჩევანში, ბათუმში და ბალკანეთში იწყება

თურქეთის უსაფრთხოება ალეპოში და იდლიბში, კვიპროსზე, ნახიჩევანში, ბათუმში, ბალკანეთში იწყება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. 

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ტერორისტები თურქი ხალხის განადგურებას ცდილობენ, მაგრამ არ გამოუათ.

მისი თქმით, ის ვინც თურქეთს „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმაში ადანაშაულებდა, დღეს ანკარასგან ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტას ითხოვს.

„საინტერესოა ის, რომ ვინც ადრე თურქეთს ურცხვად ბრალს დებდა „დაეშის“ წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმაში, დღეს ანკარასგან ითხოვს ანტიტერორისტული ოპერაციის შეწყვეტას. მაგრამ, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი საფრთხეებს თვითონ გაუმკლავდება.

„ჩვენ ძირშივე უნდა გავანადგუროთ თურქეთის მიმართ საფრთხეები. ერთი წუთითაც არ უნდა დავივიწყოთ, რომ თურქეთის უსაფრთხოება არა გაზიანთეფის, ჰათაის, ყარსის ან ართვინის პროვინციებში იწყება, არამედ სირიის ალეპოში და იდლიბში, კვიპროსზე, ნახიჩევანში, ბათუმში და ბალკანეთში“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.


 

Propellerads
loading...
loading...