ak.ge
Facebook-სტატუსები
„გაზპრომმა“ მოლაპარაკებებში ჩვენს არაკომპეტენტურ ენერგეტიკის მინისტრს მოუგო“
„გაზპრომმა“ მოლაპარაკებებში ჩვენს არაკომპეტენტურ ენერგეტიკის მინისტრს მოუგო“

„გაზპრომმა“ მოლაპარაკებებში ჩვენს არაკომპეტენტურ ენერგეტიკის მინისტრს მოუგო, - „ივერია ბიზის“ დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძე მიიჩნევს, რომ „გაზპრომი“ კრემლის პოლიტიკური იარაღია საქართველოს წინააღმდეგ.

„ყველაზე ცუდი, რაც ამ ბოლო ხანებში მოხდა, გახლავთ გაზპრომთან განახლებული კონტრაქტი ჩვენთვის არასახარბიელო პირობებით. 

თავისთავად, თითქოსდა არაფერი კატასტროფული მომხდარა. გაზპრომმა კომერციულ მოლაპარაკებებში მოუგო ჩვენს არაკომპეტენტურ ენერგეტიკის მინისტრს, რაც გასაკვირი არაა. შევარდნაძის შემდეგ არც ერთხელ არ დაგვითმია გაზპრომისათვის, ახლა კი დავუთმეთ. რა შეიცვალა მოცემულობაში ? არაფერი ! აბა რატომ დავთმეთ ?
ჩვენდა საუბედუროდ, ეს კონტრაქტი მხოლოდ კომერციულ დატვირთვას არ ატარებს. გაზპრომი რომ კრემლის პოლიტიკური იარაღია ბოლო იდიოტმაც კი კარგად იცის. 2012 წლის შემდეგ მიმდინარეობს სახელმწიფოს ნგრევის მეთოდური პროცესი. ეს პროცესი თანდათან აჩქარდება და სულ უფრო მძიმე შედეგებს მივიღებთ. მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ ხელისუფლებას აღარ ჰყავს ქმედითი ოპოზიცია. არც პარლამენტში და არც მის გარეთ. 
გაზპრომთან ამ კაპიტულანტურ კონტრაქტზე დათანხმებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად აწევს როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას ! იმედია ნაცმო მალე მოათავებს ამ შიდა გარჩევებს და თავის საქმეს გააკეთებს. სხვათაშორის ეს მარტო ნაცმოსი კი არა, მთლიანად სახელმწიფოს საქმეა და თუ ნაცმო პარლამენტში ვერ ახერხებს ზემოქმედებას ხელისუფლებაზე, მაშინ დროა პროცესმა ქუჩაში გადაინაცვლოს. საქმე სახუმაროდ აღარაა !“ - წერს გამყრელიძე.


 

Propellerads
loading...