მსოფლიო   NEWS
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს
თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს

თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილი ხუთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საინფორმაციო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი მათგანი იმ პოლიციის სკოლის კურსანტია, სადაც ელჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილი სწავლობდა. მეხუთე ეჭვმიტანილი კი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის აქტივისტია.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციის თანახმად, 19 დეკემბერს ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, თურქეთში რუსეთის ელჩზე თავდასხმა და მკვლელობა გიულენმა დაგეგმა.

loading...