ak.ge
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე: პრემიერი ზრუნავს, რომ არასრულწლოვნებთან პროსტიტუციით ქართველი მამაკაცებიც დაკავდნენ
სერგი კაპანაძე: პრემიერი ზრუნავს, რომ არასრულწლოვნებთან პროსტიტუციით ქართველი მამაკაცებიც დაკავდნენ

„საოცრად წარმატებულად იწყება მეხუთე წელიწადი!" - ამ კომენტარით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგი კაპანაძე პრემიერის მიერ დღეს შსს მინისტრისთვის მიცემულ დავალებასა და მთავრობის სხდომაზე გაზპრომის წინადადების განხილვის საკითხს გამოეხმაურა. 

„დღის ამბები:

- პრემიერი ზრუნავს, რომ არასრულწლოვნებთან პროსტიტუციით ქართველი მამაკაცებიც დაკავდნენ, არა მხოლოდ უცხოელები; წინააღმდეგ შემთხვევაში ანტი-დისკრიმინაციული კანონი დაირღვევა

- გაზპრომთან, როგორც ჩანს, მაინც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ხელიდან ვუშვებთ დიდ ბერკეტს - სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებულ ბუნებრივ აირს

საოცრად წარმატებულად იწყება მეხუთე წელიწადი!

#სულგაგიჟდნენმევიყო " - წერს სოციალურ ქსელში სერგი კაპანაძე. 




 

Propellerads
loading...