ak.ge
პოლიტიკა
ჯონ ქერის თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა
ჯონ ქერის თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  ტექნიკური დაშვება განახორციელა

ამერიკის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  ტექნიკური დაშვება განახორციელა.

სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან დავით ზალკალიანთან. საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა, მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს  საქართველოს მხარდაჭერისთვის და პირადად ჯონ ქერის იმ წვლილისთვის, რაც მან შეიატანა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში.  თავის  მხრივ ჯონ ქერიმ აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი  პროგრესი დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების   გზაზე.  ამერიკის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში. ჯონ ქერიმ  წარმატება უსურვა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემირ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც მისი შეფასებით მნიშვნელვან როლს თამაშობს ქვეყნის სწორ განვითარებაში.


 

Propellerads
loading...