ak.ge
საზოგადოება
ეკა მიშველაძე: ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე თავდასხმა ხდება
ეკა მიშველაძე: ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე  თავდასხმა ხდება

ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე  თავდასხმა ხდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრასთან დაკავშირებით განაცხადა.

”რა თქმა უნდა, ვერანაირ ვარაუდზე და ვერსიებზე ვერ ვისაუბრებთ. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია განვაცხადოთ არის ის, რომ ძალიან ცუდია, როცა ახალგაზრდა ადამიანებზე  თავდასხმა ხდება, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება, ველოდებით მის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი იქნება ეფექტური”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე წუხელ ღამით პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს. ის პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. მინდია გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს, ის  ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 


 

Propellerads
loading...