სამართალი
პრეზიდენტის სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
პრეზიდენტის სიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  რესპუბლიკური საავადმყოფოს ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტაბილურია ასევე პრეზიდენტის სიძის მეგობრის მდგომარეობა. ჯერჯერობით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები უცნობია.

როგორც ცნობილია, დაჭრილებს წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა. 

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე წუხელ ღამით პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. ის პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს, ის  ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 
 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 



 

Propellerads

loading...
loading...