მსოფლიო   NEWS
ფლორიდის აეროპორტში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - ეჭვმიტანილი დაკავებულია
ფლორიდის აეროპორტში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - ეჭვმიტანილი დაკავებულია

აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ფორტ-ლოდერდეილის საერთაშორისო აეროპორტში შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შემთხვევის შედეგად დაშავდა ექვსი ადამიანი.

BBC-ის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერაყის ომის ვეტერანი, 26 წლის ესტებან სანტიაგოა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა.

სანტიაგო ალიასკისა და პუერტო-რიკოს ეროვნული გვარდიის ყოფილი წევრია. იგი ერაყში 2010 წლიდან 2011 წლის თებერვლამდე მსახურობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ეჭვმიტანილს ბრალდებები დაუმტკიცდა, მას სიკვდილით დასჯიან.

 




 

 
loading...
loading...